სავარჯიშო კონტრაქტები (training contracts)

Day 2,549, 01:59 Published in Georgia Georgia by CharlieArg
English version:
[MoE] Training Contracts - 50% and 90% Discounts
Training contracts. Why and when sign !




ბევრს აინტერესებს ინფორმაცია სავარჯიშო კონტრაქტებზე ვეცდები მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია. იმისთვის რომ ადვილად გასაგები იყოს უკვე უცხო ენაზე დაწერილი სტატიები გამოვიყენე.

ეხლა კი დავიწყოთ:





ალბათ შეგინიშნავთ რომ თვეში მინიმუმ ორჯერ ადმინისტრაცია გვთავაზობს 2 სახის კონტრაქტს :
50 %-იან ფასდაკლებას რომელიც 25 ოქრო ღირს და
90 %-იან ფასდაკლებას რომელიც 53 ოქრო ღირს.


ეს ფასდაკლება მოქმედებს ყოველდღიურად 1 თვის განმავლობაში სამივე ფასიან სავარჯიშოზე (როგორც იცით მეოთხე ანუ უფროსწორედ პირველი სავარჯიშო უფასოა)

როგორც ყველა მოთამაშეს შენც 4 სავარჯიშო გაგაჩნია.
- პირველი სავარჯიშო უფასოა და შეუძლია მოგცეს 5-დან 20 ძალამდე (5 ძალა თუ არ გაქვთ აწეული სავარჯიშოს დონე, 20 ძალა თუ ბოლომდე აწეული გაქვთ სავარჯიშოს დონე)
- მეორე სავარჯიშო რომელიც დღიურად ღირს 0.19 ოქრო და რომელსაც შეუძლია მოგცეს 2.5-დან 10 ძალამდე
- მესამე სავარჯიშო რომელიც ღირს 0.89 ოქრო და შეუძლია 5-დან 20 ძალამდე მოგცეს დღეში
- მეოთხე სავარჯიშო რომელიც 1.79 ოქრო ღირს და შეუძლია მოგცეს 10-დან 40 ძალამდე.



იმისდამიხედვით თუ რომელ დონეზე გაქვთ აწეული სავარჯიშოები და რომელ სავარჯიშოებს იყენებთ ყოველდღიურად, თქვენ შეგიძლიათ დღეში მოიმატოთ 5-დან (თუ მარტო პირველ სავარჯიშოს იყენებთ რომელიც არცერთ დონეზე არ აგიწევიათ) 90 ძალამდე (თუ ოთხივე სავარჯიშოს იყენებთ ბოლო დონემდე აწეულებს). თუ თქვენ ყველა სავარჯიშოს იყენებთ, მიუხედავად იმისა აწეული გაქვთ თუ არა დონეები ეს თქვენ დაგიჯდებათ 2.87 ოქრო დღეში.

ეხლა კი გამოვიანგარიშოთ ყველაფერი მათემატიკურად და მიხვდები შენთვის რომელი კონტრაქტია ყველაზე კარგი ან სულ უკონტრაქტოდ ვარჯიში ხომ არ ჯობია.

შენიშვნა: გაითვალისწინეთ რომ სუპერ მებრძოლის მედალი (5 ოქროს რო გაძლევთ ყოველ 250 ძალის მომატების შემდეგ) გათვალისწინებული იქნება გამოანგარიშებებში





შემთხვევა ნომერი 1
მარტო პირველ სავარჯიშოს თუ იყენებ.


შენი ვარჯიშის ღირებულება თვეში არის 0 ოქრო
დღეში 5-დან 20 ძალამდე იმატებ +1.8 ძალა დღეში 5 დღიან ბონუსს თუ ჩავთვლით (1+1+1+1+5=9/5=1.8 ძალა)
სუპერ ჯარისკაცის მედლის ასაღებად დაგჭირდება 11.47 დან 36.77 დღემდე იმის მიხედვით თუ რომელ დონეზე გაქ აწეული სავარჯიშო. თვეში მოიგებ 4.08 დან 13.08 ოქრომდე. ანუ თუ მაღალზე გაქვთ აწეული დონე უფრო ხშირ-ხშირად მოიგებთ მედალს ანუ მეტ ოქროს.

რადგან ვარჯიშის ღირებულება 0 ოქროა, არანაირი კონტრაქტი არაა საჭირო.





შემთხვევა ნომერი 2
თუ იყენებ პირველ და მეორე სავარჯიშოებს

იმისდამიუხედავად თუ რომელ დონეზეა აწეული სავარჯიშოები, დაგიჯდებათ 30 X 0.19 = 5.7 ოქრო თვეში
5 დღიანი ბონუსის ჩათვლით, დღეში მოიმატებ 9.3 დან 31.8 ძალამდე (ორივე სავარჯიშოთი). შეიძლება 0.12 ოქრომდე დაკარგო თვეში მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არცერთი სავარჯიშოს დონე არ გაქ აწეული. მაგრამ მოიგო 13.38 ოქრომდე თვეში თუ ორივე ბოლო დონემდე გაქ აწეული.

თუ 50 %-იან კონტრაქტს იყიდი, შენი დანახარჯი თვეში იქნება 30 X 0.095 = 2.85 ოქრო + 25 ოქრო (კონტრაქტის საფასური) = 27.85 ოქრო
თუ 90 %-იან კონტრაქტს იყიდი, თვეში დაგიჯდება 30 X 0.019 = 0.57 ოქრო + 53 ოქრო (კონტრაქტის საფასური) = 53.57 ოქრო

ყველა შემთხვევაში დაგეხარჯებათ 8.77-დან 22.27 ოქრომდე 50%-იანი კონტრაქტით
და 34.49 ოქროდან 47.99 ოქრომდე 90%-იანი კონტრაქტით.

საუკეთესო არჩევანია არ იყიდოთ არანაირი კონტრაქტი და იქონიოთ 13.38 ოქრო ყოველთვიურ შემოსავლად. (თუ ყველა დონე აწეულია რათქმაუნდა)




შემთხვევა ნომერი 3
პირველ, მეორე და მესამე სავარჯიშოებს თუ იყენებ


ამ სემთხვევაშიც სავარჯშოების დონის მიუხედავად დაგიჯდება 30 X 1.08 = 32.4 ოქრო თვეში
5 დღიანი ბონუსის ჩათვლით, მოიმატებ 14.3-დან 51.8 ძალამდე დღეში. თვეში დაკარგავ 1.32 ოქროდან (თუ ყველა სავარჯიშო ბოლო დონემდე გაქვთ აწეული) 23.82 ოქრომდე ( თუ არცერთი სავარჯიშო არ გაქვთ აწეული რომელიმე დონემდე) ეს ყველაფერი კონტრაქტის გარეშე.

50%-იანი კონტრაქტით დაგიჯდება 30 X 0.54 = 16.2 ოქრო + 25 ოქრო (კონტრაქტის საფასური) = 41.2 ოქრო. შენი სავარჯიშოების დონის მიხედვით დაკარგავ 10.12 ოქროდან 32.62 ოქრომდე თვეში

90%-იანი კონტარქტით დაგიჯდება 30 X 0.108 ოქრო = 0.324 ოქრო + 53 ოქრო (კონტრაქტის საფასური) = 53.324 ოქრო. შენი სავარჯიშოების დონის მიხედვით დაკარგავ 25.16 ოქროდან 47.66 ოქრომდე თვეში.

საუკეთესო გამოსავალი როგორც ხედავ უკონტრაქტოდ ვარჯიშია თუ პირველი მეორე და მესამე სავარჯიშოებს იყენებთ.




შემთხვევა ნომერი 4
იყენებ პირველ, მეორე და მეოთხე სავარჯიშოებს


სავარჯიშოების დონის მიუხედავად დაგიჯდება 30 X 1.98 = 59.4 ოქრო თვეში
5 დღიანი ბონუსის ჩათვლით მოიმატებ 19.3 დან 71.8 ძალამდე დღეში. დაკარგავ 16.32 ოქროდან (ყველა სავარჯიშო თუ ბოლო დონეზეა) 47.82 ოქრომდე (თუ არცერთი სავარჯიშო არ არის აწეული) ეს ყველაფერი 1 თვეში კონტრაქტის გარეშე.

50%-იანი კონტრაქტით დაგიჯდება 30 X 0.99 = 29.7 ოქრო + 25 ოქრო (კონტრაქტის საფასური) = 54.7 ოქრო. შენი სავარჯიშოების დონის მიხედვით დაკარგავ 11.62 ოქროდან 43.12 ოქრომდე თვეში.

90%-იანი კონტრაქტით, დაგიჯდება 30 X 0.198 = 5.94 ოქრო + 53 ოქრო (კონტრაქტის საფასური) = 58.94 ოქრო. შენი სავარჯიშოების დონის მიხედვით დაკარგავ 15.86 ოქროდან 47.36 ოქრომდე თვეში.


ასე რომ თუ იყენებ პირველ, მეორე და მეოთხე სავარჯიშოებს, საუკეთესო არჩევანი იქნება 50 %-იანი კონტრაქტის ყიდვა. 4.7 ოქროს გადაარჩენ.




შემთხვევა ნომერი 5
ყველა სავარჯიშოს თუ იყენებ


სავარჯიშოს დონის მიუხედავად დაგიჯდება 30 X 2.87 = 86.1 ოქრო თვეში
5 დღიანი ბონუსის ჩათვლით მოიგებ 24.3-დან 91.8 ძალამდე დღეში. დაკარგავ 31.02 ოქროდან (თუ ყველა სავარჯიშო ბოლო დონეზეა) 71.52 ოქრომდე ( თუ არცერთი სავარჯიშო არ არის აწეული) ეს ყველაფერი თვეში კონტრაქტის გარეშე.

50%-იანი კონტრაქტით დაგიჯდება 30 X 1.435 = 43.05 ოქრო + 25 ოქრო (კონტრაქტის საფასური) = 68.05 ოქრო. შენი სავარჯიშოების დონის მიხედვით დაკარგავ 12.97 ოქროდან 53.47 ოქრომდე თვეში.

90%-იანი კონტრაქტით დაგიჯდება 30 X 0.287 = 8.61 ოქრო + 53 ოქრო( კონტრაქტის საფასური) = 61.61 ოქრო. შენი სავარჯიშოების დონის მიხედვით დაკარგავ თვეში 6.53 ოქროდან 47.03 ოქრომდე.


ამ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანი 90 %-იანი კონტრაქტის ყიდვაა. თვეში 24.49 ოქროს დაზოგავ.




თუ ციფრებზე ალერგიული ხარ და ვერაფერი გაიგე, იცოდე რომ:

არ იყიდო არანაირი კონტრაქტი თუ:
- მარტო პირველ სავარჯიშოს ხმარობ
- პირველ და მეორე სავარჯიშოებს ხმარობ
- პირველ, მეორე და მესამე სავარჯიშოებს ხმარობ

იყიდე 50%-იანი კონტრაქტი თუ :
- პირველ, მეორე და მეოთხე სავარჯიშოებს ხმარობ.
- პირველ და მეოთხე სავარჯიშოებს ხმარობ

იყიდე 90%-იანი კონტრაქტი თუ:
- ყველა სავრჯიშოს ხმარობ



მე ამხელა სტატიის დაწერა არ დამეზარა შენთვის და გთხოვ შენც ნუ დაიზარებ პატარა კომენტარის დატოვებას და ბარემ მომაშორებინე ეს მისია. მადლობ წინასწარ.