F.A.Q.

Day 2,613, 09:49 Published in Georgia Pakistan by MNOSTER
ეს სტატია ეხება ახალბედებს.

გადახედეთ ყველა სტატიას რომლის ლინკიც არის მითითებული,აუცილებელია ! . .

მინდა განგიმარტოთ თუ როგორ შეიძლება მარტივად განვითარდე ამ თამაშში და არ დაუშვათ შეცდომები, არის ბევრი სტატია ,როგორ იშოვოთ ფული, ა.შ. თუმცა ახლა მე ამას არ მოგიყვებით. უბრალოდ, განვიხილავ ,მენტორობის პერიოდის დროს შეგროვებულ კითხვებს .

ვისაც გექნებათ დამატებითი კითხვა ,რომელიც აქ არ იქნება , დაწერეთ კომენტარად და ჩავამატებ,ასევე თუ მიგაჩნიათ,რომ რომელიმე კითხვას არ აქვს კარგად პასუხი გაცემული, მითხარით რას ფიქრობთ და შეიძლება შეემატოს პასუხს .

მოკლედ,ბევრი რომ ან განვაგრძო, უპირველეს ყოველისა, აუცილებლად წაიკითხეთ !!!ოფიციალური სასწავლო გვერდი ,ასევე აუცილებლად გადახედეთ მედლების შესახებ სტატიას ,რათა უკეთ გაიგოთ, როგორ შეიძლება მათი მოპოვება.



პირველი კითხვა ,რომელიც ყველა ახალბედას უჩნდება:

1. ღირს თუ არა თამაშის გაგრძელება?

- რა თქმა უნდა ,ღირს . უპირველეს ყოველისა, ჩვენ ყველა ვეხმარებით საქართველოს,იარსებოს და გაძლიერდეს , უკეთესად გამოჩნდეს საერთაშორისო არენაზე . თქვენი დახმარება საჭიროა ,რათა საქართველო არ გაქრეს ერეფაბლიქის მსოფლიო რუქიდან .

2.რატომ უნდა ვითამაშო ?

- ერეფაბლიქი, პოლიტიკურ-სტრატეგიული თამაშია,რომელიც აზროვნებას მოითხოვს ,ასევე დროს, თუ არ გაქვთ სურვილი დაუთმოთ დრო (არ იგულისხმება დღეში 2-3 საათი, იგულისხმება ,რომ თუნდაც დღეში 15 წუთი წაგართვათ ამ თამაშმა ,თუმცა მეტი მიაქვს, შეიძლება 2-3 წელი დაგჭირდეთ ,რათა მართლა წარმატებული გახდეთ.) ,ჯობს აქედანვე არ გააგრძელოთ თამაში. შეგიძლიათ იყოთ ჯარისკაცი, თუ ვერ ერკვევით პოლიტიკაში, ასევე შეგიძლიათ იყოთ რეპორტიორი,რედაქტორი, ეკონომისტი, სპეკულიანტი :დ , ნებისმიერი მსგავსი პროფესია შეგიძლიათ აირჩიოთ და ისე ემსახუროთ ქვეყანას.

თუ გადაწყვიტეთ განაგრძოთ თამაში , მთავარი კითხვა ,რომელიც ჩნდება არის:

3.როგორ გავძლიერდე-ანუ თამაშის საწყისი სტრატეგია:

-ერეფაბლიქში, გადამწყვეტი არ არის ძალა, თუმცა იგი ძალიან მნიშვნელოვანია . საქართველოს აკლია ბევრი ძლიერი მოთამაშე, როგორც ერთმა მოთამაშემ მითხრა, ტვინი მნიშვნელოვანია,თუმცა როდესაც 3000-დან 2900 მხოლოდ ტვინია , ბევრს ვერაფერს მივაღწევთ.
შესაბამისად , თუ უკვე გადახედეთ სასწავლო გვერდს,გაიგებდით ,რომ შეგიძლიათ ვარჯიში , ასევე თქვენ გარკვეული დავალებების შესრულებისთვის გეძლევათ მედლები . მე , პირადად ,გირჩევთ ,რომ აიღოთ მედლები ,რომელთა შოვნა არ მოითხოვს თქვენგან დიდ დანახარჯს , მაგალითად 21 ლეველამდე ადვილად შეგიძლიათ Freedom Fighter და True Patiot(თუ საქართველოს ბრძოლა აქვს) მედალის აღება ,ასევე ყოველ ლეველზე ასვილსას თქვენ იღებთ 1 ოქროს , 21-22 ლეველზე მინიმუმ 25 ოქრო უნდა გქონდეთ .
არ ხარჯოთ ოქრო, იფიქრეთ ,თუ როგორ გამოიყენოთ თქვენი საწყისი 500 ლარი . ოქროს ,რომელსაც იშოვით, გამოიყენეთ ფასდაკლების დროს !!! (ფასდაკლება თვეში ერთხელ არის ხოლმე ,დაუცადეთ მას),რათა აამაღლოთ თქვენი სავარჯიშოების დონე . პირველი-უფასო- სავარჯიშოს ამაღლებით , თქვენ Super Soldier Medal-ს ბევრად უფრო მალე აიღებთ ,რადგან ყოველდღიურად მეტ ძალას მოიმატებთ, შესაბამისად 250 ძალამდე მალ-მალე ახვალთ, აქედან მიღებულ ოქროსაც უნდა გაუფრთხილდეთ,რათა კიდევ აამაღლოთ თქვენი სავარჯიშო.
პირველი და მეორე სავარჯიშოს 4 დონემდე აწევისას(რაშიც 180ოქრო დაგეხარჯებათ) ყოველთვიური მოგება 14 ოქრომდე გექნებათ (მხოლოდ Super Soldier Medal-დან) ხოლო ყოველთვიურად 31,8 ძალას მოიმატებთ (არ დაგავიწყდეთ Daily Task ის გაკეთებისთვის ჯილდოს აღება)
არავითარ შემთხვევაში არ დახარჯოთ ოქრო ქარხნებზე, ქარხნები ,რომლებიც გაქვთ, გამოიმუშავებს საკმარის რესურსს იმისთვის, რომ იარსებოთ და როცა დაგჭირდებათ, ასე თუ ისე, იომოთ . ამიტომ მათზე თანხისა და რესურსის ხარჯვა არ არის მიზანშეწონილი. საწყის ეტაპზე ,ყოველ შემთხვევაში.

4.როგორ ვიბრძოლო?

-ბრძოლა ერეფაბლიქში მნიშვნელოვანია, 21 ლეველზე ასვლის შემდეგ,თქვენ შეამჩნევთ,რომ გაგიჭირდებათ ლეველის მომატება, ლეველი განაპირობებს მოთამაშეების დივიზიონებად დაყოფას,როგორც იცით, თქვენთვის მნიშვნელოვანია ,რომ რაც შეიძლება ნელა გადაინაცვლოთ შემდეგ დივიზიონში, რადგან , თუ სწრაფად გადახვალთ პირველიდან - მეორეში , მეორეში თქვენ ძალიან სუსტი იქნებით. ამიტომაც ,როდესაც ავითარებთ ძალას ,ასევე უნდა იფიქროთ ,რომ ნელა მოგემატოთ გამოცდილება.
უნდა იბრძოლოთ მხოლოდ ქ6 და ქ7 იარაღებით, რომლის ყიდვა Marketplace ში შეიძლება , ასევე რეგულარულად თუ არა , გარკვეულ დღეებში,მოთამაშეები თავისი სურვილით არიგებენ საკვებსა და იარაღს, რომლთა შესახებ ინფორმაციას მე მოგაწოდებთ ,როდესაც მექნება . ასე თქვენ ნაკლებ საკუთარ რესურსს დახარჯავთ , რაც განვითარებაში დაგეხმარებათ.
ქ6 და ქ7 იარაღით, თქვენ 1 მეტოქის მოკვლისთვის ნაკლებ ენერგიას დახარჯავთ ,შესაბამისად ნაკლებ გამოცდილებას მიიღებთ (1სროლა-10 ენერგია ; 10 ენერგია- 1 გამოცდილება) ეს გადანაწილება პროპორციულად იზრდება .
იბრძოლეთ მხოლოდ იქ ,სადაც საჭიროა, და თქვენს განვითარებას ხელს შეუწყობს,ასევე თუ ზემოდან მოითხოვენ სადმე ბრძოლას ;დ.

რატომღაც ეს კითხვებიც ჩნდება.

5. როგორ ავივსო ენერგია?

-ენერგიის ავსება ხდება საჭმლის მეშვეობით. ენერგია გენერირდება 6 წუთში ერთხელ 10 ერთეულის რაოდენობით, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Energy bar ები ,თუმცა მე გირჩევდით ისინი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის გადაინახოთ .

6.შემიძლია თუ არა სხვა ექაუნთის გახსნა?

-ერეფაბლიქის ოფიციალური წყაროს მიხედვით, ერთი IP დან შეგიძლიათ გახსნათ ბევრი ექაუნთი (ვთქვათ ერთი სახლიდან 3-4 ადამიანი თამაშობს ამ თამაშს) . თუმცა ბევრ მოთამაშეს ჰყავს ალტერიც, მე ნამდვილად ვერ მოგაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას, რადგან ,ყოველ შემთხვევაში, არ მინდა ამას ბანი დაადონ. თუ არ მოხდება ექაუნთებს შორის რესურსების გაცვლა ა.შ. მათ არ დაბანავენ .

7.აფხაზეთზე რა უნდა ვქნათ?

-ბევრი მეკითხება ,თუ რა უნდა ვქნათ აფხაზეთთან დაკავშირებით. მინდა აგიხსნათ, რომ საქართველოს მთავრობის (და არა მარტო ) გადაწყვეტილებით აფხაზეთი ჩვენს მოკავშირე თურქეთზე არის მიქირავებული (თურქეთი თვეში 25,000 ლარს გვიხდის ამისთვის) . აფხაზეთში მოიპოვება რეზინა ,რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი რესურსია (იარაღის წარმოებას 20%_ით ზრდის ) ამიტომაც თურქეთი მას უკეთესად დაიცავს ,ვიდრე ჩვენ . ბევრი ძლიერი ქვეყანა ნადირობს მსგავს რესურსზე ,ამიტომაც იქიდან გამომდინარე,რომ მათ აფხაზეთს მთელი საქართველო შეიძლება მიაყოლონ დაპყრობისას, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული .

8.რომელ პარტიაში გავწევრიანდე/რომელი პარტია არის ყველაზე კარგი?

-ამ კითხვას მე ნუ მისვამთ, აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა პარტიის შესახებ ინფორმაციას



ქვემოთ გაეცნობით სხვადასხვა მოთამაშის მიერ შექმნილ დამხმარე ინფორმაციას :

რჩევა ახალბედებს (Bendo7)
ინფორმაცია თამაშის ინტერფეისსა და ფუნქციებზე - Vol 1 (kandelaki)
ინფორმაცია თამაშის ინტერფეისსა და ფუნქციებზე - Vol 2 (kandelaki)
როგორ გავხდეთ ძლიერი მოთამაშე (Stier.21)
აბრივიატურები ,ტერმინების შემოკლებული ფორმები (algoni)
ბრძოლის ბაზისები (Neprofesionalac)
მადლობა ყურადღებისთვის , ქვემოთ დაწერეთ , რა გინდათ ,რომ დაემატოს , ან ვთქვათ ,რა აკლია ზოგიერთ პასუხს. ვეცდები ეს ინფო სრული გახდეს დროთა განმავლობაში და ახალბედებს კარგი და გამოსადეგი ინფორმაცია მიაწოდოს ჩემი ,როგორც მენტორის სახელით.

აუცილებლად გადახედეთ კომენტარებს ,შეიძლება რაიმე საინტერესო ამოიკითხოთ!!!

შეგიძლიათ გაეცნოთ ესაქართველოს ბლოგს სადაც ბევრ საინტერესეო ინფორმაციას ნახავთ.