[MOC] კულტურის სამინისტრო-ახალი კონკურსი კონკურსი

Day 2,976, 11:09 Published in Georgia Serbia by MORAL1994

მოგესალმებით ექართველებო, როგორც იცით რამდენიმე საათში 14 იანვარი, ანუ ძველით ახალი წელი დადგება და უკვე 15 იანვრისთვის ორკვირიანი საახალწლო ზეიმი დასრულდება. საქართველო ახალ წელს საკმაოდ მრავალფეროვანი ტრადიციებით აღნიშნავს, ხშირად ხდება რომ საახალწლო ტრადიციები ცალკეულ ოჯახებსაც კი აქვთ. საქართველოსა და მსოფლიოში დამკვიდრებული საახალწლო და საშობაო ტრადიციების გაცნობის შემდეგ, კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა ესაქართველოს მოსახლეობას ქართული საოჯახო ტრადიციები გააცნოს და ამ მიზნით ტარდება ახალი კონკურსი:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თქვენ უნდა დაწეროთ სტატია თქვენი ოჯახის საახალწლო ტრადიციების შესახებ, ანუ როგორ აღნიშნავს თქვენი ოჯახი შობა-ახალწელიწადს. რათქმაუნდა კარგი იქნება თუ სტატიას გააფორმებთ ფოტოებით, მაგალითად საკუთარი ნაძვისხის ფოტოთი.
აგრეთვე მიგვაჩნია, რომ კარგი იქნება თუ თქვენს სტატიებს ქართულთან ერთად უცხო ენაზეც შემოგვთავაზებთ. ეს არ არის მოთხოვნა, თუმცა თუ სტატია უცხო ენაზეც იქნება ნათარგმნი, ეს ფაქტი გადამწყვეტ როლს ითამაშებს გამარჯვებულის გამოვლენისას.

კონკურენციის გაზრდის მიზნით გადავწყვიტეთ, რომ ამ შემთხვევაში, მხოლოდ ორი გამარჯვებული გამოვლინდეს. პირველ და მეორე ადგილზე გასული მონაწილეები თანაბრად გაინაწილებენ 5000 ლარიან საპრიზო ფონდს, შესაბამისად თითოეულს 2500 ლარი შეხვდება.
სამინისტრო იმედოვნებს, რომ კონკურსში ბევრი მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას.

კულტურის სამინისტრო გილოცავთ ძველით ახალ წელს!

კულტურის სამინისტრო მუდამ ქართული კულტურისა და ინტერესების სადარაჟეზე!!!

სამშობლოს ერთ-ერთი ჯარისკაცი,სიკვდილამდე მისი ერთგული და იმის იქეთაც-მუხრანი შუბითიძე-MORAL1994

ასევე თავდადებული და გულმხურვალე პატრიუტები-GeorgiaN...EmperoR,W A R R I O R,ubralo me და H3Ctic-იცნობდეთ და პათივიეცით!!!