☼ ეკონომიკა: კომპანიის მართვის საწყისები

Day 2,962, 12:08 Published in Georgia Bosnia and Herzegovina by W A R R I O R


მოგესალმებით გოგონებო და ბიჭუნებო :ვ

ჩვენი eმოქალაქეების რიცხვი ნელნელა მატულობს, რის გამოც გადავწყვიტე განმეახლებინა ჩემი გაიდები, რათა ახალბედა მოთამაშეებს უფრო გაუადვილდეს თამაშის ნიუანსებში გარკვევა.

მოცემული სტატია იქნება უფრო ახსნითი ხასიათის, ხოლო შემდეგ სტატიებში ვაპირებ უფრო დეტალურად ვისაუბრო იმაზე თუ როგორ შეიძლება ფულის შოვნა თამაშში, სხვადასხვა გზებით.



პირველ რიგში მოდით დეტალურად გავარჩიოთ თუ რა არის თავად კომპანიები, როგორ ხდება კომპანიებში მუშაობა და რა არის აუცილებლად გასათვალისწინებელი.



ადგილები -> კომპანიები
ეს არის კომპანიების მართვის მთავარი გვერდი, აქ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თუ რომელი სახის კომპანიაში/ქარხანაში იმუშავებთ, დააასაქმოთ თანამშრომლები, იყიდოთ ან გაყიდოთ კომპანიები და ბევრი სხვა. თამაშს საკმაოდ მარტივი ინტერფეისი აქვს ასე რომ არ გაგიჭირდებათ მასში გარკვევა.

კომპანიის შექმნა - გადადიხართ ახალ გვერდზე სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი კომპანია
დასაქმებულები - გადადიხართ ახალ გვერდზე სადაც შეგიძლიათ თანამშრომლების მართვა
ნედნეული - გადადიხართ სავაჭრო ცენტრიში
მწვანე ისარი - იხსნება ახალი ფანჯარა სადაც შეგიძლიათ განაახლოთ კომპანია
ნაგვის ყუთი - გადადიხართ კომპანიის გაყიდვა/დაშლის გვერდზე



მათ ვისაც არ ყოფნის საკუთარი ძალებით ნაწარმოები პროდუქცია, ან სურთ სახლების მშენებლობას მიჰყონ ხელი, აუცილებლად დაჭირდებათ დამატებათ დამატებითი მუშა ხელი.



ადგილები » ჩემი კომპანიები » თანამშრომლების მართვა

მოცემული გვერდი სწორედ ამისთვის არის განკუთვნილი. აქ თქვენ შეძლებთ დაიქირავოთ ახალი თანამშრომლები თქვენს კომპანიებში სამუშაოდ, დაუნიშნოთ მათ ხელფასები, ასევე გარიცხოთ უსაქმურები

ვაკანსიის დამატება - შეთავაზების გამოცხადება (თუ რამდენს გადაუხდით მუშას) სამუშაოთა ბაზარზე
თანამშრომლის დათხოვნა - დასაქმებულების გვერდით ჩნდება ნაგვის ყუთი, რომელზე დაჭერითაც დაითხოვთ თანამშრომელს ან გააუქმებთ ვაკანსიის შეთავაზებას
ხელფასი - შეგიძლიათ შეუცვალოთ ხელფასი თანამშრომლებს. პირველი სამი დღის განმავლობაში თქვენ არ გაქვთ უფლება ხელფასი შეუმციროთ დასაქმებულს.
დასაქმების ლიმიტი - ყოველ კომპანიას შეუძლია თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობის დასაქმება. კომპანიის განახლება საშუალებას მოგცემთ დაასაქმოთ მეტი ადამიანი.
დღიური ხელფასის ლიმიტი - თანხის მაქსიმალური რაოდენობა რომელსაც დამატებით გადაუხდით დაქირავებულს, დამატებითი მუშაობის შემთხვევაში.
*თუ ვინმემ არ იცოდით, გეტყვით რომ დღეში შეიძლება ერთზე მეტჯერ მუშაობა, ამისთვის საჭიროა გააქტიურებული გქონდეთ სახლები, რომლებიც თითო საათში თითო დამატებით "სამუშაო ბილეთს" მოგცემთ და როდესაც 24 "სამუშაო ბილეთს შეაგროვებთ, თქვენ მოგეცემათ საშუალება დამატებით იმუშაოთ



კომპანიაში დასაქმების ლიმიტები

პირველ რიგში, სანამ გადაწყვეტთ თანამშრომლის სამსახურში აყვანას, აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ რამდენ მუშას იტევს თქვენი ქარხანა/კომპანია.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია მუშების ლიმიტი ყველა ხარისხის ქარხანაში/კომპანიაში



სამუშაო ძალა - თითოეული დაქირავებული მუშაკი რომელიც იმუშავებს თქვენთან, გაძლევთ ერთ "სამუშაო ძალას". თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი როგორც გაგიხარდებათ, შეგიძლიათ დახარჯოთ ნებისმიერი ფირმის საწარმოოდ. ასევე შეიძლება მათი დაგროვება.
სამუშაო გადასახადი - გადასახადი რომელსაც გართმევთ სახელმწიფო თქვენი გამომუშავებული ხელფასიდან და ასევე მენეჯერად მუშაობისას თქვენს ქარხნებში.

უფრო დეტალურად გადასახადებზე და ბიუჯეტზე შემდეგ სტატიებში ვისაუბრებთ.





ადგილები » საცავი
საცავში ინახება მოთამაშის ყველა ნივთი: ბულკები, პისტოლეტები, ბაზუკები, სნიკერსები და ა.შ.

საცავის დამატება - გადადიხართ საცავის გადიდებს გვერდზე. (არ გირჩევთ ამ ფუნქციის გამოყენებას! თუ ადგილის მომატება გინდათ, შეასრულეთ ყოველკვირეული დავალებები, მოაგროვეთ 250 პრესტიჟის ქულა და ჯილდოდ მიიღებთ საცავის დამატებით 1000 ადგილის, რაც ყიდვით 1750 ლარი ღირს)

ასევე საცავშივე ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი პროდუქტების/რესურსების მარკეტში განაწილებას



ვაჭრობა - დააჭირეთ პროდუქტს და აირჩიეთ პროდუქტი ან რესურსი რომლის გაყიდვაც გსურთ. ნებისმიერ პროდუქტს აქვს თავისი ხარისხი (max 7), ხარისხს ასევე თამაში მოვიხსენიებთ q ასოთი (quality). ასე რომ როდესაც შეხვდებით მსგავს ნაწერებს "ვყიდი q7 იარაღს იაფად", ნაგულისხმევია რომ მოთამაშე ყიდის მეშვიდე ხარისხის იარაღს და ეს უმაღლესი ხარისხია!
რესურსებს ხარისხი არ გააჩნიათ.
ხელმოწერა გადასახადი / ერთეული აჩვენებს რამდენი ლარი გადაერიცხება სახელმწიფოს ერთეული პროდუქტიდან გადასახადის სახით. ამ გადასახადს ეწოდება დ.ღ.გ. (VAT) (ამაზეც უფრო დეტალურად შემდეგ სტატიებში იხილავთ).
პროდუქტზე ფასის დადებისას, მასზე უკვე არის განთავსებული დ.ღ.გ. ანუ ბაზარში პროდუქტი გამოჩნდება იმ ფასით რაც თქვენ დაადეთ, თუმცა თქვენ მიიღებთ უფრო ნაკლებს, რადგან მას აკლდება დ.ღ.გ.
შემდეგ ირჩევთ ქვეყანას სადაც გინდათ გაყიდოთ თქვენი პროდუქტი (ჩვეულებრივ არჩეულია თქვენი ქვეყანა, სხვა ქვეყნის არჩევის შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ ლიცენზიის ყიდვა რაც 20 ოქრო ღირს.)
ბოლოს ვაჭერთ გაყიდვას და ეხლა უკვე ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ როგორი ფასი დაადეთ თქვენ პროდუქტს და თუ იქნება მოთხოვნა მასზე.
მოცემული ლინკი დაგეხმარებათ გაიგოთ თუ რა ფასები ადევს მოცემულ პროდუქტებს სხვადასხვა ქვეყნებში.



დღეისათვის სულ ეს იყო. დაელოდეთ შემდეგ გამოცემებს 🙂

გაიდების თანმიმდევრობა:
☼ ეკონომიკა: კომპანიის მართვის საწყისები
ეკონომიკა: გადასახადები & ბიუჯეტი
ეკონომიკა: კომპანიები - განვითარება და წარმოება
ეკონომიკა: სავაჭრო "სპეკულაცია" და სავალუტო პარადოქსი



Vote - Subscribe - Endorse არ დაიშუროთ 🙂

ო7 და ჰაკუნა მატატა 🙂