☼ ეკონომიკა: კომპანიები - განახლება და წარმოება

Day 2,967, 12:33 Published in Georgia Bosnia and Herzegovina by W A R R I O R


მოგესალმებით გოგონებო და ბიჭუნებო :ვ

გრძელდება ჩვენი ეკონომიკური გაიდები!
ეს გახლავთ რიგით მესამე გაიდი. აქ ჩვენ ვისაუბრებთ კომპანიების გაძლიერებაზე, საწარმო ბონუსებზე, საიდან მოდის ეს ბონუსები, რა პონტში მოდის და კიდე ბევრ სხვა საინტერესო საკითხები!



პირველ რიგში დავიწყოთ გაძლიერებით:



ნებისმიერი სახის კომპანიის გაძლიერება, იქნება ეს საჭმლის, იარაღის თუ სახლის, ღირს ოქრო!

თუ თქვენ აპირებთ მათგან რომელიმეს გაძლიერებას, აუცილებლად დაელოდეთ ფასდაკლებებს! ფასდაკლებები საკმაოდ ხშირად ტარდება, თვეში ერთხელ მაინც, ასე რომ ჯობია მოიცადოთ და გააძლიეროთ კომპანია 44%_იანი სეილით! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ფულის უაზროდ გადაყრა!



რესურსები

რესურსების მოიპოვება ხდება ქარხნებში. კომპანიებისაგან განსხვავებით, ქარხნებს არ აქვთ გაძლიერების ფუნქცია, თქვენ უნდა იყიდოთ ეს ქარხნები, თუ გსურთ, რომ უფრო მეტი ნედნეული აწარმოოთ.

ქვემოთ მოყვანილია თამაშის ყველა სახის რესურსების ქარხნების ჩამონათვალი:



გაითვალისწინეთ, რომ ფასდაკლებები რესურსების მომპოვებელ ქარხნებზე არ მოქმედებს!

არსებობს სულ სამი სახის რესურსი, ესენია:
საჭმლის ნედნეული (Food Raw Material(FRM))
იარაღის ნედნეული (Weapon Raw Material(WRM))
სახლის მასალა (House Raw Material(HRM))

როგორც სურათიდან ხედავთ სამივე რესურს 5 სხვადასხვა სახის სიძლიერის ქარხანა გააჩნია. ასევე სურათში მითითებულია თუ რამდენ რესურს გამოიმუშავებს თითოეული მათგანი.



თამაშში ასევე არსებობს ბონუსები, რომლებიც თქვენს მიერ ნაწარმოებ პროდუქტებზე მოქმედებენ და ზრდიან მათი წარმოების რაოდენობას.

საჭმლის ბონუს რესურსები:

იარაღის ბონუს რესურსები:

სახლის ბონუს რესურსები:


ბონუს რესურსები მიმოფანტულია ემსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში.
თითოეული ბონუს რეგიონი ქვეყანას აძლევს +20% წარმოებას მოცემულ პროდუქტზე, თუ იგი ესაზღვრება ქვეყნის დედაქალაქს.
თუ ბონუს რეგიონი არ ესაზღვრება ქვეყნის დედაქალაქს, მაშინ მოსახლეობა მისგან მიიღებს 10%_იან სარგებელს.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ თუ ქვეყანას მაგალითად ორი ხორბლის () ბონუსიანი რეგიონი აქვს და ორივე ესაზღვრება დედაქალაქს, ბონუსი არ გახდება 40%, არამედ დარჩება 20%, რადგან თითოეული სახეობის ბონუს რეგიონიდან მაქსიმუმ მიიღება 20%.
მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს ორი რეგიონი არ ესაზღვრება დედაქალაქს, და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ასეთ დროს ბონუსი რეგიონისგან იქნება 10%, ამ შემთხვევაში ისინი შეჯამდება და საერთო ჯამში ქვეყანას მოუტანს 20%_იან ბონუს.

ქვეყნის ბონუს რეგიონები შეგიძლიათ იხილოთ ეკონომიკის გვერდზე.



რესურსების გამოყენება

მოდით რესურსების გამომუშავება დავყოთ ორ კატეგორიად:

საბაზისო გამომუშავება: ეს არის ნაწარმოები რესურსების ის რაოდენობა, რომელსაც კომპანიები და ქარხნები ნებისმიერ შემთხვევაში აწარმოებენ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ქვეყანაში ბონუსები.

მთლიანი გამომუშავება: ეს არის ნაწარმოები რესურსების საბოლოო რაოდენობა, ბონუსის ჩათვლით.

კომპანიებში წარმოების დროს იხარჯება რესურსების გარკვეული რაოდენობა. ყოველი პროდუქტისთვის ეს რიცხვი განსხვავებულია.
ქვემოთ ნაჩვენებია რესურსების რაოდენობა რომელიც საჭიროა ერთი პროდუქტის წარმოებისათვის - ამ გამოთვლას ეწოდება მოდიფიკატორი:



მოდიფიკატორი - რესურსების რაოდენობა, რომელის საჭიროა პროდუქტის ერთი ერთეულის შესაქმნელად.



რაც შეეხება სახლებს, აქ საქმე ცოტათი სხვაგვარად გვაქვს. სახლები შენდება პროცენტულად. საბაზისო გამომუშავებით ერთი სახლისთვის საჭიროა - 1 000 სახლის ნედნეული და 5 სამუშაო ძალა ().

მოდით შევხედოთ ქვემოთ მოყვანილ ცხრილს, უფრო კარგად რომ გავერკვიოთ სახლის წარმოებაში:





რას გვასწავლის მოცემული ცხრილი - მაგალითად, თუ ჩვენ გვაქვს ქ1 სახლის კომპანია, 40%_იანი ბონუსი, და ერთი მუშა, ერთი სახლის ასაშენებლად ჩვენ დაგვჭირდება 3,57 დღე, 1 120 HRM და ჩვენი თანამშრომლის მიერ 4 ნამუშევარი დღე.

შენიშვნები - 3,57 რა უბედურებაა? არაფერი საშინელება ამაში არაა, ეს ნიშნავს, რომ სახლი მზად იქნება 4 დღეში და დარჩენილი 0,43 "დღე" დაემატება შემდეგი სახლის მშენებლობას.
უუმფრო მეტი კონკრეტიკა: 40%_იანი ბონუსის დროს, ცხრილი გვეუბნება რომ მუშა აწარმოებს სახლის 28%_ს, ხოლო ერთი სახლი რომ აშენდეს ჩვენ უნდა ავიდეთ 100%_ზე, 100/28=3,57~. 3,57 დღე რა თქმა უნდა არ არსებობ, ამითომ გამოდის 4 დღე, 28*4=112, დარჩენილი 12% გადადის შემდეგი სახლის მშენებლობაზე, ანუ ახალი სახლის მშენებლობას იწყებთ არა 0% არამედ 12%.

რატომ 1 120 და არა 1 000? იმიტომ, რომ 40%_იანი ბონუსით სახლის წარმოება გაიზარდა 28%_ით და ასევე გაიზარდა მის ასაშენებლად საჭირო რესურსი! რა თქმა უნდა ერთი ქ1 სახლის ასაშენებლად საჭიროა 1 000 HRM (ამას ცხრილიც გვიდასტურებს) თუმცა გაითვალისწინეთ, 1 000 ნედნეული დაიხარჯებოდა 3,57 დღეში, ხოლო 4 დღეზე დამგვალებით გამოდის 1 120.




მცირე მათემატიკა




დღეისათვის სულ ეს იყო. დაელოდეთ შემდეგ გამოცემებს 🙂

გაიდების თანმიმდევრობა:
ეკონომიკა: კომპანიის მართვის საწყისები
ეკონომიკა: გადასახადები & ბიუჯეტი
☼ ეკონომიკა: კომპანიები - განვითარება და წარმოება
ეკონომიკა: სავაჭრო "სპეკულაცია" და სავალუტო პარადოქსი



Vote - Subscribe - Endorse არ დაიშუროთ 🙂

ო7 და ჰაკუნა მატატა 🙂