განათლების სამინისტრო : ყველაფერი ომზე

Day 2,419, 07:35 Published in Georgia Georgia by JangavaDze
სასწავლო სტატია ომებზე ერეპუბლიკში



პუნქტები რაზეც ვისაუბრებთ :
1.ომის დაწყება
1.1 ქვეყნის გამოცხადება ნატურალურ მტრად
1.2 აჯანყების დაწყება
1.3 საჰაერო დარტყმა
1.4 ომის გამოცხადება ქვეყნისთვის
2.დივიზიები
3.ომები
4.ბრძოლები
5.ბრძოლის მეთოდიკა ომში
6.საბრძოლო ბრძანებები


1.ომის დაწყება
ომის გამოცხადება შეიძლება შემდეგი მეთოდებით
1. ქვეყნის გამოცხადება ნატურალურ მტრად
2.აჯანყების დაწყება
3.საჰაერო დარტყმა
4.ქვეყნის გამოცხადება "Declare war"-თ კონგრესში

1.1 ქვეყნის გამოცხადება ნატურალურ მტრად


ესე გამოიყურება კონგრესმენის და პრეზიდენტის სამართავი პანელი

[მეორე ნაბიჯი ნატურალური მტრის გამოსაცხადებლად]
ქვეყნის პრეზიდენტს ან ნებისმიერ კონგრესმენს შეუძლია სხვა ქვეყნის ნატურალურ მტრად გამოცხადება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათ აქვთ საერთო საზღვარი(რუკაზე).თუ კანონი მიიღებს უმრავლესობის დადებით ხმას იგი იქნება დამტკიცებული.
როდესაც კანონი ნატურალურ მტერზე დამტკიცებულია :
*ომი შეიძლება დაწყებული იქნდეს ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ნებისმიერ მის არჩეულ მტრის რეგიონზე.
*თუ პრეზიდენტი არ აირჩევს მტრის რეგიონს ომი ავტომატიურად დაიწყება რომელიმე რეგიონზე.
კანონის დადებითი მხარე არის ის რომ ყველა ამ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქე მიიღებს 10 % ბონუსს დარტყმის ძალის გაზრდით მტრის წინააღმდეგ.
ხოლო უარყოფითი მხარე ის არის რომ 7 დღის მანძილზე ომის შეჩერება შეუძლებელია


1.2 აჯანყების დაწყება


აჯანყების დაწყება შეიძლება ნებისმიერ მტრის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.როგორც ხედავთ აჯანყების დაწყებას 10 მოხალისე სჭირდება.ორი აუცილებელი პირობა ამის გასაკეთებლად არის ის რომ,მოხალისე უნდა იმყოფებოდეს მაგ ტერიტორიაზე და ქონდეს 1000 ლარი რომელსაც გადაიხდის აჯანყების დაწყებისთვის.ფული დაგიბრუნდებათ აჯანყების წარმატებით დასრულების შემთხვევაში.2 აჯანყების ერთდროულად მხარდაჭერა შეუძლებელია.

დამატებითი წესები აჯანყების დასაწყებად(RW) :
*რეგიონი უნდა იმყოფებოდეს მინიმუმ 24 საათიანი ოკუპაციის ქვეშ
*ქვეყანა არ უნდა იყოს აჯანყებული სხვა რომელიმე რეგიონზე რომელიც ამ ქვეყნის მიერ არის ოკუპირებული
*რეგიონში ამჟამად ომი არ მიმდინარეობს
*მოთამაშე რომელიც დაიწყებს აჯანყებას და წააგებს ,ვეღარ დაიწყებს შემდეგს 7 დღის მანძილზე

აჯანყებულების ბონუსი ბრძოლაში
ყველა აჯანყებულის მხარეს მებრძოლ ჯარისკაცებს აქვთ ბონუსი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ.ბონუსის სიძლიერე დამოკიდებულია რეგიონზე ,თუ რამდენი დღეა უკვე ის ოკუპირებული.რაც მეტი დღეა უკეთესი ბონუსია და მეტად ძნელად მოიგერიებს მტერი აჯანყებას.


1.3 საჰაერო დარტყმა
საჰაერო დარტყმა არის შესაძლებლობა რომ დაიწყო ომი ისეთ მტერთან ვისთანაც საზღვრები არ გააჩნია შენს ქვეყანას.მისი გამოყენება შეუძლია მხოლოდ პრეზიდენტს და დამტკიცებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანას გააჩნია საკმარისი რესურსები ბიუჯეტში(საჭმელი და ოქრო)


საჭირო რესურსების რაოდენობა არის განსაღვრული ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით,რაც მეტი მოქალაქეა უფრო ძვირი ჯდება.
საჰაერო დარტყმის დამტკიცების შემდეგ ომი შეიძლება დაიწყოთ მტრის ნებისმიერ რეგიონში ,თუ არ აირჩევთ რეგიონს ომი ავტომატური არჩევის მეთოდით დაიწყება მტრის რომელიმე ტერიტორიაზე
საჭირო ინფორმაცია ამ კანონზე :
1.ქვეყანა რომელსაც აღარცერთი ტერიტორია არ აქვს, ვერ დაიწყებს საჰაერო დარტყმას
2.ნატურალური მტრისგან განსხვავებით,მშვიდობის და ზავის ხელშეკრულების დადება შეიძლება ნებისმიერ დროს და არ მოგიწევთ 7 დღე ლოდინი.

1.4 ომის გამოცხადება ქვეყნისთვის

ომის გამოცხადება არის კანონი რომლის გამოყენებაც შეუძლია პრეზიდენტს და ხმები უნდა ააგროვოს კონგრესმენებისგან,კანონი მიღებული იქნება თუ უმრავლესობა კონგრესის წევრების დააჭერს "Yes" – ღილაკს და დაეთანხმება.როგორც ზემოთ ავღნიშნე ამ კანონის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ ქვეყნებზე რომლებთანაც საერთო საზღვარი გაქვთ.უმრავლესობა ომებში ქვეყნები ნატურალ მტრად გამოცხადებას იყენებ და ამას არა.


2.დივიზიები

ომი იყოფა 4 დივიზიად,თითოეულ მათგანს აქვს თავისი ბრძოლები

დივიზია 1 – მოთამაშეები 34 ლეველამდე
დივიზია 2 – მოთამაშეები 35 დან 49 ლეველამდე
დივიზია 3 – მოთამაშეები 50 დან 69 ლეველამდე
დივიზია 4 – მოთამაშეები 70 + ლეველები


3.ომები

ომები [Campaigns]
ომი გრძელდება იქამდე სანამ რომელიმე მხარე არ დააგროვებს ბრძოლებიდან 83 ქულას.მოგებული მხარე ინიციატივას თავის თავზე იღებს და შემდეგ ეგ უტევს ავტომატურად. ქულები გროვდება შემდეგი მექანიზმით
დივიზია 1 მიიღებს 1 ქულას თუ მოიგებს ბრძოლას
დივიზია 2 მიიღებს 2 ქულას თუ მოიგებს ბრძოლას
დივიზია 3 მიიღებს 3 ქულას თუ მოიგებს ბრძოლას
დივიზია 4 მიიღებს 5 ქულას თუ მოიგებს ბრძოლას

4.ბრძოლები

ყველა ომი გრძელდება 8 დან 15 ბრძოლამდე,ხოლო ბრძოლები 1,5 –2 საათამდე.2 საათის შემდეგ ბრძოლა იხურება.
ბრძოლაში გამარჯვებულად ცხადდება მხარე რომელიც პირველი შეაგროვებს 1800 ქულას ან აქვს მეტი ქულა 2 საათზე მეტი ბრძოლის გაგრძელების შემდეგ.წუთში ერთხელ მხარე რომელიც ფლობს ბრძოლაში 50 % ზე მეტს იქნება დასაჩუქრებული X რაოდენობა ქულებით სადაც X არის :
0-30 წუთი ბრძოლის დაწყებიდან,10 ქულა ყოველ წუთში
31-60 წუთი ბრძოლის დაწყებიდან,20 ქულა ყოველ წუთში
61-90 წუთი ბრძოლის დაწყებიდან,30 ქულა ყოველ წუთში
91-120 წუთი ბრძოლის დაწყებიდან,60 ქულა ყოველ წუთში
თუ ორივე მხარე დააგროვებს ერთდროულად 1800 ქულას,გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე რომელიც იცავდა თავის მიწას.

5.ბრძოლის მეთოდიკა ომში

შენ შეგიძლია იომო "FIGHT" ღილაკის დაჭერით

სანამ დაიწყებდე ომს აირჩიე რომელი იარაღით აპირებ ომს,იარაღის შეცვლა შეგიძლია ამ ღილაკით
როდესაც აირჩევ იარაღს შეგიძლია დააჭირო –ს .ბრძოლას გააგრძელებ იქამდე სანამ გაქვს ენერგია და საკვები მის აღსადგენად.

შენ შეგიძლია იომო მოკავშირე ქვეყნის მხარეს ტერიტორიის შეცვლის გარეშე,ხოლო თუ შენ გსურს იომო სხვა შენთვის სასურველ ქვეყანაში მაშინ უნდა გადახვიდე მის ტერიტორიაზე

თუ შენ გინდა აჯანყებას მიეხმარო,მაშინ უნდა გადახვიდე იმ მიწაზე სადაც ეს ბრძოლა მიმდინარეობს და აირჩიო მხარე რომლისკენაც იბრძოლებ .


6.საბრძოლო ბრძანებები

საბრძოლო ბრძანებები[Combat orders] ეს არის შემოთავაზებული ფული მებძოლეებისთვის, მიყენებული ზიანის სანაცვლოდ მათ საკეთილდღეოდ,ამ ბრძანების დადება ომზე შეუძლია სამხედრო ქვედანაყოფებს[Military unit].საერთოდ ეს დაფინანსება ისე ამ მეთოდიკით მუშაობს ,CC[ფულის ერთეული] მილიონი ზიანისთვის[damage]მტრისთვის.ჯილდოს ასაღებად უნდა დააჭიროთ ბრძანებას.



დამიფასეთ ნაშრომი და მიეცით გაზეთს Vote და Subrcibe.
იმედი მაქვს ტყუილა არ ვიწვალე და გამოგადგებათ ჩემი დაწერილი სტატია ბევრ მოთამაშეს.

Cadets' Military Academy –ს მოადგილე
United Georgian Party–ს პრეზიდენტი
=========== Georgian_wolf ===========