[MOC] _ ინტერვიუები! #16

Day 2,907, 07:01 Published in Georgia Georgia by Ministry Of Culture eGeorgia

მოგესალმებით დღევანდელ ნომერში შემოგთავაზებთ ინტერვიუს Luka Koberidze-სთან და R.P.McMurphy-სთან.
ინტერვიუ Luka Koberidze-სთან:

1.როგორ შეაფასებდით საპრეზიდენტო კანდიდატებს და რომელ მათგანს მიიჩნევთ სერიოზულ ძალად?
ჩემი აზრით ნუგო(Bingo o) და Specko ვერ ჩაერთვებიან სერიოზულ ბრძოლაში, Specko-ზე ბევრი არაფერი ვიცი, თუმცა ჩემი აზრით იგი ვერ შეძლებს საინტერესო ბრძოლის შეთავაზებას არჩევნებისთვის, მაგრამ კარგი იქნებოდა საპირისპირო მომხდარიყო, ვნახოთ რას შესთავაზებს ის და მისი პარტია ქართულ პოლიტიკურ სივრცეს მომავალში.
თემოებზე და გიორგიზე რა უნდა ვთქვა,მათ მთელი მოსახლეობა კარგად იცნობს.
Murphy-ს აქვს დასაბუთებული და საფუძვლიანი ამბიცია იყოს პრეზიდენტი, იგი გამოცდილია და შეუძლია მწვავე სიტუაციებში ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება. მას ბევრნაირ სიტუაციაში გამოუცდია თავი ამ პოზიციაზე,მაშინ როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდა, ასევე მაშინ,როდესაც პრეზიდენტი არაფერს აკეთებდა და მაშინ,როდესაც ქვეყნისთვის კრიტიკული მომენტები იდგა. მეტი სათქმელი არაფერია.
Tomm-ი არასდროს გამოირჩეოდა თანამდებობების მოყვარულობით და არც გამოუთქვამს პრეზიდენტობის სურვილი თავისი მოღვაწეობის 17თვის მანძილზე.თუმცა იგი,ალბათ,მიხვდა, რომ შეუძლია თავი გამოცადოს და დააგროვა საკმარისი გამოცდილება, იგი 2 თვის განმავლობაში იყო დიქტატორი და ასევე მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე ჩართული იყო ქვეყნის მმართველობაში,იგი ნამდვილად ღირესული კანდიდატია.
Temsisi-თემოს შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი,მასზე დადის ათასგვარი მითი,ამბობენ შვეიცარიაში ქოხი უდგას ,ვენეციაში გონდოლა აქვს და კბილებს შუა ვარდ-მოქცეული იქ თავის გოგონებს ასეირნებსო,ფართო სპექტრმა მის შესახებ სულ ცოტა ხანია გაიგო,თუმცა მისი არასტაბილურობიდან გამომდინარე ყველამ ადვილად მიიღო, თქვენ უნდა იცოდეთ,რომ ის საქართველოს შექმნიდან იმყოფება ჩვენს გვერდით. წარმატება ვუსურვოთ მასაც, იგი ნამდვილად იმსახურებს ამას და შესაბამისი მხარდამჭერებიც ჰყავს,ალბათ,ყველაზე მეტი შანსი მას აქვს.
წარმატებას ვუსურვებ ყველა კანდიდატს.

2.როგორ ფიქრობთ რითი შეიძლება გამოვაცოცხლოთ ჩვენი ქვეყანა და ეკონომიკა?
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გამოსწორებას ორი რამ უშველის- ახალი ბონუსები და მოთამაშეები, საგადასახადო სისტემა ახლა თავის საუკეთესო მდგომარეობაში იმყოფება და არ საჭიროებს არანაირ ცვლილებას,მიუხედავად იმისა,რომ ჩემი 1-2 უგუნური ნაბიჯი უსდევდა წინ ამ პროცესს, მე და განხილვაში ჩართულმა მოთამაშეებმა დავარეგულირეთ იგი,განსაკუთებული მადლობა მინდა გადავუხადო Tomm-ს კონტრიბუციისთვის.
რაც შეეხება ქვეყნის გამოცოცხლებას, დიქტატურამ პოლიტიკურ აქტივობას,ფაქტობრივად, დაღი დაასვა,რასაც ჩემი თვალით ვაკვირდები 5-6 თვეა. ეს მეტად საინტერესო,ასევე სახიფათო მექანიზმი,ჩემი აზრით,საქართველოსთვის აღარ არის საჭირო,დიდი რისკის შემცველია დიქტატურის დამხობა,თუმცა თუ ჩვენ ხალისის შენარჩუნება გვინდა-ეს აუცილებელია.
მით უმეტეს,რომ მოთამაშეების უმეტესობა უკვე ძალიან ცუდად არიან განწყობილნი ამ მექანიზმის მიმართ და უმეტესად დიქტატურის წინააღმდეგ იბრძვიან სხვათა ომებში.

3.თქვენთვის რომელი უფრო მისაღებია დიქტატურა თუ კონგრესი?
ჩემთვის მისაღებია კონგრესი,თუმცა არა ასეთი დეფინიციით,როგორც იგი ჩემმა თანამოაზრემ დაახასიათა და ასეც გამოიყურებოდა იგი დიქტატურის დამყარებამდე-
„ კონგრესი არის იმპოტენტი ორგანო რომელიც როცა საჭიროა ვერ „დგება“ თავის მოწოდების სიმაღლეზე.... “

4.ამჟამად რომელი მოკავშირე ქვეყნის დახმარებაა პრიორიტეტული ჩვენი ქვეყნისთვის?
ესპანეთი და ხორვატია, რა თქმა უნდა.

5.რას იტყვით ქართულ პარტიებზე, რომელი მიგაჩნიათ ყველაზე აქტიურად?
ქართული პარტიების(ტოპ5) აქტიურობა დაახლოებით თანაბარია(თუ არ ჩავთვლით საქართველოს ჩასვენებულ პარტიულ მზეც - NFG-ს, აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემსა და თემოს განხილვაში დაბადებულ სტატიას,თუ რას ვუწინასწარმეტყველებთ მათ და აქეთკენ მიდის საქმე, ჩემი აზრით -
http://www.erepublik.com/en/article/nfg--2554591/1/20
საკითხავი ისაა,არის თუ არა მათი პოლიტიკური ძალა თანაბარი.

6.თავდაცვის მინისტრის პოსტი თუ მოგწონთ? რამდენად საპასუხისმგებლოა?
ჩემი შეხედულებით,თავდაცვისა და საგაერო საქმეთა სამინისტრო ყველაზე მნიშვნელოვანი სამინისტროებია და მათი სწორად მართვა არის საჭირო.
ახლა არ მაქვს ბევრი საქმე,თუმცა ვცდილობ კონკურსები ჩავატარო,რითაც მოთამაშეები ძნელ სიტუაციებში მოქმედებასა და სწორად ბრძოლას ისწავლია,ასევე კარგ ჯილდოებს მიიღებენ და გააცნობენ თავიანთ მიღწევებს მოსახლეობას.
აქვე მინდა მოვუწოდო ყველა მოთამაშეს,რომლებიც დ1-დ3 დივიზიაში არიან იბრძოლონ კონკურსში გამარჯვებისთვის,კარგი ჯილდოები გელით-
http://www.erepublik.com/en/article/-mod-1-2561847/1/20

7.როგორ ფიქრობთ ხორვატიის დახმარებისთვის სერბეთი ჩვენზე შურისძიებას ხომ არ გადაწყვეტს? და თუ თავს დაგვესხა ვის იმედად შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყანა?
ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ,თუმცა რამდენიმე სერბისგან მივიღეთ მუქარა.
ჩვენი ქვეყანა მოკავშირეების და ჩვენი თავის(უპირველეს ყოვლისა) იმედზე უნდა იყოს.

8.მაკედონია და ბულგარეთი ასტერიას უერთდებიან, როგორი იქნება ჩვენი ურთიერთობა მათთან?
ეს ჩემთვის ძალიან პრობლემური საკითხია,რადგან ამ ორ ქვეყანაში არიან მოთამაშეები,რომლებსაც ვაფასებ და ნამდვილად არ მინდა მათ წინააღმდეგ გასროლა.
თუმცა უნდა ითქვას,რომ ისინი სხვა გეზს ირჩევნე,რაც საქართველოსთვის მიუღებელია და ჩემი პირადი მოსაზრება ქვეყნის ინტერესებთან კონლფიქტში ვერ მოვა.
ჩვენ სავარაუდო შევცვლი ჩვენს დამოკიებულებას მათ მიმართ . ეს ჯერ განხილვის საგანია.
მადლობა კითხვების დასმისთვის, წარმატებას გისურვებ.

ინტერვიუ R.P.McMurphy_სთან:

1.როგორ შეაფასებდით საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო დაპირებებს? დაპირებები ტრადიციულია და ახალი არაფერია, ერთი სიახლე ისაა, რომ თემო (თემსისი) პირდაპირ მოსყიდვაზეა გადასული 🙂 მაგრამ კარგ რამეს აკეთებს და იმედია მომავალშიც ეგრე გააგრძელებს.

2.რომელი კანდიდატი მიგაჩნიათ პრეზიდენტობისთვის შესაფერისად?
თომასის არ იყოს რეალური კანდიდატი მხოლოდ სამია, მე, თომასი და თემო. საუკეთესო რასაკვირველია მე ვარ 🙂 თომასიც არ იქნება ურიგო პრეზიდენტი. რაც შეეხება თემოს, ამ ადამიანმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. მახსოვს როგორი იყო ადრე და როგორია ახლა. ანუ, როგორც ტიპი გაიზარდა რა და ისეთი შერეკილი არაა როგორც ადრე, მაგრამ იმპულსურობა შერჩა. დღეს ერთ ტრაქტორზე ზის, ხვალ მეორეზე გადაჯდება, დღეს შვედეთში აწყობს რევოლუციას, ხვალ ჩვენი პრეზიდენტობა უნდა და არავინ იცის რას იზამს ზეგ. არ მგონია რომ რამე დაუშავოს ქვეყანას, მაგრამ ეგ იმპულსურობა მაინცდამაინც კარგი არ არის, ამიტომ ამ ეტაპზე მხარს არ დავუჭერ. როცა ამ თვისებასაც მიახრჩობს, მერე მეც დავუჭერ მხარს. და კიდე ერთი მინუსი, მართვის გამოცდილება აკლია.

3.ჩვენი მოკავშირეები ხორვატია და ესპანეთი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან, სერბეთი ძალებს იკრებს და მათზე მიტანილი იერიშის გამო ჩვენს დაპყრობას ხომ არ განიძრახავს?
ხორვატია მჯერა რომ გამოძვრება, ძალიან ძლიერი ხელისუფლება მართავს. რაც შეეხება ესპანეთს, ორი მონსტრი უტევს და თუ მოკავშირეები რეალურად არ დავეხმარეთ, არაფერი გამოვა. ჯერ არ მგონია რომ მოიგერიონ მტერი, მაგრამ უახლოეს პერსპექტივაში შესაძლებელია.

4.აფხაზეთში დაწყებული აჯანყება თურქებთან შეთანხმებით მოხდა?
მე მივწერე თურქეთის დიქტატორს, ააჯანყეთ თორე დეტერმინაციის ქულები იზრდება მეთქი🙂

5.თქვენთვის დიქტატურა მისაღებია?
თუ გავიმარჯვე დიქტატურის გადაგდებას ვაპირებ, ე.ი. ამ ეტაპზე - არა.

6.ამჟამად რომელი მოკავშირე ქვეყნის დახმარებაა პრიორიტეტული ჩვენი ქვეყნისთვის?
ჯერ ხორვატია, მერე ესპანეთი.

P.S ხმის მიცემა არ დაგავიწყდეთ!