☼ ეკონომიკა: გადასახადები & ბიუჯეტი

Day 2,964, 12:51 Published in Georgia Bosnia and Herzegovina by W A R R I O R


მოგესალმებით გოგონებო და ბიჭუნებო :ვ

ყველას გილოცავთ ახალ წელს! სულ ბედნიერები და გადხარებულები ყოფილიყავით!
უფლის მადლი არ მოგკლებოდეთ არც თქვენ, არც ჩვენ, არც ესაქართველოს და არც საქართველოს!! 🙂



ეს არის ეკონომიკის გაიდების მეორე სერია. იმედია საინტერესო იქნება და რაც მთავარია ახალბედებს და ასევე ძველ მოთამაშეებსაც დაგეხმარებათ უფრო უკეთ გაიგოთ თამაშის ნიუანსები 😁

როგორც ალბათ უკვე მიხვდით, მოცემულ გაიდში ვისაუბრებთ გადასახადებზე, პროცენტზე, რომელსაც გვაჭრის სახელმწიფო სხვადასხვა საქმიანობის შესრულებისას. ჩვენ გავიგებთ თუ რა შემთხვევაში გვეჭრება ეს პროცენტები, რა ოდენობის შეიძლება იყოს ისინი. ასევე გავიგებთ თუ ვინ არის ის ოხერი ვინც წყვეტს რომ ჩვენი გამომუშავებული ფულის რაღაც ნაწილი ჩაიჯიბოს სახელმწიფომ და საერთოდ თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი.



მოდით პირველ რიგში ავხსნათ თუ საერთოდ რისთვის არის საჭირო ეს გადასახადები.

ყველა ის თანხა რომელიც გვეჭრება ჩვენ, უბედურ ხალხს, პირდაპირი რეისით მიდის ქვეყნის ბიუჯეტში


ჩვენი ქვეყნის გაცვეთილი ბიუჯეტი

ბიუჯეტში შეგროვებული ეს თანხები კი შემდეგში იხარჯება სახელმწიფოსთვის აუცილებელი პროექტების განსახორციელებლად, როგორებიცაა:

ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულება - იგივე ალიანსი, იგივე მმპ, ასევე MMP-Mutual protection pact, ეს არის ორ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ერთმანეთის დახმრებას ომის დროს. მოცემული კანონის ხელმოწერის შედეგად ორივე ქვეყანას ბიუჯეტიდან ეჭრებათ 10 000 ვალუტა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ეს ხელშეკრულება მოქმედებს მხოლოდ 30 დღე და ასევე იმას რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის აუცილებელია რაც შეიძლება მეტი მოკავშირე ყავდეს, ალბათ მიხვდებით რომ საქმე გვაქვს დიდ ხარჯებთან.

ომის გამოცხადება - თუ ქვეყანასთან გაქვთ სახმელეთო კავშირი და მასთან არ არის მმპ გაფორმებული, სურვილის შემთხვევაში ქვეყანას შეუძლია მას გამოუცხადოს ომი. მისი საფასური კი არის 200 ოქრო + 10% * (იმ მოთამაშეების რიცხვზე რომელთა ლეველიც 5_ზე მეტია)
*მოცემული კანონი არ შეგეშალოთ ბუნებრივი მტრის (Natural enemy) გამოცხადების კანონში, ბუნებრივი მტრის შემთხვევაში რიგითი უპირატესობები, პირველი ეს არის ის რომ თქვენ არ იხდით არანაირ გადასახადს ომის წამოსაწყებად, და ასევე შეგიძლიათ შეუტიოთ ქვეყანას თუნდაც მასთან გქონდეთ მმპ გაფორმებული. თუმცა NE_ს გამოცხადება შეიძლება მხოლოდ ერთ ქვეყანაზე და გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში თქვენ არ შეგიძლიათ კანონის გაუქმება.

ავიადარტყმა - სხვა ქვეყანაზე შეტევის კიდევ ერთი გზა. იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც თქვენ არ გაგაჩნიათ საზღვარი მოცემულ სახელმწიფოსთან. ავიადარტყმა, იგივე საჰაერო დარტყმა, იგივე AS (Airstrike) არის საკმაოდ ძვირად ღირებული ფუფუნება, მის განსახორციელებლად საჭიროა ორი მოთხოვნის დაკმაყოფილება: გქონდეთ შეგროვებული საჭირო რაოდენობის ენერიგია და ფული


საქართველოს ავიადარტყმის ბიუჯეტი ამ დროისათვის ასე გამოიყურება

რა თქმა უნდა ავიადარტყმაში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შემოწირულობის გაკეთება თუმცა მისი დაფინანსება ბიუჯეტის დახმარებითაც ხდება.

არის კიდე ბევრი სხვა ოპერაციები რომელთა განხორციელებისათვის საჭიროა ქვეყნის ბიუჯეტში არსებობდეს თანხა, ასე რომ შემდეგში როდესაც დაინახავთ თქვენს მიმართულებით წამოსულ საგადასახადოს, ამაყად მიეცით მას მისი კუთვნილი პროცენტი, რადგან ყოველი ცენტი ისევ ქვეყნის სასიკეთოდ მოხმარდება!



ეხლა კი მოდით დავუბრუნდეთ თავად გადასახადებს და გავერკვიოთ თუ რომელი გადასახადი როგორ მოქმედებს

სამუშაო გადასახადი
სამუშაო გადასახადი იქვითება მუშის ხელფასიდან, ასევე როდესაც მუშაობთ მენეჯერად თქვენივე კომპანიაში/ქარხანაში.

2 926 დღის მონაცემებით საქართველოში სამუშაო გადასახადი ნებისმიერი სახის კომპანიაში/ქარხანაში შეადგენს 6%_ს.

როდესაც თქვენ მუშაობთ სხვა მოთამაშეზე, თქვენ გექვითებათ ხელფასის 6%.

მაგალითად:
თუ თქვენ გაქვთ 90 ლარიანი სამსახური, 90_ის 6% გამოდის 5,4 ლარი, ანუ ხელზე იღებთ 84,6 ლარს.

ხოლო როდესაც თქვენ მუშაობთ მენეჯერად საკუთარ კომპანიაში/ქარხანაში, თითოეული კომპანიიდან/ქარხნიდან თქვენ გეჭრებათ ქვეყნის საშუალო ხელფასის პროცენტი (ჩვენს შემთხვევაში 6😵

მაგალითად:
ჩვენი ქვეყნის საშუალო ხელფასი ამ მომენტისთვის შეადგენს 52,76 ლარს. სამუშაო გადასახადია 6%. 52,76_ის 6% არის 3,16 ლარი, ანუ თითოეული კომპანიიდან/ქარხნიდან თქვენ გეჭრებათ 3,16 ლარი.

საშუალო ხელფასი გამოითვლება იმ გადახდილი თანხიდან რომელსაც იხდის კონკრეტული ქვეყნის დამქირავებელი 30 დღის განმავლობაში (დაქირავებულების მოქალაქეობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია მხოლოდ დამქირავებლის მოქალაქეობა).
საშუალო ხელფასის ნახვა შეგიძლიათ იხილოთ იგივე გვერდზე სადაც ნაჩვენებია გადასახადები. აქ



დ.ღ.გ. - VAT

დ.ღ.გ. (დამატებითი ღირებულების გადასახადი) ექვითება გამყიდველს ყველა პროდუქტიდან რომელსაც იგი ყიდის. დ.ღ.გ. რესურსებიდან არ იქვითება!

მაგალითად:
მოთამაშე ყიდის იარაღს თითოს 10 ლარად. დ.ღ.გ. იარაღზე არის 1%.
მყიდველი გადაიხდის თითოში 10 ლარს, ხოლო გამყიდველი მიიღებს 9,9 ლარს (10-(10*0,01))



იმპორტის გადასახადი

ექვითება ყველა გამყიდველს, რომელიც ლიცენზიით ყიდის პროდუქტს კონკრეტულ ქვეყანაში.

მაგალითად:
მოთამაშე ყიდის იარაღს თითოს 10 ლარად, ქვეყანაში რომლის მოქალაქეც არ არის, მაგრამ აქვს ლიცენზია ამ ქვეყანაში ვაჭრობის. ვთქვათ ეს ქვეყანა არის საქართველო და უკრაინელი მოთამაშე, რომელსაც აქვს ჩვენს ბაზარზე ვაჭრობის ლიცენზია ყიდის ამ იარაღს. ჩვენთან იარაღზე იმპორტის გადასახადი 1%_ია და დღგ_ც 1%_ს უდრის.
მაშასადამე უკრაინელი გამყიდველი მიიღებს 10-10*0,01-10*0,01=10*(1-0.01-0.01)=9.8 ლარს



საგადასახადო შემოსავლები ოკუპირებული ქვეყნიდან

PCI = Partial Country Income = ქვეყნის ნაწილობრივი შემოსავალი
TCI = Total Country Income = ქვეყნის მთლიანი შემოსავალი
TC = Tax Collected = ყველა შემოსული გადასახადის ჯამი
BI = Base Income = საბაზო შემოსავალი
ქვეყნისთვის, რომელიც იღებს გადასახადებს საკუთარი რეგიონებიდან - 20%
ქვეყნებისთვის, რომლებიც იღებენ გადასახადებს ოკუპირებული რეგიონებიდან - 0%
OR = საკუთარი რეგიონების რაოდენობა
CR = კონტროლირებადი რეგიონების რაოდენობა
PCI = TC*(CR/OR*80%+BI)

მაგალითად:
2 925_ე დღისთვის:
საქართველოს აქვს 5 ისტორიული რეგიონი. (ORსაქ.= 5)
საქართველოს 1 რეგიონი ოკუპირებულია თურქეთის მიერ. (CRთურ.= 1) & (CRსაქ.= 4)
საქართველოს აქვს ოკუპირებული ისრაელის 3 რეგიონი. (CRსაქ.= 3) & (CRისრ.= 2)
ისრაელს აქვს 5 ისტორიული რეგიონი. (ORისრ.= 5)
საქართველომ გადასახადებით (TC) შეაგროვა 7015,77 ლარი (6 737,05(საქ) + 278,72(ისრ)).
ისრაელმა გადასახადებით შეაგროვა 442,83 ლარი. (TCისრ.)

PCI [საქართველოს შიდა შემოსავალი] = 7 015,77 * (4/5*0,8+0,2) = 5893,2468
PCI [საქართველოს შემოსავალი ისრაელიდან] = 442,83 * (3/5*0,8+0) = 212,5584
PCI [თურქეთის შემოსავალი საქართველოდან] = 7 015,77 * (1/5*0,8+0) = 1122,5232

TCI [საქართველოს მთლიანი შემოსავალი] = 5893,2468 + 212,5584 = 6105,8052

მნიშვნელოვანი ფაქტი, თუ ქვეყანას აქვს 0 რეგიონი, მისი საბაზო შემოსავალი მაინც 20%_ის ტოლია.




დღეისათვის სულ ეს იყო. დაელოდეთ შემდეგ გამოცემებს 🙂

გაიდების თანმიმდევრობა:
ეკონომიკა: კომპანიის მართვის საწყისები
☼ ეკონომიკა: გადასახადები & ბიუჯეტი
ეკონომიკა: კომპანიები - განვითარება და წარმოება
ეკონომიკა: სავაჭრო "სპეკულაცია" და სავალუტო პარადოქსი



Vote - Subscribe - Endorse არ დაიშუროთ 🙂

ო7 და ჰაკუნა მატატა 🙂