ე.დ.პ.- The New Prologue- ვაგებთ,მაგრამ უფრო გავძლიერდებით

Day 2,907, 08:10 Published in Georgia Georgia by J.Volandi

ჯერ 1, უბრალოდ მაინტერსებს,ვინმე დაგსპამეს?!

მოკლედ, აქ საკითხავი უკვე აღარაფერია, ვის რამდენი ხმაც არ უნდა მოაკლდეს, ე.დ.პ.-ს კანდიდატმა არჩევნები წააგო, თემო,ალბათ,იტყვის თავის სიტყვას,მაგრამ მე ჩემს თანამოაზრეებს მინდა მივმართო.
ასევე გაერთიანებულ ქართულ პარტიას,რომელთან ერთადაც ჩვენ გავიმყარებთ პოზიციას.
ჩვენ ვაღიარებთ დამარცხებას და ვულოცავთ გამარჯვებას თემო II_ს,რაც თავიდანვე სავარაუდოდ ნათელიც იყო.

დაიწყო ძალიან ცუდი ლაპარაკები, რაც დაუშვებელია,ჩემი აზრით.-

არაფერის ახსნა არ დაიწყოთ , შეუგნებელს არ ელაპარაკებიან ზოგადად და ვიღაცის ხუშტურების გამო და ვიღაც ბნელი შეხედულების გამო აქ რამის დაწყება ყლეობაა ,სულ მცირე.
ადრე იყვნენ ადამიანები,რომლებთანაც პოლემიკაში შესვლა მათი მხრიდანაც ემყარებოდა არგუმენტირებულ მსჯელობას,სამწუხაროდ მათ ქუდი დაიხურეს და წავიდნენ.
ვნახოთ შემდეგი თვე რას შემოგვთავაზებს!

ადამიანი,რომელიც ამბობს,რომ პოლიტიკური დაპირისპირების გამო მოთამაშე არ რჩება თამაშში,ამიტომ ვერ ვვითარდებით და რომელიღაც აბსტრაქტულ ბოღმასა და შურზე ლაპარაკობს, აშკარად ვერ აზროვნებს ამ თამაშის ფარგლებში,დანარჩენში ხელი მოუმართოს ღმერთმა, ჩვენი საკითხავი ეგ აღარაა,ეს ჩემი პირადი აზრია და თუ იგი არ მეთანხმება შეუძლია ცივი წყალი დალიოს ან სიგარეტი მოწიოს და ყავა დააყოლოს.

ერთობა ვიცი მე სწორად დაგეგმილ (და არა რომელიღაცის ახირებულ) სამხედრო კამპანიაში, და არა შიდა პოლიტიკურ სივრცეში.

ცოდვები...

წავაგოთ ფეოლა და რომ ვაგებთ ეგეც ჩვენი ბრალია, უხსენებელს,რომელმაც თავის თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღო და მახათი ეჭირა ხელში 30 დღე, რომ ვალაპარებთ, ჩვენ ვართ მოსაკლავები და არა ის.

ჩვენ ვერ გავანაწილეთ ჩვენი რესურსი და არა მათ.

ჩვენ წავაგეთ არჩევნები და არა მათ მოიგეს.
მე ამას ყველანაირი კარგი ან ცუდი განზრახვის გარეშე ვამბობ,ეს რეალობაა.

არ მაინტერესებს ვინ ვისი და როგორი კამპანიით და როგოორი დაპირებით,თუ დაპირების გარეშე მოიპოვა ხმა, ჩვენ ვიცით ვინ ვართ, ჩვენ ვიცით საიდან მოვდივართ და სად წავალთ.

აქვე მინდა განვაცხადო,რომ ერთხელ დავუშვი შეცდომა და კოალიციურ მთავრობაში შევედი, როდესაც მოვკალი საკუთარი პარტია, ამას მეორედ არ გავაკეთებ.

ჩვენს ისტორიაში იწყება ახალი ხანა,როდესაც ხელისუფლებიდან ვინაცვლებთ ოპოზიციაში და ვინც ამ გზაზე გამოგვყვება-დავაფასებ,ვინც არა საერთოდ გავიდეს პარტიიდან,თუ ასე სურს.

ცოტა ვართ თუ ბევრი , გვაქვს ჩვენი პრინციპები,რომლის მიხედვითაც ვხელმძღვანელობდით დიდი ხნის მანძილზე. ასე ვმართავდით და როცა იქნება ასევე ვმართავთ.

გამარჯვებულ კანდიდატსა და მის მთავრობას რაც შეეხება, ჩემთვის სულ ერთია თემო იქნება თავში თუ ვინმე სხვა,ის მართავს თუ სხვას მიანდობს მართვას, სულ რომ ჩემი მეგობარი იყოს რომელიმე მინისტრად, გპირდებით კარგ ოპონირებას .

ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული და საღი აზრის მქონე ოპოზიციური ძალა,რომელიც შეეცდება შემდეგი არჩევნები თავის სასარგებლოდ შემოატრიალოს.


შემდეგ მოდ-ს გადავაბარებ მთლიან ინფორმაციას კონკურსის შესახებ

ჩვენ ისევ ვიტყვით :
-მოვიგეთ,ფეოლა!
-გაგიჭირდებოდათ...

Bobuu-s Gonna Fight !!!

ექს-სისხლისმსმელები მარცხნივ იხრებიან!
მანტექსა და ჯიმი დააბრუნეთ ბლიად !
ესენი ვინ ყოფილან ;დ


მადლობა,იმედია საკრიტიკო არაფერი მექნება ახალი მთავრობის მიმართ და მათ გადაწყვეტილებებისთვის ბოიკოტის გამოცხადება არ მომიწევს.

წარმატებას გისურვებთ ყველას.

ჭირი იქა,ლხინი აქა .
სექტა თვისით დაიშალა.

ჩვენი პროგრამა კვლავ ძალაშია!

ე.დ.პ.
ე.დ.პ. აგრძელებს პროგრამას,რომელიც გამიზნული იქნება მისი წევრების რესურსებით მომარაგებაზე და მათ გაძლიერებაზე.
რათა ყოველ კვირეულად მიიღოთ რესურსი, შეავსეთ ეს აპლიკაცია.
ყველა დარეგისტრირებულ ე.დ.პ.-ს წევრს ყოველი კვირის დასაწყისში გადაეცემა იარაღი და საკვები,თავისი მოთხოვნილებების შესაბამისად.

ეს არის ჩვენი ფორმა, რომელსაც დაინტერესებული პირებისთვის აქვე წარვადგენ


ე.დ.პ.
საკონტაქტო პირები:

Vettel

Luka Koberidze

---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ერთად შევქმნათ საქართველოს უკეთესი მომავალი!!! ---- ---- ---- ---- ---- ---- ----
---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ----შემოგვიერთდი! ჩვენ შენ გვჭირდები! ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ----

წინა სტატიები:
ე.დ.პ - გზა უკეთესი მომავლისკენ
ე.დ.პ - კონგრესმენობის კანდიდატები
ე.დ.პ - კონგრესში
ე.დ.პ.-ცოტა რამ გეგმებზე
ე.დ.პ. - მიეცით ნიჭსა გზა ფართო

ჩვენი და გაერთიანებული ქართული პარტიის ჩათრუმი :

[[ ე.დ.პ.-უ.გ.პ.-ს ჩათრუმი - chat.mibbit.com - Server : Rizon - #ugpedp
პირდაპირი ლინკი ]]