ე.დ.პ.-ცოტა რამ გეგმებზე II (მოვლენების ანალიზი)

Day 2,916, 10:41 Published in Georgia Georgia by J.Volandi



მოგესალმებით,

უპირველეს ყოვლისა,გადახედეთ საქართველოს განახლებულ გვერდს ვიკიპედიაზე.

შემდეგი საკითხი:

ახლოვდება 15 რიცხვი და პარტიული არჩევნების ციებ-ცხელება, სადაც მე ჩემს კანდიდატურას ვაყენებ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად .

უკვე 3 კვირაა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია აქტიურად ცდილობს დაიბრუნოს ადგილი ქართული პოლიტიკის სამზარეულოში, რასაც წარმატებით ვაკეთებთ და გავაკეთებთ კიდეც თუ მე დამიჭერთ მხარს. მადლობა მინდა გადავუხადო This is georgia-ს და პარტიის დანარჩენ წევრებს დაუღალავად მუშაობისთვის !

ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ 3 პროექტი,რომლებიც ჩვენი წევრების განვითარებაზე არის ორიენტირებული :

1. ყოველკვირეულად ვეხმარებით რესურსებით ჩვენს წევრებს:

ყოველ ორშაბათს პარტიის წევრებს ურიგდებათ საკვები და იარაღი,რომელიც მათ მთელი კვირის განმავლობაში უნდა ეყოთ.

რესურსების მისაღებად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ამ ბმულის მეშვეობით.

რესურსების დარიგების ამსხველი ცხრილი.

2. დასაქმება მაღალი ხელფასით:

ჩვენ ვთავაზობთ ჩვენი პარტიის წევრებს დასაქმდნენ Sebastian Vettel-თან და ამით დაეხმარონ ქართულ ეკონომიკას,ასევე მათი ხელფასები იმაზე დიდი იქნება,ვიდრე ნებისმიერ დამსაქმებელთან.

დასაქმდით Sebastian Vettel-ის მიერ გამოტანილ სამუშაოზე და ხელფასი გაგეზრდებათ 90 ლარამდე, თუ თქვენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ბრძანდებით.

*აქცია გაახლდება 17 რიცხვში Vettel_ის მიერ ექაუნთის გამოცვლის გამო.
ყველა დასაქმებული მიიღებთ კომპენსაციას 350 ლარის ოდენობით- დამიკავშირდით პმ.

3. სავარჯიშოების Upgrade:

ჩვენ ვეცდებით დაგეხმაროთ უფასო სავარჯიშო მოედნების დონის ამაღლებაში, რისთვისაც თანხას უპროცენტოდ გავიღებთ,შეძლებისდაგვარად.

დანარჩენი ჩათში განვიხილოთ :3 .

ეს პროგრამები აუცილებლად გაგრძელდება ჩემი პარტიის პრეზიდენტობის შემთხვევაში .



ჩვენი გუნდი ასეთი იქნება :


Vice-President- Ashmalaxa
Secretary General- Bobuu
Councillor- Vettel
Spokesman- This is Georgia


აქვე მოგიწოდებთ - გადმოდით ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში, ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი,რომელიც აუცილებლად იბრძოლებს შემდეგი კონგრესისა და საპრეზიდენტო არჩევნებზე,არ მოადუნებს მთავრობის ყურადღებას,იზრუნებს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეხსენებაზე და მათი შეცდომების გამოკვეთაზე.

ჩვენ ფეხს არავის დავუდებთ, მაგრამ მთავრობას არ დავინდობთ!

ასევე მინდა გამოვეხმაურო პარტიულ აქტიურობას, რესპუბლიკელების გარდა,ყველა თავის კუნჭულშია დამალული და არაფერს ამბობს, მათი აქტიურობაც კი მხოლოდ ხალხისთვის მათ პარტიაში შესვლის მოწოდებაში გამოიხატება და კონკრეტულს არაფერს გვთავაზობს.

გაეცანით დამატებითი ინფორმაციისთვის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალი სიცოცხლე

შენიშვნები მთავრობას

1.მოადგილეები?! ახალბედები?!
მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს,რომ არ მაქვს არანაირი ინფორმაცია საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეებზე(თავდაცვის სამინისტროს ცალკე შევეხები).
ეს ორი მექანიზმი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მიზანი,შესაბამისად, ამ სფეროს პროფესიონალების გაზრდა უნდა იყოს.
მოადგილე ადვილად ითვისებს ყველაფერს და კარგი მასწავლებლის შემთხვევაში 2-3 თვეში მზად იქნება ჩაიბაროს თანამდებობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

2.თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტროს მუშაობა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, დავიწყოთ იმით,რომ მინისტრი არის უცხოელი,რომელმაც არ იცის ჩვენი საკომუნიკაციო-ქართული-ენა , მას არ შეუძლია მხოლოდ Tengiz IV-ს დახმარებით წეროს სტატიები და გამოიჩინოს შესაბამისი უნარი-გაუძღვეს ამ მნიშვნელოვან სამინისტროს, მისი მოქმედებები უნდა იყოს ყველაზე შესამჩნევი, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ვისთვის იბრძოლონ და როდის იბრძოლონ, ამის შესახებ კი მათ ინფორმაციას არავინ აწვდის.

ასევე არ შემიძლია აღნიშვნის გარეშე დავტოვო ის,რომ თავდაცვის მინისტრის გამოქვეყნებული პირველი და ერთადერთი სტატია ვერ მოხვდა ტოპ 5 სტატიას შორის,რაც თავის თავად ძალიან ცუდია,მაგრამ მიხარია , რომ ასე დასრულდა ყველაფერი.
კერძოდ,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტატიაში არ იყო გამოყენებული ეროვნული ნიშნები და ბანერები, არამედ U.K.(გარეთიანებული სამეფოს) თავდაცვის სამინისტროს ღერბი და ბანერი, ეს მიუღებელია და შეურაცხყოფაა ყოველივე ქართულის მიმართ, მსგავსი მოქმედების გამო მინისტრი გადაყენებული უნდა იქნას.
ასევე ამ სტატიას არ გააჩნდა არანაირი განმანათლებრივი დატვირთვა, იგი არ იყო კონკრეტული და გამოკვეთილი მითითებებით.

თავდაცვის სამინისტროს ძველი და ახალი სტატიები ! თავად შეადარეთ .


თავდაცვის სამინისტროს შესახებ , Temsisi II-სა და NFG-ს დაპირებაში ხვდებით მსგავს რამეს:

◙ თავდაცვის სამინისტრო FB–ჯგუფის საშუალებით სწრაფად და ეფექტურად გასცემს ბრძანებებს.
◙ თავდაცვის სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელობით დაიწყება გერილას ბატალიონის ჩამოყალიბება.
◙ მებრძოლები მომარაგდებიან საჭირო შეიარაღებით.
◙ ვითამაშებთ ყველა MU_ს კომანდერთან კოორდინირებულად.

მთავრობამ დამისახელოს 1 პუნქტი,რომელიც მათი 1 კვირიანი მუშაობის შემდეგ შესრულდა.

როგორ უნდა შეასრულოს ეს პუნქტები უცხოელმა მოთამაშემ,რომელმაც არ იცის ქართული?!
ეს კითხვა დღემდე პასუხ-გაუცემელი რჩება!

3.სესხების პროგრამა
სესხების პროგრამა თავისთავად ძალიან კარგი და მისასალმებელია, მართალია სახელმწიფოს არ გააჩნია საკამრისი რესურსი ამ პროგრამის ათვისებისთვის,თუმცა ჩვენმა პრეზიდენტმა-გულანთებულმა პატრიოტმა Temsisi II-მ, გამოიჩინა დაფინანსების ინიციატივა,რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ მას,
თუმცა რაც შეეხება მენეჯმენტს:
ამ პროგრამის ფარგლებში შემიძლია მხოლოდ 1 ადამიანს ჩავუგე თავდებში-რაც,ჩემი აზრით,ყოველგვარ აზრს არის მოკლებული, მე მინდოდა ჩემი პარტიის ყველა წევრის,რომელიც მოითხოვდა სესხს, თავდებში ჩავმდგარიყავი,მაგრამ უარი მითხრეს,რაც გაუმართლებელია. არ არის იმდენი ძლიერი მოთამაშე,რომელიც შეძლებს ყველა ახალბედას მოთხოვნის დაკმაყოფილებას,ახალბედას კი ახალბედა ვერ დაუდგება თავდებში.
ეს არ არის კერძო პროგრამა,ეს ხორციელდება Temsisi II-ს დაფინანსებით , მაგრამ სახელმწიფოს სახელით!

4. კადეტები
ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო საბას,Dangle-ს.
მისი ინფორმაციის არავინ მთავრობიდან არ ჩადგომია კადეტების სამხედრო აკადემიას სათავეში, რაც წესით განათლების მინისტრის მოვალეობაა, მალე მიხედოს მთავრობამ ამ პრობლემას და კადეტებს!

სხვა დაპირებებზე 2 კვირაში ვილაპარაკოთ, ჯერ ვაცალოთ მთავრობას.

გამოხატეთ თქვენი აზრი ! იქნებ ასე მაინც ვაიძულოთ მთავრობა,შეასრულოს თავისი მოვალეობა !

---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ერთად შევქმნათ საქართველოს უკეთესი მომავალი!!! ---- ---- ---- ---- ---- ---- ----
---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ----შემოგვიერთდი! ჩვენ შენ გვჭირდები! ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ----

წინა სტატიები:
ე.დ.პ - გზა უკეთესი მომავლისკენ
ე.დ.პ - კონგრესმენობის კანდიდატები
ე.დ.პ - კონგრესში
ე.დ.პ.-ცოტა რამ გეგმებზე
ე.დ.პ. - მიეცით ნიჭსა გზა ფართო
ე.დ.პ.- The New Prologue- ვაგებთ,მაგრამ უფრო გავძლიერდებით
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალი სიცოცხლე


ჩვენი და გაერთიანებული ქართული პარტიის ჩათრუმი :

[[ ე.დ.პ.-უ.გ.პ.-ს ჩათრუმი - chat.mibbit.com - Server : Rizon - #ugpedp
პირდაპირი ლინკი ]]