[MOD] ომის მექანიზმები

Day 2,514, 08:03 Published in Georgia Georgia by CharlieArg



ეს სტატია ადრე დავწერე და როგორც ვხედავ კიდევ აქტუალურია ეს თემა და საჭიროებს ბევრი მასში გარკვევას. გთავაზობთ ჩემს ერთ ერთ ძველ სტატიას ომის მექანიზმებზე.







სტატიაში გამოვიყენებ შემოკლებულ სიტყვებს და თავშივე დავწერ ლექსიკას რომ ადვილად გაერკვეთ თუ რაზე ვლაპარაკობ.

ლექსიკა:


RW: Résistance War (პარტიზანული ომი)
MPP: Mutual Protection Pact (ორმხრივი დახმარების ხელშეკრულება, შეგიძლია მოკავშირეს მიეხმარო ომში შენი ქვეყნიდან, გადაადგილების გარეშე)
NE: Natural Enemy (ბუნებრივი მტერი, შესაძლებლობას იძლევა ომის დაწყების უფასოდ + 10% ბონუს დარტყმას აძლევს შენს ქვეყანს მტრის წინააღმდეგ)
AS: Airstrike (საჰაერო შეტევა)




ომების ნაირსახეობა



პირველ რიგში ვილაპარაკოთ ომის ორ სახეობაზე:

I.პირდაპირი ომები. მათი მიღება ხდება კონგრესში კანონის გამოტანით.
არსებობს სამი სახეობის პირდაპირი ომი:

- ომის გამოცხადება: ეს მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია გააკეთოს, მან უნდა გამოიტანოს კანონი რომელსაც კონგრესმენები ხმას მისცემან, მაგრამ ამ კანონს აღარავინ იყენებს იმიტომ რო ძვირი ჯდება: 200 ოქრო + 10% x შემტევი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა რომელიც მინიმუმ 5 lvl-ია. იმისთვის რომ ეს ომი წამოიწყოს ქვეყანამ, მას საერთო საზღვარი უნდა ჰქონდეს იმ ქვეყანასთან ვისი დაპყრობაც სურს.

- NE-ს გამოცხადება: ამისთვის საჭიროა პრეზიდენტმა ან კონგრესმენმა წამოაყენოს ეს კანონი კონგრესში. დღესდღეობით უმეტესი ომი eმსოფლიოში ხდება ამ კანონის საშუალებით იმიტომ რომ ეს არანაირ დანახარჯს არ იწვევს სახელმწიფოს მხრიდან რადგან უფასოა. იმისთვის რომ NE ომი წამოიწყო, საჭიროა გაგაჩნდეს საერთო საზღვარი მოწინააღმდეგე ქვეყანასთან.

- Airstrike: მარტო პრეზიდენტს შეუძლია ამ კანონის შეთავაზება კონგრესისთვის. (ყოველ 14 დღეში ერთხელ). ამ კანონის წყალობით შესაძლებელია შეუტიო ისეთ ქვეყანას რომელთანაც საზღვარი არ გააჩნია შენს ქვეყანას. ეს ძაან იშვიათად ხდება (იმისდამიუხედავათ რომ ამ მომენტში ბევრი ესეთი ომია წამოწყებული) რადგან ძაან ძვირი ჯდება. მისი წამოწყებისთვის საჭიროა ორი პარამეტრი იქნას დაგმაყოფილებული. ენერგია + ფული. და აი როგორ იანგარიშება ეს:
ენერგია = (ქვეყნის მოსახლეობა + მოკავშირე ქვეყნების მოსახლეობა) x 250
ფული = ( 1 000 000 ლარი + 100 000 თითოეულ დაპყრობილ რეგიონზე და დაქვემდებარებაში მყოფზე) x (1+(25 x პურის ბონუსებზე რომლებიც გაგვაჩნია ) / 100))/15

ასე რომ Airstrike ყველაზე იაფი რო გამოვიდეს, ჯობია მარტო 1 რეგიონს აკონტროლებდე და არანაირი MPP ხელშეკრულება არ გქონდეს.






ბრძოლის წესები ერთნაირია ამ სამი ტიპის ომისთვის:

ქვეყანა რომელიც იწყებს ომს, აქვს 24 საათიანი ინიციატივა წამოიწყოს ომი რომელ რეგიონშიც სურს. თუ ომის წამომწყებმა არ გამოიყენა ეს ინიციატივა და არ შეუტია, 24 საათის მერე ომი თავისით დაიწყება რომელიმე რეგიონში.

ყველა ომი გრძელდება 8-15 ბრძოლამდე. თითოეული ბრძოლა კი გრძელდება 1:30 ან 2 საათი იმის მიხედვით თუ როგორ მიმდინარეობს ბრძოლა.
ოთხივე დივიზიაში, ბრძოლას იგებს მხარე რომელიც პირველი ავა 1800 ქულამდე. ყოველ წუთს, მხარე რომელიც 50%-ზე მეტი აქ, იღებს X ქულას, X ქულა კი ასე გამოიყურება:
0-30 წუთი ბრძოლის, ყოველ წუთს 10 ქულა
31-60 წუთი, ყოველ წუთს 20 ქულა
61-90 წუთი, ყოველ წუთს 30 ქულა
91-120 წუთი, ყოველ წუთს 60 ქულა

ყველა რაუნდში (ოთხივე დივიზიის ბრძოლა) თამაშდება 11 ქულა.
5 ქულა D4-სთვის (მეოთხე დივიზია)
3 ქულა D3-სთვის
2 ქულა D2-ისთვის
1 ქულა D1-ისთვის
ანუ თუ გაიგეთ რომ ვიღაცამ თქვას ამ ბრძოლაში 6-5 გვინდაო ნიშნავს რომ მინიმუმ 6 ქულა ავიღოთ 11 ქულაზე.






ომის დასრულება შეიძლება ორნაირად:

1. როცა ქვეყანა მთლიანად იქნა დაპყრობილი
2.კანონის მიღება. (ან ხელშეკრულების დადება რომელიც ოქრო ღირს ან noNE კანონის მიღება რომელიც უფრო სასურველია)

ყურადღება მივაქციოთ იმას რომ თუ ისეთ ქვეყანას შევუტიეთ რომელსაც MPP ხელშეკრულება აქ დადებული რომელიმე ისეთ ქვეყანასთანს რომელთანაც ჩვენც გვაქ დადებული ეს ხელშეკრულება, ჩვენ დავკარგავთ ამ ხელშეკრულებას, მოწინააღმდეგე მხარე კი არა.






II. მეორე ომის სახეობა არის RW, რომელიც შეუძლია წამოიწყოს მოქალაქეებმა რომლებიც ოკუპირებულ რეგიონში იმპყოფებიან. RW დაწყება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რეგიონი ოკუპირებულია მინიმუმ 24 საათი. თუ ეს ომი წააგეს აჯანყებულებმა, მოქალაქეებმა რომლებმაც მხარი დაუჭირეს ომს აღარ შეუძლიათ სხვა RW-ს დაუჭირონ მხარი მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში. მხარდაჭერა ღირს 1 000 ლარი, მოგების შემთხვევაში იგებთ მედალს და 5 ოქროს წაგების შემთხვევაში კარგავთ თანხას. თუ ქვეყანამ რომელმაც წამოიწყო RW წააგებს, 24 საათი უნდა დაელოდნონ მოქალაქეები რომ ახალი RW-ს დაწყება შესძლონ. RW შეიძლება გამოყენებული იქნას, დამპყრობელისგან თავის განსანთავისუფლებლად მაგრამ აგრეთვე მტრის სტრატეგიის ჩასაშლელად.