ე.დ.პ.-ცოტა რამ გეგმებზე

Day 2,901, 08:59 Published in Georgia Georgia by J.Volandi


მოგესალმებით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სახელით.
გაურკვეველი მიზეზის გამო 2 დღიანი ბანი და 10,000 ცც თი გამინუსება მივიღე,არ ვიცი რატომ,მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს. დავბრუნდი და დავუბრუნდი ჩვენი პარტიის წინსვლაზე მუშაობას,რაშიც თქვენ უნდა დამეხმაროთ.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ნელ-ნელა მიიწევს წინ,რაც ყველა მისი წევრის დამსახურებაა, ჩვენ ვცდილობთ შემოგთავაზოთ არეალი,სადაც განვითარების უფრო დიდი შანსი გექნებათ.

პრეზიდენტობის ჩვენი კანდიდატი,ალბათ,ყველასთვის ცნობილი თემო,A.K.A. კაატინგა, ანუ R.P.McMurpy არის,მისი გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ სავარაუდოდ მოვხსნით საქართველოში დიქტატურას(კი,კი,როგორ არა :პ) და გარე საფრთხეებს ჩვენი ძალებით გავუმკლავდებით.

ასევე ჩვენ შევეცდებით ჩვენი ახალბედა წევრების დასაქმებას საპასუხისმგებლო თანამდებობებზე,რაც მათთვის გაცნობითი ხასიათის იქნება და მომავალში უფრო კარგი თანამდებობის დაკავების წინაპირობა გახდება.
ჩვენთან თქვენ აუცილებლად შეიძენთ საკმარის და საჭირო გამოცდილებას!

მაგრამ...რაც მთავარია,ჩვენ ვემზადებით მომავალი კონგრესის არჩევნებისთვის,რათა უკეთესი შედეგი ვანახოთ და მეტად გავიმყაროთ პოზიცია ქართულ პოლიტიკაში.


ჩვენი პროგრამა კვლავ ძალაშია!

ე.დ.პ.
ე.დ.პ. აგრძელებს პროგრამას,რომელიც გამიზნული იქნება მისი წევრების რესურსებით მომარაგებაზე და მათ გაძლიერებაზე.
რათა ყოველ კვირეულად მიიღოთ რესურსი, შეავსეთ ეს აპლიკაცია.
ყველა დარეგისტრირებულ ე.დ.პ.-ს წევრს ყოველი კვირის დასაწყისში გადაეცემა იარაღი და საკვები,თავისი მოთხოვნილებების შესაბამისად.

ე.დ.პ.
საკონტაქტო პირები:

Vettel

R.P.McMurphy
Luka Koberidze


---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ერთად შევქმნათ საქართველოს უკეთესი მომავალი!!! ---- ---- ---- ---- ---- ---- ----
---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ----შემოგვიერთდი! ჩვენ შენ გვჭირდები! ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ----

წინა სტატიები:
ე.დ.პ - გზა უკეთესი მომავლისკენ
ე.დ.პ - კონგრესმენობის კანდიდატები
ე.დ.პ - კონგრესში