ხშირად დასმული კითხვები

Day 2,570, 18:57 Published in Georgia Georgia by CharlieArg
სტატისს ორიგინალი რომელსაც მე დავამატე პუნქტები და გავაუმჯობესე.







ბევრი თქვენთაგანი ერთიდაიგივე კითხვებს სვავს ჩატში. გადავწყვიტე შემოგთავაზოთ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე.


- რატომ აღარ მაქ ენერგია?



ყოველ 6 წუთში შეგიძლიათ მოიმატოთ 10 ენერგია. მაგრამ ენერგიის მოსამატებლად გჭირდებათ საკვები, რომელსაც იპოვით ბაზარზე. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ენერჯი ბარები მაგრამ ესენი ბრძოლის ველზე უფრო გამოსადეგარია.




- უნდა ვეომოთ თუ არა თურქეთს აფხაზეთში?



არა! რადგან ჩვენ ეს ტერიტორია მიქირავებული გვაქვს მათზე. ქირას 25 000 ლარს გვიხდიან თვეში რაც კარგი ფულია ჩვენი ქვეყნისთვის. ვიბრძოლებთ მაშინ როცა ამას თურქეთი გვთხოვს აჯანყების კოეფიციენტის გასანულებლად (ამას მოგვიანებით გაიგებთ რა არის). თურქეთი რჩება ჩვენი ახლო მეგობარი.



- რატომ არ შემიძლია ამ ბრძოლაში ვიომო?



თუ ამ სიმბოლოს ხედავთ მაშინ აჯანყებაა, ანუ დაპყრობილი ტერიტორიის განსანთავისუფლებელი ომი. თუ არადა მაშინ პირდაპირი ომია, ანუ ერთი ქვეყანა უტევს მეორეს მისი ტერიტორიის დასაპყრობად.
ორი ტიპის ომი არსებობს: აჯანყება და პირდაპირი ომი
1) აჯანყებაში იძულებული ხართ დამპყრობელის ქვეყანაში იმყოფებოდეთ, ამის შემდეგ თქვენ გექნებათ არჩევანი ვის მხარეს იბრძოლოთ. მაგალითად ვინაიდან აფხაზეთი თურქეთის მიერ ოკუპირებულია, თუ აჯანყება დაიწყება, იქ საომრად იძულებული იქნებით თურქეთის ტერიტორიაზე გადახვიდეთ (მნიშვნელობა არა აქვს რეგიონს) , ხოლო ამის შემდეგ თქვენ მოგცემთ არჩევანს საქართველოს მხარეს იბრძოლოთ თუ თურქეთის.
2) პირდაპირი ომის დროს, რომელი მხარისკენაც გინდა იბრძოლო, იმ ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა გადახვიდე. მაგალითად უკრაინა - მოლდოვას ომში,



თუ მინდა რომ ვიბრძოლო უკრაინის მხარეს, უნდა გადავიდე უკრაინის ტერიტორიაზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენი სასურველი ქვეყნისთვის იომოთ თქვენი ქვეყნიდან გაუსვლელად თუ თქვენს ქვეყანას MPP ( მეგობრული შეთანხმება ურთიერთ დახმარებაზე) აქვს დადებული იმ ქვეყანასთან ვისთვისაც გსურთ იომოთ. მაგალითად თუ უკრაინისთვის გინდათ იომოთ, შეგიძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე დარჩეთ და ისე იომოთ იმიტომ რომ ჩვენ მათთან ეს MPP ხელშეკრულება დადებული გვაქ! შენიშვნა: ეს ეხება მარტო პირდაპირ ომებს, აჯანყების დროს იძულებული ხართ დაპყრობლის ტერიტორიაზე გადახვიდეთ გინდ MPP დადებული ქონდეს თქვენს ქვეყანას.





- როგორ შევიცვალო ადგილმდებარეობა (ქალაქი)?



პროფილის გვერძე შედით და შეცვლას დააჭირეთ მერე აირჩევთ ქვეყანას და რეგიონს. ფრთხილად რადგან ფული ღირს, ასე რომ კარგად დაფიქრდით სანამ ადგილმდებარეობას შეიცვლითხოლმე. რჩევა. თუ ბილეთის ფასი 20 ლარზე მეტია (მაგალითად 40, 60, 80 ან 100), პირდაპირ ყიდვას მოერიდეთ. შედით ბაზარზე და იქ იყიდეთ იაფად (მაგალითად 100 ლარიანი ბილეთები 20 ლარად იყიდებახოლმე ხანდახან).





თუ ბაზარზე დააპირებთ ყიდვას შეხედეთ რამდენ დისტანციაზეა. 5 ნიშნავს რომ ქ5 ბილეთი დაგჭირდებათ ანუ ბოლო ბილეთი ბაზარზე. ზონა 5 ეწერება იქაც და ასე გაიგებთ.



- რისთვის არსებობს სახლები?



სახლები საშუალებას გაძლევთ ენერგიის მარაგი გაზარდოთ. ანუ ვთქვათ გაქცთ 500 ენერგიის მარაგი და ჩართეთ ქ1 სახლი მისი ყიდვის შემდეგ, რომელიც 50 ენერგიას გიმატებთ, თქვენი ენერგიის მარაგი გახდება 550. ეს მუდმივად არ გაგრძელდება რადგან მას დროის ვადა აქვს (168 საათი ქ1 სახლს მაგალითად) და ახლებს არ გირჩევთ ამაში ფულის დახარჯვას. მაგრამ თუ მაინც დააპირეთ ყიდვა მაშინ ამ სტატიას გადაავლეთ თვალი. რადგან სახლების მეშვეობით დამატები საათების მოგება შეგიძლიათ და მეტი ხელფასის აღება. მე ამ ეტაპზე თავის შეკავებას გირჩევთ მაგრამ ნება თქვენია.



- თამაშის მიზანი

ამ თამაშს გააჩნია 3 მოდული: პოლიტიკა, სამხედრო და ეკონომიკა. პოლიტიკაში როცა გაიცნობთ ხალხს და თავს გამოიჩენთ რამეში გექნებათ შანსი თქვენი თავი წარმოაჩინოთ. სამხედრო და ეკონომიკა კი ყველასთვის ხელმისაწვდომია. ჯერ ჯერობით ბრძოლის ველზე დიდ ძალას არ წარმოადგენთ და მტერს მარტო პატარათი წკმეტავთ, პლიუს ამას ხართ ღარიბი. რაც უნდა ქნათ ეხლა თქვენ ეს არის სავარჯიშოების აწევა მაღალ დონეზე. ეს ყველაფერი მოითხოვს ბევრ ოქროს. ასე რომ უნდა ეცადოთ მოაგროვოთ ოქრო და არ დახარჯოთ უაზროდ. ოქრო შეგიძლიათ მოაგროვოთ მედლების მოგებით ან მეგობრების მოწვევით ერესპუბლიკაში (რეფერალ ლინკი). კიდევ სხვანაირადაც შეიძლება: კრედიტები
, ფულის გადახურდავება...






დაზუსტება: დაელოდეთ ფასდაკლებლებს სავარჯიშოების ან ქარხნების გასაუმჯობესებლად. (დაახლოებით თვეში ერთხელ არისხოლმე)
ზოგი იტყვის და ქარხნებს რა ვუყოთ? მუშაობას ქარხნებში და ხშირ ომს სწრაფად აყავხართ მაღალ ლეველზე და გადახვალთ მაღალ დივიზიონში დაბალი ძალით რაც ჩვენს პირველ მოქალაქეებს მოგვივიდა და ვიყავით ძალიან სუსტები ბრძოლის ველზე. ჩვენ თქვენ გვჭირდებით ძლიერები ბრძოლის ველზე რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი ბრძოლისუნარიანობა. ასე რომ კონცენტრაცია გააკეთეთ ვარჯიშზე და სავარჯიშოების განვითარებაზე და მოგვიანებით მადლობას მეტყვით ამ რჩევისთვის.



ასევე წაიკითხეთ შემდეგი სტატიები:

სავარჯიშო კონტრაქტები (training contracts)
ომის მექანიზმები