☼ Rogor davimatot bevri megobari (+კონკურსი)

Day 3,024, 04:29 Published in Georgia Bosnia and Herzegovina by W A R R I O R


მოგესალმებით ე-მეგობრებო 🙂

ბევრ მოთამაშეს აქვს ერთი ძალიან მომაბეზრებელი მისია – "დაიმატეთ 100 მეგობარი".

ამ სტატიაში გასწავლით სპეციალურად Google Chrome–სთვის განკუთვნილ აპლიკაციას, რომლის დაინსტალირების შემდეგაც თქვენ შეძლებთ ერთდროულად დაიმატოთ სამხედრო დანაყოფის, ან პარტიის ყველა წევრი.

უკანასკნელმა ომებმა გვიჩვენა, რომ ბევრი მეგობარი კარგია, რადგან feed-ზე აქტიურმა წერამ: "FIGHT FOR GEORGIA" – ბევრ უცხოელს ჩვენი დახმარების მოტივაცია შეუქმნა.

გარდა ამისა მეგობრების დიდი რაოდენობა დაგეხმარებათ feed-ზე ვაჭრობაში;
დახმარების თხოვნაში, იქნება ეს საკვებით თუ ბილეთებით (ხშირად სრულიად უცნობმა ხალმა შეიძლება დაგეხმარონ);
სტატიაზე ხმების მომატებაში დახმარება და ა.შ.

მაგრამ გაითვალისწინეთ, ეცადეთ არ დაფლუდოთ/დასპამოთ feed-ი, თორემ შეიძლება რეპორტიც აირტყათ. ეგეც რო არა, უბრალოდ ცუდად გამოჩნდებით მათ თვალში და მომავალში აღარავინ დაგეხმარებათ..
პირველი ნაბიჯი
Google Chrome–დან შედით chrome web store-ში, მოძებნეთ და დააინსტალირეთ [CB] eRepublik.

მეორე ნაბიჯი
მიყევით შემდეგ თანმიმდევრობას:
Community → My Military Unit თქვენ გადახვალთ თქვენი სამხედრო დანაყოფის გვერდზე, სადაც ახალი ღილაკები იქნება დამატებული:

დააჭირეთ: Add all MU members as Friends
დაელოდეთ მეგობრობის გაგზავნის პროცესს (5 წამიდან 2 წუთამდე. დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი წევრია).
მესამე ნაბიჯი
მიყევით შემდეგ თანმიმდევრობას:
Community → Rankings → Military Units აქ ჩამოთვლილი იქნება ქვეყნის ტოპ 5 სამხედრო დანაყოფი, შედით თითოეულ მათგანში და დაიმატეთ მისი წევრები. (სურათი)
მნიშვნელოვანია დაამატოთ მოკავშირე ქვეყნების MU–ების წევრები
ესენია:

Turkey | Ukraine | Thailand | Spain
Greece | Egypt | Albania | Chile
Cyprus | Croatia | Venezuela | Belarus
Mexico | Germany | Italy | United Kingdom

ქვეყნის სახელზე დაჭერით თქვენ ავტომატურად გადახვალთ მისი ტოპ 5 სამხედრო დანაყოფის ჩამონათვალში
აღსანიშნავია, რომ მოცემული აპლიკაცია ერთდროულად ბევრი მეგობრის დამატების გარდა გვთავაზობს კიდე ძალიან ბევრ კარგ ფუნქციებსაც, როგორებიცაა:
• ენერგიის ავომატური შევსება
• ავტომატური ვარჯიში/მუშაობა
• შეტყობინება, როდესაც საკვები გიმთავრდებათ
• დახვეწილი ბრძოლის ფანჯარა უამრავი ახალი ფუნქციებით, რომელიც გამოგადგებათ ბრძოლაში
• feed-ის დასუფთავება სპამ წერილებისგან
• მოთამაშეების სახელთან მიტანით ჩნდება პატარა ფანჯარა სადაც წერია მასზედ ინფორმაცია
და მრავალი სხვა..
ეხლა კი მთავარი!
მინდა შემოგთავაზოთ შემდეგი სახის კონკურსი!

ყველა მოთამაშე ვინც მოაგროვებს
1 000, 2 000 და 3 000 მეგობარს
შესაბამისად მიიღებს
250, 500 და 1 000 ₾არს!


აგრეთვე ყველა ის მთამაშე ვინც არის ან შემოუერთდება ჩვენს პარტიას
Why So Serious
დამატებული მეგობრების რაოდენობის შესაბამისად მიიღებს:
1 000, 2 000 და 3 000 საკვები
10, 20 და 30 უმაღლესი ხარისხის იარაღი

მონაწილეობის მისაღებად აუცილებლად უნდა მომწეროთ PM (პირადი მესიჯი), რათა ჩავინიშნო თქვენი ამჟამინდელი მეგობრების რაოდენობა!
კონკურსის ორგანიზატორები და სპონსორები:
W A R R I O R
Giorgi Gelovani. | Vendetta X
ყველა ახალბედას მოვუწოდებ წაიკითხოს სასწავლო გაიდი დამწყებდათვის

თამაშში უკეთ გარკვეულბმა შეგიძლიათ გადახედოთ ჩემ საგანმანათლებო სტატიებს ეკონომიკის განხრით:
ეკონომიკა: კომპანიის მართვის საწყისები
ეკონომიკა: გადასახადები & ბიუჯეტი
ეკონომიკა: კომპანიები - განვითარება და წარმოება
ეკონომიკა: სავაჭრო "სპეკულაცია" და სავალუტო პარადოქსი

აქ ყველაფერი საკმაოდ საინტერესოდ და რაც მთავარია მარტივად არის ახსნილი. კითხვების შემთხვევაში კი ყოველთვის შეგიძლიათ მომმართოთ

თამაშის ლექსიკონი (აბრევიატურები)
https://www.erepublik.com/es/article/-1344-2576755/1/20
გისურვებთ წამატებას! საუკეთესო სურვილებით თქვენი მონა მორჩილი W A R R I O R

Vote - Subscribe - Endorse არ დაიშუროთ 🙂

ო7 და ჰაკუნა მატატა 🙂