☼ ეკონომიკა: სავაჭრო სპეკულაცია და სავალუტო პარადოქსი

Day 2,972, 03:19 Published in Georgia Bosnia and Herzegovina by W A R R I O R


მოგესალმებით გოგონებო და ბიჭუნებო :ვ

პირველ რიგში მინდა გაგანდოთ, რომ მოცემულ გაიდებს საკმაოდ დიდი დრო და ენერგია მიაქვს, ასე რომ იმედი მაქვს დამიფასებთ შრომას (თუ რა თქმა უნდა თქვენთვის ეს ყველაფერი საინტერესო და გამოსადეგია) და მცირედით, სტატიაზე ხმის მიცემით, სუბსკრაიბით და შემოწირულობით დამეხმარებით. ამითი გულსაც გამიხარებთ და გამიღრმავებთ სურვილს გვაგრძელო საგანმანათლებო გაიდები

ეს კი გახლავთ ჩემი მორიგი მცდელობა ჩვენ ემოსახლებას გავუზარდო ეკონომიკური განათლება :დ

მაშ ასე, თქვენს წინაშეა რიგით მეოთხე გაიდი. მოცემულ გაიდში ჩვენ ვისაუბრებთ სავალუტო პარადოქსზე, იმპორტზე, ექსპორტზე, სავაჭრო "სპეკულაციებზე" და კიდე რამოდენიმე საინტერესო ფაქტზე.



სავალუტო პარადოქსი

უჩვეულო ფუნქცია, მოფიქრებული ადმინების მიერ სავალუტო კურსთან მიმართებაში ოქროს კურსის შენარჩუნებისათვის. ამ იდეის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სავალუტო ბაზარი გახდა ერთიანი.

ადრე თამაშში ყველა ქვეყანას გააჩნდა თავისი ვალუტა და საკუთარი სავალუტო ბაზარი, სადაც ხდებოდა ერთი ვალუტის სხვა, უცხოურ ვალუტაზე გაცვლა. საკმაოდ ლოგიკური სისტემა გახლდათ, არ მეთანხმებით?
ადმინებმა კი ბევრი თუ ცოტა ფიქრის შემდეგ, გადაწყვიტეს გაეერთიანებინათ მთლიანი სავალუტო ბაზარი ერთ საერთო კანტორად, სადაც ოქრო გადაიცვლებოდა ნაციონალურ ვალუტაზე (CC) და პირიქით.

*CC - ნაციონალური ვალუტა (ინგ. country currency), ასევე საქართველოში მოიხსენიება როგორც "ცც" ან "ნვ"

მას შემდეგ თამაშში არსებობს მხოლოდ CC. ოღონდ ყველა ქვეყნისთვის CC_ს სხვადასხვა სახელი აქვს. ესაქართველოსთვის ეს არის ლარი, ეამერიკისთვის დოლარი, ერუსეთისთვის რუბლი და ა.შ. მაგრამ ეს ყველა არის ერთი და იგივე.
როდესაც თქვენ შეხვალთ სავალუტო ბაზარზე ცც იქნება იმ ქვეყნის, რომლის მოქალაქეც ბრძანდებით.
ნებისმიერი ქვეყნის სავაჭრო ბაზარზე შესვლისას პროდუქტების ფასს იხილავთ ლარებში, ან თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ბრძანდებით, მოცემული ქვეყნის ნაზიონალური ვალუტით.



იმპორტი

ეს ცნება ამ თამაშში არც ისე ღრმაა, როგორც თქვენ ელით. იმპორტიორი - არის ის ვინც ყიდულობს.

როდესაც თქვენ ცხოვრობთ ესაქართველოში და უცხოელი გამყიდველი გადაწყვეტს, რომ თავისი პროდუქტი გაყიდოს თქვენი ქვეყნის ბაზარზე - ეს რა თქმა უნდა იმპორტია.

მაგრამ თავად მყიდველისთვის განსხვება არაა იმაში, თუ ვისგან იყიდის იგი პროდუქტს, შინაურსგან თუ უცხოელი გამყიდველისგან.

მყიდველი იხდის თანხას, რომელსაც აწესებს გამყიდველი. აზრი არა აქვს თუ სადაური მოქალაქეობა გააჩნია მყიდველს.



ექსპორტი

ექსპორტიორი ეს არის მთავარი სუბიექტი საერთაშორისო ვაჭრობაში.
ის აწარმოებს, ის ყიდის, ის იხდის გადასახადებს! ამიტომ მოდით უფრო დეტალურად შევისწავლოთ ექსპორტიორი

იმისიათვის, რომ თქვენ შეძლოთ თქვენი პროდუქტის გაყიდვა უცხო ქვეყნის ბაზარზე, პირველ რიგში ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ ამ მოცემული ქვეყნის სავაჭრო ლიცენზია.
ლიცენზიების ყიდვა შესაძლებელია საცავის გვერდზე, გაყიდვის მოდულში.
თავდაპირველად თქვენ გეძლევათ იმ ქვეყნის ლიცენზია რომელი ქვეყნის მოქალაქედაც რეგისტრირდებით თამაშში. ახალი ლიცენზიის შესაძენად თქვენ უნდა გადაიხადოთ 20 ოქრო.

როდესაც თქვენ გამოგაქვთ პროდუქტი გასაყიდად, ფასის ქვემოთ მითითებულია შემდეგი - გადასახადი / ერთეული
ამ გადასახადში შედის დ.ღ.გ. და იმპორტის გადასახადი
თუ თქვენ ხართ ესაქართველოს მოქალაქე და გაქვთ ჩვენი ქვეყნის ლიცენზია, მაშინ ესაქართველოში პროდუქტის გაყიდვისას თქვენ არ ჩამოგეჭრებათ იმპორტის გადასახადი. ყველა სხვა შემთხვვაში იმპორტის გადასახადი გეჭრებათ.

მცირე შენიშვნა - როდესაც თქვენ ყიდით ლიცენზიით, გადასახადში შედის დღგ და იმპორტი იმ ქვეყნის რომელშიც თქვენ ყიდით. შესაბამისად, ეს მოჭრილი თანხაც იმავე ქვეყნის ბიუჯეტში გადადის.

უცხო ქვეყნის პროდუქტის ფასები შეგიძლიათ იხილოთ სავაჭრო ცენტრში, მარჯვენა ზედა კუთხეში სასურველი ქვეყნის არჩევისას.


მაგალითად:
ესაქართველოში ქ1 სახლის ფასი არის მინიმუმ 440 ლარი
დ.ღ.გ. სახლებზე ესაქართველოში არის 3%
მე მაქვს ბოსნია და ჰერცოგოვინას ლიცენზია
იქ ქ1 სახლი ღირს მინიმუმ 450 ლარი
დღგ_ს და იმპორტის გადასახადი ბოსნია და ჰერცოგოვინაში ორივე უდრის 1%_ს

თუ თქვენ გაყიდით ქ1 სახლს ბოსნია და ჰერცოგოვინაში მიიღებთ 450*(1-0,01-0,01)=441
თუ თქვენ გაყიდით ქ1 სახლს ესაქართველოში მიიღებთ 440*(1-0,03)=426,8
როგორც ხედავთ გაცილებით უკეთესია ბოსნია და ჰერცოგოვინაში ვაჭრობა ქ1 სახლზე, ვიდრე საქართველოში.

საკმარისი პირობა ექსპორტისგან მოგების მისაღებად




სავაჭრო სპეკულაციები

ნუ შეგეშინდებათ ამ სიტყვის, ეს საკმაოდ ლეგალური და კანონით მიღებული მოვლენაა. სპეკულაციაში აგრეთვე მოისაზრება ექსპორტის გარკვეული ტიპი.

ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია იყიდოს პროდუქტი ნებისმიერ ქვეყანაში, ჩვენდა საბედნიეროდ ყველა ფასები ლარებშია მითითებული და ვალუტის გაცვლა არ მოგვიწევს (სავალუტო პარადოქსი). ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია გადავიდეს სასურველ ქვეყანაში, იყიდოს იქ ის პროდუქტი რომელიც გაეხარდება და შემდეგ გაყიდოს ის საკუთარ ქვეყანაში.
სწორედ ეს უგულისხმება ამ საშინელ სიტყვაში - სპეკულაცია. ეს არის უბრალო თამაში პროდუქტის ფასებზე.

სპექულაციებით მოგება გამოიანგარიშება ნაციონალური და უცხოური ფასების სხვაობით.
ასევე ხარჯებში არ დაგავიწყდეთ საერთაშორისო გადაფრენებში გამოყენებული ბილეთების ფასების შეტანაც.


საკმარისი პირობა სპეკულაციით მოგების მისაღებად:


გაითვალისწინეთ, უცხო ქვეყნის ბაზარში თქვენ მოქმედებთ როგორც მყიდველი, ამიტომ დ.ღ.გ._ს არ იხდით. ხოლო ნაციონალურ ბაზარზე თქვენ უკვე მოქმედებთ როგორც გამყიდველი, ამიტომ დ.ღ.გ._ს იხდით.

პრაქტიკაში ტრადიციული ექსპორტი არ არის სარგებლიანი, რადგანაც ხელსაყრელი პირობები (გადასახადები,ფასების რეგულირება) ძალიან მცირეა და მოგებაც მიზერულია.

სპეკულაციური ვაჭრობა უფრო გავრცელებულია, რადგან ის გაცილებით მარტივია, საჭიროა უბრალოდ სხვადასხვა ქვეყნების ფასების შედარება და ფორმულით გამოთვლა. აგრეთვე ეს არ მოითხოვს ლიცენზიების ყიდვას და ოქროების ფლანგვას.



დღეისათვის სულ ეს იყო. დაელოდეთ შემდეგ გამოცემებს. 🙂
შემდეგ სტატიაში ვგეგმავ ვისაუბრო თამაშში ფულის შოვნაზე სხვადასხვა გზებით

გაიდების თანმიმდევრობა:
ეკონომიკა: კომპანიის მართვის საწყისები
ეკონომიკა: გადასახადები & ბიუჯეტი
ეკონომიკა: კომპანიები - განვითარება და წარმოება
☼ ეკონომიკა: სავაჭრო "სპეკულაცია" და სავალუტო პარადოქსი



Vote - Subscribe - Endorse არ დაიშუროთ 🙂

ო7 და ჰაკუნა მატატა 🙂