๐Ÿ“– [MOE] แƒ’แƒแƒœแƒแƒ—แƒšแƒ”แƒ‘แƒ˜แƒก แƒกแƒแƒ›แƒ˜แƒœแƒกแƒขแƒ แƒแƒก แƒ‘แƒ แƒ˜แƒคแƒ˜แƒœแƒ’แƒ˜ (+ แƒ™แƒแƒœแƒ™แƒฃแƒ แƒกแƒ˜โ˜ผ)

Day 2,974, 12:11 Published in Georgia Bosnia and Herzegovina by W A R R I O R


მოგესალმებით ჩემო თანაeმოქალაქენო! 🙂

მე გახლავართ თქვენი ახალი განათლების მინისტრი!

იმედია არ ჩავფლავდები და ცოტათი მაინც შევძლებ ახალბედების თამაშის სხვადასხვა ნიუანსებში გარკვევას

მინდა, რომ რაც შეიძლება ნაყოფიერი გამოდგეს ჩემი მინისტრობა. ამაში კი დამეხმარება ჩემი მონა მორჩილი... მინდოდა მეთქვა ჩემი მარჯვენა ხელი და მოადგილე ბატონი გიორგი გელოვანი!
NikaGogola
ასევე რა თქმა უნდა საჭიროა თითოეული თქვენგანის აქტიურობა!



პირველ რიგში მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე გაიდი (საგანმანათლებო სტატია) ეკონომიკის განხრით:
ეკონომიკა: კომპანიის მართვის საწყისები
ეკონომიკა: გადასახადები & ბიუჯეტი
ეკონომიკა: კომპანიები - განვითარება და წარმოება
ეკონომიკა: სავაჭრო "სპეკულაცია" და სავალუტო პარადოქსი

აქ ყველაფერი საკმაოდ საინტერესოდ და რაც მთავარია მარტივად არის ახსნილი. კითხვების შემთხვევაში კი ყოველთვის შეგიძლიათ მომმართოთ

ეტაპობრივად გაიდების როდენობა გაიზრდება, ბოლოსკენ კი ვაპირებთ ყველა ერთ დოკუმენტში შევკრიბოთ და პრეზიდენტის მისასალმებელ წერილში ჩავაგდოთ!



ეხლა კი რაც შეეხება ჩემ გეგმებს, რასაც ვაპირებ რომ განვახორციელო ამ თვის განმავლობაში

• დაიწერება ახალი სასწავლო სტატიები (გაიდები).
• შემოგთავაზებთ ახალი სახის საინტერესო და სახალისო კონკურსებს. რომლებიც პირველ რიგში, სხვა კონკურსებთან შედარებით მიმართული იქნება მოთამაშეების ზოგადი განათლების ასაწევად (თამაშის განხრით).
• გადავდივარ კადეტების მუ_ში რათა გამოვაცოცხლო იქაურობა და მოვემზადოთ ბბ_სთვის (Baby boom) რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება მთავრობის მიერ.
• ჩამოვაყალიბებ ჯგუფს რომელიც ბბ_ს დროს ყველა დარეგისტრირებულ ახალწვეულთან დაიჭერს კონტაქტს, გაარკვევენ თამაშში, აუხსნიან რა და როგორ გააკეთონ. მოკლედ ვეცდებით რაც შეიძლება მეტი ახალი მოთამაშე შევინარჩუნოთ
• განაცხადი შევიტანე მენტორობაზე რათა უფრო მარტივად შევძლო ახალბედებთან კონტაქტი.

მოკლედ კიდე ბევრი სხვადასხვა გეგმები მაქვს და იმედია მათ უმრავლესობას მაინც პირნათლად შევასრულებ ☻ სამწუხაროთ შუა თვეში მეწყება გამოცდები და შესაძლოა ხშირად ვერ შემოვიდე მაგრამ უყურადღებოდ ნამდვილად არ დაგტოვებთ, აგრეთვე ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ ჩემს მოადგილეს



ეხლა კი რაც შეეხება კონკურს 🙂

ბევრს ვფიქრობდი სხვადასხვა სახის გათამაშებებზე, მინდოდა ისეთი რამ მომეწყო, რომ პირველ რიგში მოთამაშეების განათლებას შეუწყობდა ხელს და ასევე იქნებოდა სახალისო, კარგი პრიზებით!

ბოლოს გადავწყვიტე ჩამეტარებინა ტესტური გამოცდები, ოღონდ არ შეგეშინდეთ კითხვები რა თქმა უნდა არც მთლად მარტივი იქნება, თუმცა სახალისო და საინტერესო!



კონკურსში მონაწილეობის მისაღებათ თქვენი ძალა უნდა იყოს 1 500_ზე ნაკლები!

☼ ტესტის დასაწყებად გთხოვთ გადადით მოცემუმულ ლინკზე ☼

ბიუჯეტი შეადგენს 10 000 ₾არს
თანხა გადანაწილდება გამარჯვებულების რაოდენობის მიხედვით!

კონკურსი დამთავრდება 3 დღეში, თამაშის დროით 2 977 დღეს!








ყველას გისურვებთ წარმატებას! 🙂

Vote - Subscribe - Endorse არ დაიშუროთ

ო7 და ჰაკუნა მატატა 😁