๐Ÿ“– [MOE] eแƒกแƒแƒฅแƒ แƒ—แƒ•แƒ”แƒšแƒแƒก แƒกแƒแƒกแƒฌแƒแƒ•แƒšแƒ แƒ’แƒ˜แƒ“แƒ˜ แƒ“แƒแƒ›แƒฌแƒงแƒ”แƒ‘แƒ—แƒแƒ—แƒ•แƒ˜แƒก

Day 2,992, 14:30 Published in Georgia Bosnia and Herzegovina by W A R R I O R


მოგესალმებით მეგობრებო! ეს გახლავთ სასწავლო გიდი დამწყებთთათვის. ყველა დამწყებმა აუცილებლად წაიკითხეთ, რათა უკეთ გაერკვათ თამაშის მექანიკაში და თავი დაიზღვიოთ მძიმე შეცდომებისგან!

შეგიძლიათ გაეცნოთ Google Document ფაილს, სადაც უფრო ფართოდ და დეტალურად არის ყველაფერი ახსნილი



წინასიტყვაობა და რჩევები:
არავითარ შემთხვევაში არ დახარჯოთ ოქრო დასაწყისშივე!!!
•გაუფრთხილდით ფულს!
•თქვენ ვერ შეძლებთ პირველივე დღღეს მთელი მსოფლიოს დაპყრობას. ასე რომ •გაუფრთხილდით ყველა თქვენ რესურს.
•იაქტიურეთ!
•აუცილებლად გაწევრიანდით კადეტების სამხედრო აკადემიაში!
•ეკონტაკტეთ სხვა მოთამაშეებს, დამიჯერეთ ბევრ ჩვენგანს აქვს დახმარების დიდი სურვილი, როგორც რესურსებით ასევე რჩევებით.
•დასვით რაც შეიძლება ბევრი კთხვა.
•უპირველეს ყოვლისა მიმართეთ განათლების მინისტრს! მისი და ასევე სხვა მთავრობის წევრების ვინაობა შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე.
•პირველი 20 დონის (Level_ის) აღება საკმაოდ მარტივია.მისი მიღწევა თავისუფლად შეიძლება ერთ საათზე ნაკლებ დროში.
•ბოლომდე გაიარეთ თამაშის Tutorial_ი და შეასრულეთ მისიები!



ენერგია

ენერგია, ეს არის თამაშის ერთ-ერთი მთავარი რამ. ენერგის გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ მუშაობას, ვარჯიშს, ბრძოლას, პროდუქტების წარმოებას, მოგზაურობას და ა.შ.
თავდაპირველად ყველა მოთამაშეს აქვს საბაზისო 100 ენერგია. მისი რაოდენობა იზრდება ყოველი შემდეგი დონის (Level_ის) აღებისას 20 ერთეულით, მანამ სანამ მოთამაშე არ გახდება 21 დონის. 21 დონიდან და შემდეგ ყველა მოთამაშის საბაზისო ენერგია 500_ის ტოლი იქნება. მაგალითად:
• პირველი დონე – მოთამაშის მაქსიმალური ენერგია უდრის 100_ს
• მეორე დონე – მოთამაშის მაქსიმალური ენერგია უდრის 120_ს
• 11_ე დონე – 300 ენერგია
• 12_ე დონე – 320 ენერგია
• 20_ე დონე – 480 ენერგია.

როდესაც თქვენ მუშაობთ, ბრძოლობთ, ვარჯიშობთ და ა.შ., თქვენ გეხარჯებათ ენერგია. ყოველი 6 წუთის განმავლობაში თქვენ გეძლევათ საშუალება 10 დახარჯული ენერგიის შევსება საკვების გამოყენებით.
უფრო დეტალურად რომ განვიხოლოთ, მოდით დავაკვირდეთ ქვემოთ მოყვანილ სურათს.

წითელ ოთხკუთხედში ნაჩვენებია თქვენი საბაზისო ენერგია, რომელიც მეხუთე დონეზე 180_ის ტოლია.
მწვანე სივრცე აღნიშნავს ამჟამინდელ ენერგიას, ღიამწვანე - მაქსიმალურ ენერგიას რომლის შევსებაც შეუძლია მოთამაშეს მოცემულ მომენტში. შესავსები ენერგიის ზუსტი რაოდენობის გასაგებად, საჭიროა უბრალოდ “ენერგიის აღდგენის” ღილაკთან მაუსის მიტანა, სადაც გამოჩნდება ფანჯარა:


ანუ მოთამაშეს ამ მომენტისთვის დამატებით შეუძლია შეივსოს 40 ენერგია. ეხლა მას აქვს 100 ენერგია, შესაბამისად, ღილაკზე დაჭერის შემდეგ მისი ენერგია გახდება 140. (გაითვალისწინეთ ღილაკზე დაჭერით თქვენ ავტომატურად იყენებთ საკვებს, რომელიც შენახულია თქვენს საწყობში, საკვების არქონის შემთხვევაში თქვენ ამ ენერგიას ვერ შეივსებთ!)

თამაშში სულ 7 ხარისხის საკვებია, თითოეული მათგანი გარკვეული რაოდენობის ენერგიას გმატებთ.
• პირველი ხარისხის საჭმელი +2 ენერგია თითო გამოყენებაზე
• მეორე ხარისხის საჭმელი + 4 ენერგია თითო გამოყენებაზე
• მესამე + 6 ენერგია თითო გამოყენებაზე
• მეოთხე + 8 ენერგია თითო გამოყენებაზე
• მეხუთე + 10 ენერგია თითო გამოყენებაზე
• მეექვსე + 12 ენერგია თითო გამოყენებაზე
• მეშვიდე + 20 ენერგია თითო გამოყენებაზე

თამაშში ხარისხს ხშირად “q” ან “ქ” ასოთი მოვიხსენიებთ, რაც “quality”_ის ნიშნავს.
მაგ: პირველი ხარისხის საკვებს მოვიხსენიებთ როგორცს ქ1 ან q1 საკვებს.
თუ თქვენ არ გსურთ 6 წუთიანი ლოდინი ენერგიის მოსამატებლად, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ენერგიის ბარები (energy bars), თითოეული მათგანი თქვენ მოგიმატებთ +100 ენერგიას. თუმცა დამწყებებს გირჩევთ შეინახოთ ეს ბარები, რადგან მათი მოპოვება არც ისე მარტივია და როდესაც საკმარისად განვითარდებით მათი გამოყენება უფრო დაგჭირდებათ.
ენერგიის მომატება ასევე შეგიძლიათ ახალი დონის აღებით, ამ დროს თქვენ მთლიანად გევსებათ საბაზისო ენერგია.



დონე (გამოცდილება)

გამოცდილების ქულიების იგივე Experience points_ის (EP, EXP, XP) დაგროვებით თქვენ გადადიხართ ახალ დონეებზე (Level_ზე). ყოველი ახალი დონე თქვენ გაძლევთ 1 ოქროს. ასევე გარკვეული ლეველის მიღწევისას თქვენ გეხსნებათ თამაში დამატებითი ფუნქციები, როგორებიცაა:
• 9 დონე – გაზეთის შექმნა (ღირს 2 ოქრო)
• 12 დონე – კომპანიების აშენება
• 13 დონე – პარტიაში გაწევრიანება
• 15 დონე – კონგრესმენობის კანდიდატურის წარდგენა / ოქროს გადაცვლა ფულზე (არ გირჩევთ დასაწყისში)
• 17 დონე – აჯანყების წამოწყება
• 25 დონე – კომპანიების დაშლა

თამაშში ასევე არსებობს დივიზიები, რომლებშიც მოხვედრა დამოკიდებულია მოთამაშის დონეზე.
• 1_დან 34 დონემდე – თქვენ იმყოფებით I დივიზიაში
• 35_დან 49 დონემდე – თქვენ იმყოფებით II დივიზიაში
• 50_დან 69 დონემდე – III დივიზია
• 70+ დონე – IV დივიზია
დივიზიები დიდ როლს თამაშობს ბრძოლებში. მასზე ვრცლად ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ.

გამოცდილების ქულები (Experience points) შეიძლება მიიღოთ მრავალი გზით და თითოეული მათგანი სხვადასხვა რაოდენობის ქულას გმატებთ:
მუშაობა2 ქულა თითო კომპანიიდან რომელშიც იმუშავებთ.
ვარჯიში2 ქულა თითო საწვრთნელი შენობიდან.
ბრძოლა1 ქულა ყოველ დახარჯულ 10 ენერგიაზე.
არჩევნებში ხმის მიცემა – 5 ქულა.
ზოგიერთი მისია გაძლევთ დამატებით გამოცდილების ქულას, მათი რაოდენობა დამოკიდებულია თავად მისიაზე.



ძალა

ძალა არის მთავარი სამხედრო უნარი. მისი ერთადერთი დანიშნულება არის ზიანის მიყენება ბრძოლის ველზე.
eრეფაბლიქში, გადამწყვეტი არ არის ძალა, თუმცა იგი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს აკლია ბევრი ძლიერი მოთამაშე, რა თქმა უნდა ტვინი მნიშვნელოვანია,თუმცა როდესაც 3000-დან 2900 მხოლოდ ტვინია , ბევრს ვერაფერს მივაღწევთ. © ვიღაც ბრძენი
ძალის გასაგებად გადადით თქვენს პროფილში, თქვენ სახელზე ან სურათზე დაკლიკვით.


50 ძალის მიღწევის შემდეგ მოთამაშე ავტომატურად ხდება ზრდასრული მოქალაქე. შედეგად მას ეძლევა მთელი რიგი შესაძლებლობები, მათ შორის:
• ოქროთი ვაჭრობის საშუალება მონეტარულ ბაზარზე.
• არჩევნებში ხმის მიცემის უფლება
• პროდუქტების გაყიდვა სავაჭრო ცენტრში.
• სხვა მოთამაშეებისთვის ოქროს, ფულის, და სხვა რესურსების ჩუქება.
• საკუთარ კომპანიებში სხვა მოთამაშეების დასაქმება.
150 ძალის მიღწევის შემდეგ მოთამაშეებს შეუძლიათ ააწყონ ბაზუკა. ბაზუკით თქვენ კლავთ მოწინააღმდეგეს მხოლოდ ერთი გასროლით და ბრძოლის ველზე დებთ 10 000 რაოდენობის ზიანს.

ძალების მოსამატებლად საჭიროა ვარჯიში. ვარჯიში შეგიძლიათ გაიაროთ საწვრთნელ მიწებზე.

როგორც ხედავთ სულ ოთხი სახის სავარჯიშოა. აქედან მხოლოდ პირველი არის უფასო, ანუ მანდ ვარჯიშისას თქვენ არ ხარჯავთ ოქროს, ყველა დანარჩენს კი თავისი საფასური აქვს ოქროს სახით.

ყველა ახალბედამ აუცილებლად უნდა ივარჯიშოს მხოლოდ უფასო სავარჯიშოში!

სურათზე დაკვირვებით თქვენ ასევე დაინახავთ სავარჯიშოების ქვემოთ 4 ვარსკვლავს ეს არის სავარჯიშოების ხარისხი. ერთი ყვითელი ვარსკვლაავი ნიშნავს რომ სავარჯიშო პირველი ხარისხისაა. ყოველი შემდეგი ხარისხი უფრო მეტ ძალას გმატებთ ვარჯიშისას.
შემდეგი ხარისხის აღებისთვის საჭიროა სავარჯიშოს განახლება. ამისათვის თქვენ უნდა დააკლიკოთ სავარჯიშოს მარჯვნივ მდებარე მწვანე ღილაკს რომელშიც დახატულია თეთრი ისარი. შემდეგ გაიხსნება ფანჯარა სადაც ნაჩვენები იქნება მოცემული სახის სავარჯიშოს სხვადასხვა ხარისხი და იმ ძალის რაოდენობა რამდენის აღებაც არის შესაძლებელი თითოეულის დროს. ასევე ის თუ რა დაჟდება მათი განახლება.


გაითვალისწინეთ!!! სავარჯიშოები განავითარეთ მხოლოდ ფასდაკლებების დროს, რომელსაც აწყობს ადმინისტრაცია, თვეში ერთხელ! ზუსტი რიცხვი არავინ იცის, თუმცა დამიჯერეთ არ გამოგეპარებათ.
ფასდაკლების დროს თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ სავარჯიშო 45%_იანი ფასდაკლებით!
მაშასადამე თქვენი მიზანი ასეთი უნდა იყოს:
• ვარჯიშობთ მხოლოდ უფასო სავარჯიშოში.
არ ხარჯავთ ოქროს, აგროვებთ მას და ელოდებით ფასდაკლებებს.
• ფასდაკლების დროს ავითარებთ უფასო სავარჯიშოს იმ დონემე სადამდეც შეძლებთ.
• პირველი (უფასო) სავარჯიშოს ბოლომდე განვითარების შემდეგ აგროვებთ ოქროს მეორე სახის სავარჯიშოს გასანვითარებლად.
• არავითარ შემთხვევაში არ ვარჯიშობთ მეორე სახის სავარჯიშოში სანამ ის ბოლომდე არ განახლდება!
ასევე გაითვლისწინეთ, რომ ყოველი 250 ძალის მოპოვების შემდეგ თქვენ ჯილდოვდებით სუპერ ჯარისკაცის (Super Soldier) მედლით და 5 ოქროთი!



ბრძოლა

ომი არის თამაშის ნაწილი სადაც ყველაზე მეტ გამოცდილების ქულიებს (XP-ს) აგროვებთ, იმისათვის რომ იბრძოლოთ თქვენ უნდა გადახვიდეთ ომის გვერდზე, სადაც ნაჩვენებია eმსოფლიოს ყველა აქტიური ბრძოლა.
ასევე თქვენი სამხედრო დანაყოფი, Military Unit (MU) ყოველდღე დებს დღის ბრძანებებს, იგი გულისხმობს, რომ თქვენ უნდა მოკლათ 25 მეტოქე იმ ბრძოლაში, რომელშიც გიბრძანებთ თქვენი სამხედრო დანაყოფი.

ბრძანების შესრულებით თქვენ დასაჩუქრდებით ბაზუკის 5 სხვადასხვა დეტალით და ერთი ენერგიის ბარით (energy bar),

როგორც უკვე გაიგეთ რაც უფრო მეტი ძალა გვაქვს, მით უფრო დიდი ზიანის მიყენება შეგვიძლია. მოდით შევხედოთ თავად ბრძოლის ველს:


პირველი შეხედვით შეიძლება ცოტა რთულად და გაუგებრად მოგეჩვენოთ, თუმცა მერწმუნეთ ძალიან მარტივია და ადვილად აღსაქმელი. განვიხილოთ ყველაფერი დეტალურად:
– ბრძოლის ღილაკი
ენერგიის შევსება.
- თუ დახარჯავთ ყველა თქვენ ენერგიას და შევსების საშუალებაც არ იქნება შემდეგი 6 წუთის განმავლობაში, მის ნაცვლად გამოჩნდება ახალი ღილაკი, რომელზე დაჭერითაც თქვენ გამოიყენებთ ენერგიის ბარს და შეივსებთ 100 ენერგიას.
– ამ ღილაკზე დაჭერით მის ზემოთ გამოჩნდება პატარა ფანჯარა სადაც ჩამოთვლილი იქნება ყველა თქვენი იარაღი (რაც კი მოგეპოვეათ საწყობში)

ჩამოთვლილთაგან ირჩევთ რომელი იარაღიც გაგიხარდებათ და აჭერთ ბრძოლას.
– როდესაც ტქვენ დაამარცხებთ 5 მოწინააღმდეგეს, თქვენ გეძლევათ საშუალება პარტიზანულ ბრძოლაში მონაწილეობის მიღების. (დამწყებებს გირჩევთ არ იბრძოლოთ აქ, რადგან ეს უბრალოდ ზედმეტი ფულის ხარჯია თქვენთვის).


ეს გახლავთ ბრძოლის კედელი, იგივე დომინაციის მაჩვენებელი. გვერდებში ნაჩვენებია დომინაციის ქულები.
როგორც უკვე გითხარით, იმისათვის რომ რომელიმე მხარემ გაიმარჯვოს, მან უნდა დააგროვოს 94 ქულა. ქულების დაჯამების წესი ასეთია:
• ყველა ომი შედგება 5 – 17 რაუნდისგან, რომელიც გრძელდება 1,5_დან 2 საათამდე, ან სანამ რომელიმე მხარის დივიზია არ მიაღწევს 1800 დომინაციას.
• რაუნდებში ბრძოლები გადანაწილებულია 4 დივიზიაზე. თითოეული დივიზია, რომელიც დააგროვებს 1800 დომინაციას, ღებულობს ომის გარკვეულ ქულას.
I დივიზია – 1 ქულა
II დივიზია – 2 ქულა
III დივიზია – 3 ქულა
IV დივიზია – 5 ქულა
დომინაცია დივიზიას იმ შემთხვევაში ემატება, თუ კედელი 50 ან მეტი პროცენტით არის გადაწეული მათ სასარგებლოდ.
თუ ბრძოლის დროს დაიდო ზიანის დიდი რაოდენობა ორივე მხრიდან, ბრძოლა ხდება ეპიკური, ამ დროს დივიზიების მოპოვებული ქულები ორმაგდება.

მოწინააღმდეგეების დამარცხებით თქვენ ასევე ღებულობთ რანგის ქულებს. ყოველი ახალი რანგის აღებით თქვენ საჩუქრად ღებულობთ 1 ენერგიის ბარს.



ყოველკვირეული შეჯიბრი


ყოველკვირეული შეჯიბრი ეს არის გათამაშება, რომელიც იწყება ყოველ სამშაბათს და გრძელდება მთელი კვირის განმავლობაში. ამ შეჯიბრში თქვენ აგროვებთ პრესტიჟის ქულებს (Prestige points) და შემდეგ ცვლით მათ სხვადასხვა პრიზებში.
პრესტიჟის ქულების დაგროვება ხდება ბრძოლაში ბრძოლაში დახარჯული ენერგიით. 10 დახარჯული ენერგია უდრის 1 პრესტიჟის ქულას. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა იარაღით მიაყენეთ ზიანი, რამდენი კაცი მოკალით ან თავად რამდენი ზიანი გააკეთეთ. ქულა გემატებათ მხოლოდ დახარჯული ენერგიით. მაგალითად თქვენ გაქვთ 500 ენერგია და მთლიანად დახარჯეთ ბრძოლაში, შესავამისად თქვენ მიიღებთ 50 პრესტიჟის ქულას.



მედლები (მიღწევები)


მედლები გენიჭებათ თამაშში გარკვეული დავალებების შესრულების შემთხვევაში. ზოგიერთი მედლის აღებისას, როგორიცაა თავისუფლებისთვის მებრძოლი (Freedom fighter), დაქირავებული მებრძოლი (Mercenary) და ნამდვილი პატრიოტი (True patriot) თქვენ დამატებით ჯილდოვდებით 1 000 ₾არით.
ბრძოლის გმირის (Battle hero) მედალის მოპოვებით თქვნ ღებულობთ ოქროს, რომლის რაოდენობაც დამოკიდებულია თქვენს დივიზიაზე:
I დივიზია – 2 ოქრო
II დივიზია – 3 ოქრო
III დივიზია – 4 ოქრო
IV დივიზია – 5 ოქრო
სხვა დანარჩენი მედლების მოპოვებით თქვენ დამატებით დაჯილდოვდებით 5 ოქროთი.
თქვენი მედლები შეგიძლიათ ნახოთ თქვენს პროფილზე. თითოეულ მედალთან მაუსის მტანით თქვენ ნახავთ თუ რა არის საჭირო მის მისაღებად და მისი მიღების პროგრესი.



რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ არის და ერთი სასწავლო გვერდით მთლიან თამაშის ნიუანსების შესწავლა ვერ მოხერხდება, თუმცააქ არის ყველა ის საბაზისო ინფორმაცია, რომელიც თქვენ გამოგადგებათ განვითარებაში და მათი გათვალისწინებით არ დაუშვებთ მძიმე შეცდომებს.
გისურვებთ წამატებას! საუკეთესო სურვილებით თქვენი მონა მორჩილი W A R R I O R



Vote - Subscribe - Endorse არ დაიშუროთ 🙂

ო7 და ჰაკუნა მატატა 🙂