ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალი სიცოცხლე

Day 2,910, 12:16 Published in Georgia Georgia by J.Volandi



მოკლედ, მინდა ჩემი მოსაზრება გამოვხატო აწ უკვე ახალი ხელისუფლების მიმართ.
როგორც დაინახავდით, სამინისტროებში ახალ სახეებს ვხედავთ, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ცუდისკენ მიდის.

მე ჩემი ქვეყნის განვითარება მინდა, თუმცა არ შემიძლია არ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ამ,საწყის,ეტაპზე .
არავინ იცით,როგორ იმუშავებს ეს გუნდი,არავინ იცით-რა მოხდება,მაგრამ მოდი რეალურად ვიმსჯელოთ და შევაფასოთ სიტუაცია.


პრემიერ მინისტრი:

Tengiz IV- ამ ადამიანმა წინა თვეს სრული ნდობა მიიღო პრეზიდენტისგან , იკისრა განათლების მინისტრის დიდი პასუხისმგებლობა და მისგან ერთი სიტყვაც არ გაგვიგია,მხოლოდ ბოლო პერიოდში,როდესაც არჩევნები კარს მოგვადგა, ორიოდე სიტყვა გადმოაგდო ამ ხელისუფლების გამარჯვებასა და დიად მომავალზე.
მისმა უპასუხისმგებლო საქციელმა დააზარალა განათლების სამინისტროს იმიჯი,ასევე თენგიზისადმი ნდობა, იგი ჩემს მხარდაჭერას არ იმსახურებს,მიუხედავად იმისა,იქნება იგი ჰიპერაქტიული და წარმატებული მინისტრი თუ მაჩანჩალა ხელისუფალი.

თავდაცვის სამინისტრო:

Uncrowned King-როგორც გავიგე ამ ადამიანის პოზიცია სატესტოა,თუმცა გვიღირს კი,რომ თავდაცვის სამინისტრო ჩავაბაროთ უცხოელს, რადგან ეს არ არის საგარეო საქმეთა სამინისტრო,რომელიც შეიძლება უცხოელმა მართოს და შემდეგ შემოგვთავაზონ თარგმანი ა.შ.
ეს პოზიცია მოითხოვს მუდმივ კონტაქტს ხალხთან,მოითხოვს, რომ მინისტრმა იზრუნოს,როგორც ბრძანებების სწორად და დროულად გავრცელებაზე, ასევე მოსახლეობის განათლებასა და ინფორმირებულობაზე.

თავად იმსჯელეთ ამ თემაზე.

ეკონომიკის მინისტრი:

This is Georgia-ლუკა ჩემი პარტიელი და ჩემი აქტიური თანამებრძოლი იქნება ამ თვეების განმავლობაში, ჩვენი ურთიერთობა ჯერ კიდევ იწყება, თუმცა მისი მოწადინებულობა აღნიშვნასა და ქებას იმსახურებს, ძლიერსა ამა ქვეყნისასათ შეეძლოთ მისთვის მინისტრის მოადგილის კანდიდატურის შერჩევა,რათა მას უფრო მეტი გამოცდილება დაეგროვებინა და შემდეგ უკვე მომავალ თვეებში შესდგომოდა მინისტრის საქმიანობას.

ეკონომიკის სფეროში გამოუცდელი ადამიანის მინისტრად დანიშვნა, ჩემი აზრით, არ არის სწორი გადაწყვეტილება, ამან შეიძლება დააზიანოს თავად ლუკას იმიჯი და მონდომება.
ვურჩევ მთავრობას,რომ იგი გადაიყვანონ მინისტრის მოადგილედ, მას მისცენ საშუალება ისწავლოს ეს სფერო, განვითარდეს და შემდგომ აიღოს ამხელა პასუხისმგებლობა.
იმედია ლუკა ცუდად არ გაიგებს ჩემს ნათქვამს.

მინდა გამოვხატო წუხილი,რომ მიუხედავად იმისა,რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე 3 პარტიის კოალიციამ გაიმარჯვა,რომლებმაც ჯამში 59 ხმა მოაგროვეს და 100 წევრამდე ჰყავთ, მაინც ხდება ამ პარტიების წევრების უგულვებელყოფა და თანამდებობებზე ჩვენი კოალიციის წევრების დანიშვნა.

ეს ჩემთვის როგორც მისასალმებელი,ასევე სამწუხაროა.
რადგან ვხედავ რაოდენ საჭირონი არიან ჩემი თანამებრძოლები,ასევე როგორი გამოუცდელები და მართვისთვის მოუმზადებლები შეიძლება იყვნენ გამარჯვებული პარტიების ახლანდელი წევრები, რადგან მინისტრები ისევ ჩვენი პარტიებიდან,კერძოდ გაერთიანებული ქართული პარტიიდან და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიებიდან ინიშნებიან.

ეს არის ჩემი წუხილი,გამოხატული ამ სტატიის სახით, მინდა რომ არაფერი ისე არ წავიდეს,როგორც ვვარაუდობ, ყველაფერი დალაგებულად და აწონ-დაწონილად წარიმართოს, მხოლოდ იმაზე ფიქრი,რომ არაფერი გაფუჭდება,თუ ასე გავანაწილებთ თანამდებობებს, არაფერს ნიშნავს, უმჯობესია მიზანი იყოს წარმატება და არა ერთ დონეზე დადგომა.

წარმატებას და კარგ ოპონირებას ვუსურვებ დღევანდელ მთავრობას.

ასევე მინდა მოვუწოდო ჩვენი და სხვა პარტიების კონგრესმენებს იაქტიურონ და სერიოზულად მოეკიდონ კანონებს,ასევე უცხო მოქალაქეების ქვეყანაში შემოშვებას.



საპრეზიენტო არჩევნების უკან ჩამოტოვების შემდეგ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია კონგრესის არჩევნებზე ფოკუსირდება და ვაპირებთ საკმაოდ კარგად მოვემზადოთ ბრძოლისთვის.

ბევრს აღარ გავატრაკებ ჩვენ შთამბეჭდავობზე ლაპარაკით, ეს ისედაც უკვე იცით xD, ვინც არ იცით, შემოდით და აღივსეთ იმ სულიერი სიდიადით,რომელიც ამ პარტიის თანმდევია შექმნის დღიდან.

ნუ,რაც,ალბათ, დაგაინტერესებთ არის ის,რომ ჩვენ ვაპირებთ განვავითაროთ როგორც ჩვენი პარტია,ასევე ამ გზით ჩავერთოთ ქვეყნის ეკონომიკურად მოძლიერებაში.

ჩვენი ძველი პროგრამა კვლავ ძალაშია!

ე.დ.პ.
ე.დ.პ. აგრძელებს პროგრამას,რომელიც გამიზნული იქნება მისი წევრების რესურსებით მომარაგებაზე და მათ გაძლიერებაზე.
რათა ყოველ კვირეულად მიიღოთ რესურსი, შეავსეთ ეს აპლიკაცია.
ყველა დარეგისტრირებულ ე.დ.პ.-ს წევრს ყოველი კვირის დასაწყისში გადაეცემა იარაღი და საკვები,თავისი მოთხოვნილებების შესაბამისად.


ამავე დროს, მე და გიომ(Vettel)-მა გადვწყვიტეთ,რომ ვინც Vettel-თან დასაქმდება სამუშაოზე და იქნება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი,ხელფასი გაეზრდება 90 ლარამდე,რაც იმაზე გაცილებით მეტია,ვიდრე მსოფლიოში არსებული სტანდარტი.

გიო მოკლე ვადაში განათავსებს თავის განცხადებას Job Market-ზე სადაც შეძლებთ დასაქმდეთ .

თქვენ გვეხმარებით ჩვენ
ჩვენ გვეხმარებით თქვენ
ერთად ვეხმარებით საქართველოს!

ასევე მე ვაპირებ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭის ყრას, მხარი დამიჭირეთ მე .



ჩვენი გუნდი ასეთი იქნება :
Vice-President- Ashmalaxa
Secretary General- Bobuu
Councillor- Vettel
Spokesman- This is Georgia

ეს თანამდებობები უბრალო ბუტაფორია არ იქნება, ყველას თავისი დანიშნულება და მოვალეობა ექნება .


Vettel და Bobuu
დაკავდებიან საჭირბოროტო საკითხების განხილვისას დამატებითი რჩევების მოცემით და იმუშავებენ შემდეგ პროექტებზე.

This is Georgia - აწ უკვე ე.დ.პ.-ს წევრი და ქართველი დემოკრატების ყოფილი პრეზიდენტი, იმუშავებს სტატიების მოდიფიკაციაზე,გამოქვეყნებაზე და მისი საუკეთესო მდგომარეობით წარდგენაზე.იქნება ჩემი მარჯვენა ხელი და ერთად განვიხილავთ ჩვენთვის საინტერესო იდეებს.

Ashmalaxa - იქნება ჩემი დამხმარე ნებისმიერ საკითხში,რომელიც ეხება ახალი ხალხის მოძიებას, შემოსვლას, და მათთვის სხვადასხვა პირობის შეთავაზებას.
ასევე ჩემი არ ყოფნის შემთხვევაში სწორედ მასთან მოგიწევთ დაკავშირება.


---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ერთად შევქმნათ საქართველოს უკეთესი მომავალი!!! ---- ---- ---- ---- ---- ---- ----
---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ----შემოგვიერთდი! ჩვენ შენ გვჭირდები! ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ----

წინა სტატიები:
ე.დ.პ - გზა უკეთესი მომავლისკენ
ე.დ.პ - კონგრესმენობის კანდიდატები
ე.დ.პ - კონგრესში
ე.დ.პ.-ცოტა რამ გეგმებზე
ე.დ.პ. - მიეცით ნიჭსა გზა ფართო
ე.დ.პ.- The New Prologue- ვაგებთ,მაგრამ უფრო გავძლიერდებით


ჩვენი და გაერთიანებული ქართული პარტიის ჩათრუმი :

[[ ე.დ.პ.-უ.გ.პ.-ს ჩათრუმი - chat.mibbit.com - Server : Rizon - #ugpedp
პირდაპირი ლინკი ]]