๐Ÿ“– [MOE] แƒ’แƒแƒœแƒแƒ—แƒšแƒ”แƒ‘แƒ˜แƒก แƒกแƒแƒ›แƒ˜แƒœแƒกแƒขแƒ แƒแƒก แƒ‘แƒ แƒ˜แƒคแƒ˜แƒœแƒ’แƒ˜ (+ แƒ™แƒแƒœแƒ™แƒฃแƒ แƒกแƒ˜โ˜ผ)

Day 2,996, 09:18 Published in Georgia Bosnia and Herzegovina by W A R R I O R


მოგესალმებით მეგობრებო! ახლებო და ძველებო 🙂

გადავწყვიტე ჩამეტარებინა პატარა ბრიფინგი, სადაც მოკლედ მოგიყვებოდით უკანასკნელი დღეების შესახებ.

☼ ასევე შემოგთავაზებთ პატარა კონკურსს, სპეციალურად ახალწვეულთათვის, რომლებიც დარეგისტრირდნენ ამ ერთი თვის მანძილზე.



პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით საკმაოდ წარმატებული Baby boom გამოდგა, ყოველ შემთხვევაში წინასთან შედარებით. რაც მთავარია ფრიად მომზადებულები შევხდით მას.

ამის გამო უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პრეზიდენტს Sebastian Vettell_ს იმისათვის, რომ მან თავისი სახსრებით გააკეთა რეკლამა ფეისბუქზე და მოიწვია ამდენი ხალხი. ამასთან ერთად იგი ამ დღეების განმავლობაში უზარმაზარი თანხებით გვეხმარებოდა ახალწვეულთა რესურსებით მომარაგებისათვის.

აგრეთვე დაუფასებელია ყველა იმ ადამიანის ღვაწლი, ვინც ეხმარებოდა ახალბედებს თამაშის მექანიკაში გარკვევაში. მიხარია რომ ვიყავი და ვარ იმ გუნდის წევრი, რომელიც ამ საქმით იყო დაკავებული:
Baristan Selmi - იგივე გამა 🙂 ჩვენი უმფროსი კომანდირი
Vanja Carica - ლაშა :3 ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კადეტების ჩათში 🙂
NikaGogola - სახელმა არ დაგაბნიოთ ეს ჩვენი ბატონი გიორგი გელოვანია და ჩემი მოადგილე 🙂
Grizzly021 - ბაჩო 🙂 მან ასევე შეგვიქმნა კადეტების ფორმა
W A R R I O R - ავთო თქვენი მონა-მორჩილი 😛

დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი სხვა მოთამაშე იყო ჩართული ამ საქმეში და ეხმარებოდა ახლაწვეულებს, ამისათვის დიდი მადლობა ყოველივე თქვენთაგანს! 🙂

არ ვიცი ადრე ბეიბი ბუმების დროს როგორი სიტუაცია იყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაკადი ერთ-ერთი საუკეთესოა!
ძალიან ბევრი გამოირჩეოდა დიდი აქტიურობით და ახლის გაგების სურვილით. ამასთან ერთად, ზოგიერთი მათგანი, სიტუაციაში გარკვევის შემდეგ, უკვე აქეთ ეხმარებოდა სხვებს შეძენილი ინფორმაციით.
ეს კი იმედს მაძლევს, რომ მომავალში დიდ წარმატებებს მივაღწევთ მათი დახმარებით 🙂


იყო რამოდენიმე ცუდი მომენტიც, რომელზეც არ მსურს საუბარი, უბრალოდ ერთს გეტყვით მეგობრებო, რომ ეს მხოლოდ თამაშია და ნუ იძაბებით და სხვებსაც ნუ ძაბავთ, ეცადეთ მიიღოთ მხოლოდ სიამოვნება თამაშისგან, მისი მთავარი დანიშნულება ხომ სწორედ ეგ არის 🙂



რაც შეეხება ჩემ სამინისტროს, მოგეხსენებათ 5 თებერვალს არის არჩევნები და ჩემი ამ პოსტზე ყოფნის დროც იწურება, განურჩევლად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს მე დიდი ალბათობით უარს ვიტყვი ახალ თანამდებობაზე. საქმე იმაშია, რომ საკმაოდ დიდი დრო და ენერგია მიაქვს ამ ყველაფერს და მირჩევნია დავთმო თანამდებობა, რადგან არ შემიძლია, რომ მეჭიროს საპასუხისმგებლო პოსტი და არაფერს ვაკეთებდე, ამის გამო პრობლემები მექმნებოდა სასწავლებელში... ამიტომ მივიღე ეგეთი გადაწყვეტილება, მაგრამ რო რამე მოადგილეობას შეიძლება გავწდე

არ მიყვარს თავის ქება, ამიტომ თქვენ მოგანდობთ ჩემი მინისტრობის შეფასებას, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს ჩემი პირველი მცდელობა იყო ხელისუფლებაში ყოფნის და თუ სადმე რამე შეცდომა დავუშვი წინასწარ გიხდით დიდ ბოდიშს ☻

ხო, კიდე დიდი მადლობა ყველას გუშინდელი გულშემატკივრობისთვიის 😃
ჩავაბარე გამოცდა და ჩემდა გასაკვირად კარგი ქულაც ამიღია 😃



ეხლა კი მივხედოთ კონკურს 🙂

კონკურსი მოცემული იქნება პატარა და მარტივი ტესტირების სახით.

ასე იმიტომ ვარჩიე, რომ ბოლოსდაბოლოს განათლების მინისტრი ვარ და არ იქნებოდა ჩემგან სწორი ახალბედების დაჯილდოვება მხოლოდ მათი სიძლიერის და ბრძოლისუნარიანობის გამოვლენით.
ჩემი მთავარი საზრუნავი ხო თქვენი განათლებაა :3

მაშ ასე, ტესტში იქნება 10 კითხვა, ოთხი სავარაუდო პასუხით.

ტეტსიტების დასაწყებად დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს



ის ვინც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გასცემს მიიღებს დიდ პრიზს ფულადი სახით

თუმცა დამარცხებული არავინ იქნება. ყველა მონაწილე მიიღებს რესურსებს საბრძოლველად და ენერგიის მოსამატებლად!

კონკურსი დამთავრდება სამ დღეში, ასე რომ იჩქარეთ!
გამარჯვებულების გამოვლენასთან ერთად, გამოქვეყნდება პასუხები თავისი ახსნა განმარტებებით.

კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 22 000 ₾არს. ასე რომ უსაჩუქროდ არავინ დარჩებით 🙂



ყველა ახალბედას მოვუწოდებ წაიკითხოს განათლების სამინისტროს
სასწავლო გაიდი დამწყებდათვის


სამინისტროს რამოდენიმე გაიდი (საგანმანათლებო სტატია) ეკონომიკის განხრით:
ეკონომიკა: კომპანიის მართვის საწყისები
ეკონომიკა: გადასახადები & ბიუჯეტი
ეკონომიკა: კომპანიები - განვითარება და წარმოება
ეკონომიკა: სავაჭრო "სპეკულაცია" და სავალუტო პარადოქსი

თამაშის ლექსიკონი (აბრევიატურები)
https://www.erepublik.com/es/article/-1344-2576755/1/20

აქ ყველაფერი საკმაოდ საინტერესოდ და რაც მთავარია მარტივად არის ახსნილი. კითხვების შემთხვევაში კი ყოველთვის შეგიძლიათ მომმართოთ

გისურვებთ წამატებას! საუკეთესო სურვილებით თქვენი მონა მორჩილი W A R R I O R



Vote - Subscribe - Endorse არ დაიშუროთ 🙂

ო7 და ჰაკუნა მატატა 🙂