როგორ გავხდეთ მდიდარი

Day 2,574, 06:26 Published in Georgia Georgia by CharlieArg
სტატიის ორიგინალი რომელსაც მე დავამატე პუნქტები და გავაუმჯობესე.




სტატია დამწყებთთათვის





იმუშავეთ ყოველდღე 50 ლარიან ხელფასზე (საზღვარგარეთ მაღალი ხელფასებია) . თვეში მოიგებთ 1500 ლარს. მნიშვნელოვანია რომ ყოველდღე იმუშაოთ 1 თვის განმავლობაში რათა მოგცეთ მედალი რომელსაც ქვია "Hard Worker" და გაძლევთ 5 ოქროს.

დღეს ბირჟაზე 5 ოქრო შეესაბამება დაახლოებით 1000 ლარს. ანუ თვეში მოიგებთ 1500 + 1 000 = 2500 ლარს. ან ოქროში თუ გადაიყვანთ, თვეში მოიგებთ 5 + 9 = 14 ოქროს.




ამუშავეთ ქარხნები რათა თქვენი თავი თვითონ კვებოთ. რაც დაგრჩებათ გაყიდეთ ბაზარზე.




ივარჯიშეთ უფასო სავარჯიშოთი. თავიდან 5 ძალას გაძლევთ რაც 150 ძალას უდრის თვეში. თქვენ ვარჯიშით შეძლებთ მოიგოთ "Super Soldier" მედალი რომელსაც მოაქვს 5 ოქრო და ყოველი 250 ძალის მომატების შემდეგ გაძლევს.



თეორიულად თუ მარტო პირველი უფასო სავარჯიშოთი ვარჯიშობთ და დონე არ გაგიუმჯობესებიათ, 5 ძალით ყოველდღე თუ ივარჯიშეთ, 250 ძალამდე ახვალთ 50 დღეში. ამიტომაა აუცილებელი რომ ოქრო შეინახოთ და მალე ახვიდეთ 11 ლეველამდე, რადგან ყოველ ლეველზე გადასვლისას გაძლევთ 1 ოქროს, ასე რომ 11 დონე = 11 ოქრო და ფასდაკლების დროს, პირველი სავარჯიშოს აწევას მეორე დონეზე სჭირდება 11 ოქრო. უმეტესობა მალე ახვალთ 20 ლეველამდე რაც 20 ოქროს უდრის ასე რომ გაუფრთხილდით და არ დახარჯოთ. დაელოდეთ ფასდაკლებებს. სავარჯიშოს აყვანა 5 ძალიდან 10 ძალამდე, გაანახევრებს ვადას ყოველი მედლის აღებისა და ეხლა უკვე ყოველ 25 დღეში აიღებთ მედალს ანუ 5 ოქროს.

მნიშვნელოვანია: არ გამოიყენოთ ფასიანი სავარჯიშოები!

1 თვის მოგების შეჯამება:
ყოველდღიური მუშაობით: 14 ოქრო
პროდუქციის გაყიდვით: გააჩნია რაოდენობას, რა ტიპის პროდუქტია და რა ხარისხის.
20 ლეველზე ასვლა : 20 ოქრო
ვარჯიშით: 5 ოქრო
-11 ოქრო თუ გააუმჯობესეთ სავარჯიშო

მოგება:
28 ოქრო + 300 ძალა + სავარჯიშოს ქ2 დონეზე გაძლიერება.

შენიშვნა: თუ საკმარისი ოქრო გაქვთ, უფასო პირველი სავარჯიშო მესამე დონეზე გააძლიერეთ. თქვენი მიზანი კი მისი ბოლომდე ანუ ქ4 დონემდე გაძლიერება უნდა იყოს რათა დრეში 5 ძალის მაგივრად 20 ძალა მოგცეთ. რაც ასევე შეამცირებს ვადას ყოველი მედლის აღების და უფრო მალ მალე აიღებთ ანუ უფრო მალ მალე მოგცემთ 5 ოქროს.




მოთამაშეების მოწვევა



ოქროს მოგების კარგი საშუალებაა. ყოველი თქვენი მოწვეული მეგობარის (რეფერალი) მიერ მოგებული ოქროს 10 % იღებთ.
თან არის მედალი რომელიც დამატებით 5 ოქროს მოგიტანთ. მედლის აღებისთვის 10 კაცი უნდა მოიწვიოთ რომელიც მინიმუმ 10 ლეველამდე ავლენ.







აიღეთ "True Patriot" მედალი, რომელსაც მოაქვს 5 ოქრო.



თავიდან დაბალი დემიჯზე (საბრძოლო დარტყმა) გაძლევთ ამ მედალს, მაგრამ რაც უფრო აიღებთ მას მით მეტ დემიჯს მოგთხოვთ შემდეგი მედლის აღებისთვის. მის ასაღებად საჭიროა შენი ქვეყნისთვის იომო. ანუ როცა შენი ქვეყანა იქნება ჩართული ომში, მის მხარეს იომო და იმდენი დემიჯი გააკეთო რამდენსაც გთხოვს.

შენიშვნა: თავიდან აიღეთ მაგრამ მერე აღარ იბრძოლოთ ხშირად რათა ძალიან სწრაფად არ გადახვიდეთ მაღალ დივიზიებში დაბალი ძალით. მთავარი ვარჯიშია!




აიღეთ "Freedom Fighter" მედალი რომელიც მოგცემთ 5 ოქროს.



თავიდან საჭიროა რომ სამჯერ მოკლათ 25 კაცი რომელიმე აჯანყებაში რომელიც გამარჯვებით დასრულდება. მაგალითად აფხაზეთშია აჯანყება თუ დაიწყო და 25 კაცი მოკალით და ეს აჯანყება გამარჯვებით დასრულდა თქვენ შეასრულებთ 1/3 მისიის. კიდევ ორ სხვა აჯანყებაში იგივე ქენით და აიღებთ მედალს.

რჩევა: შეხედეთ ომებს სადაც აჯანყებულებს მაღალი ქულები აქვთ, ანუ დიდი შანსია რო მოიგონ და იქ იბრძოლეთ.




დაწერეთ ხარისხიანი სტატიები. კარგ დაწერილ სტატიას შეუძლია შემოსავალი მოგიტანოთ რადგან თუ სხვა მოთამაშეებს მოეწონათ შეუძლიათ ფული შემოგწირონ. Endrorse -ს სახით.





ასევე წაიკითხეთ შემდეგი სტატიები:

ხშირად დასმული კითხვები
სავარჯიშო კონტრაქტები (training contracts)
ომის მექანიზმები