ე.დ.პ - კონგრესმენობის კანდიდატები

Day 2,895, 17:11 Published in Georgia Georgia by J.Volandi



მოგესალმებით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სახელით.
დღეს იმართება კონგრესის არჩევნები,სადაც ჩვენ დიდი ხნის პაუზის შემდეგ დავბრუნდით.
მინდა გაგაცნოთ, ვინ წარადგენს ჩვენს პარტიას არჩევნებზე ამ თვეში.



1. ბობუ (Bobuuu)

ესაქართველოს ნამდვილი მეგობარი და ჩვენი პარტიის უცვლელი წევრი თითქმის 1 წლის მანძილზე. ეროვნებით ბულგარელი,მაგრამ საქართველოსთვის თავდადებული ადამიანი.ე.დ.პ.-ს ბურჯი და ქვაკუთხედი.

ჩვენ ყოველთვის ვენდობოდით ბობუს და მასაც არასდროს გაუცრუებია ჩვენთვის იმედი, რასაც მისი პარტიის პრეზიდენტობა მოწმობს. თქვენ შეგიძლიათ ხმა მისცეთ პირადად მას!

2.თემო (R.P.McMurphy A.k.a. კაატინგა)

ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ადამიანი ესაქართველოს გამოცდილ ადამიანთა შორის, მის მიღწევებში შეიძლება შევიყვანოთ 2გზის პრეზიდენტობა,საქართველოში დიქტატურის დამყარება(მინისტრობები მეზარება), მრავალი პოლიტიკური ომი რესპუბლიკელებსა და ჯიმისთან, განხეთქილებები ეპოლიტიკურ სივრცეში, დაუოკებელი სურვილი საქართველოს წინ წაწევისა,რეალობის აღქმის საოცარი ნიჭი, სამხედრო ოსტატობის უბადლო ცოდნა,გერილას მამობა და ახალბედების მარჩენლობა,თურქეთში გაქცევა,ყველას მაწყევრობა და მლოცველობა ,დაჯმის დიდოსტატობა, თავისი საქმის კუსტურიცობა და კავსაძეობა, გივი ბერიკაშვილობა და სპარტაკ ბაღაშვილობა,იგი არის მომხიბლავობის ეტალონი,ძეხვი და ხახვი,პირდაპირობის საოცარი მაგალითი,პლატოს „ტრუსიკის“ ძმაკაცი და მისაბაძი ადამიანი .
მისი სახით ესაქართველოს ნამდვილად გამოცდილი და პატრიოტი კონგრესმენი ეყოლება.
ზიანი დაახლოებით ორი თვის განმავლობაში


3.ლუკა(Luka Koberidze)

ადამიანი,რომელსაც ტრაკის განძრევა არ ეზარება, ქურდების თხოვნაზე თვალანთებული და სიგარეტზე მორბენალი, სტატიების წერის ნიჭით დაჯილდოებული,დაფარული ცინიზმის და უარყოფის ესაქართველოს პრაქტიკაში შემომტანი,წყლიდან მშრალად ამოსული,ინტგრიგის ჩამგდები და მეგობრების გადამგდები,მედროვე და ორპირი, ორმაგი სტანდარტებით მოთამაშე და 6-მაგი აგენტი, პლატოს მონა და ლანას საყვარელი, თემოს შიკრიკი,ფეტელის დამქაში,ჯანგოს ძმა და ცხოვრება,„ზეროს“ კოკა-კოლა, ნუგოს მწვალებელი, თენგიზის ეკონომიკის მასწავლებელი და ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა...

...ბოლოს, პრეზიდენტი,მოფა,მოდ,მოე,მოც,იტოგში ყველანაირი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების მქონე ადამიანი,რომელიც თქვენს აზრს მთავრობამდე მიიტანს .

4.გიო (Vettel)

ყველაზე წმინდა და სათნო ადამიანი ვინც კი აქ შეგხვდებათ,Tomas-ზე ბუნჩულა დიქტატორი, 3გზის მასონი და 4 გზის პრეზიდენტი,კორიდის რისხვა და Wild Owl_ის ქვეყანაში მრეცხავი, მაზდას დილერი და ბენჟამინ ფრანკლინის მონა, ბომბების კომბლე, ლომთან ცხვარი და ცხვართანაც ცხვარი,არც იგია ამერიკელი, ისიც ბედკრული საქართველოს ნამდვილი შვილია.

გიო-ზე ზედმეტი საუბარი მკრეხელობაა, მასზე ცოტა უნდა ითქვას და ცოტა უნდა თქვას მან, ჩუმად საქმის მკეთებელი და თქვენი მონა-მორჩილი,დიდი წარდგენა მას არ სჭირდება.

5.გიზო(Per Os)

ბევრი,ალბათ, იცნობთ მას, ალალი გულის პატრონი გიზო ჩვენს რიგებს შემოუერთდა და კონგრესის არჩევნებზე იასპარეზებს.
ადამიანი,რომელიც Power Packs იქამდე ყიდულობს,სანამ გამოჩნდება.
ადამიანი,რომელსაც უყვარს პური და ლეღვის მურაბა(ერთად).
ადამიანი,რომელმაც იცის რა არის გეოდეზია.
ადამიანი,რომელიც ცოდნით თემოს ჯობნის და ბობუს ექიშპება.
ადამიანი შუბი და ფარი და ფარი შუბზე და შუბი ფარზე.
ადამიანი,რომელმაც იცის,როგორ უნდა შემოატრიალოს ცუდი სიტუაციები თავის სასიკეთოდ, აფერისტობის მამა და სათნოების შუმახერი.
ღამით მწეველი და დღისით მყვინთავი.

მოკლედ, მასთან ერთად თქვენი ოცნებები კვლავ ოცნებებად დარჩება,თუმცა ნუ დაიბნევით, ხმა მიეცით საქართველოს გიზოსეურ ხედვას!

6.Ashmalaxa(Ashmalaxa) ;d
Mr.ლატარია და არა ვსჭამოთ პურიიი?!
ამდენ ხმის აღების იმედი არ მაქვს... :დ
მაგრამ , გაიცანით აშმალახაა!
ე.დ.პ.




აქვე შემოგთავაზებთ აქციას:

მოთამაშე,რომელიც ე.დ.პ.-ში გადმოიყვანს 5 სხვა მოთამაშეს,მინიმუმ 1 თვით გაჩერდება ჩვენთან გადაეცემა 10,000 ლარი. ძალიან ადვილად შემიძლია შევამოწმო რამე მახინდრობას ექნება თუ არა ადგილი, ამიტომ წესივრად შეგიძლიათ გააკეთოთ ეს.
თითოეულ გადმოსულ მოთამაშეს გადაეცემა რესურსი საბრძოლველად.
თუ ამ პროექტში ჩართვა გადაწყვიტეთ და,თქვენი აზრით,შეასრულეთ ყველა მოთხოვნა,შეავსეთ ფორმა.

შესაბამისი ფორმა
ე.დ.პ.
ასევე ე.დ.პ. იწყებს პროგრამას,რომელიც გამიზნული იქნება მისი წევრების რესურსებით მომარაგებაზე.
რათა ყოველ კვირეულად მიიღოთ რესურსი, შეავსეთ ეს აპლიკაცია.
ყველა დარეგისტრირებულ ე.დ.პ.-ს წევრს ყოველი კვირის დასაწყისში გადაეცემა იარაღი და საკვები,თავისი მოთხოვნილებების შესაბამისად.

ე.დ.პ.

საკონტაქტო პირები:

Vettel

R.P.McMurphy
Luka Koberidze


---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ----ყველა ხმა მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის ! ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ----
---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ხმა მიეცით საქართველოს უკეთეს მომავალს!!! ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ----