[რესპები] ბოიკოტი!!!

Day 2,571, 04:52 Published in Georgia Turkey by Bendo7


გამარჯობათ ემოქალაქეებო 🙂

პირველ რიგში მინდა დავწერო რომ erepublik სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკური თამაშია სადაც ყველა ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ვცდილობთ მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ თამაშისგან. ეს არ არის მხოლოდ სამხედრო ან მხოლოდ პოლიტიკურ-ეკონომიკური თამაში და შესაბამისად ამ თამაშის მუღამიც მის მრავალფეროვნებაშია, შეგიძლია ითამაშო სხვადასხვა მიმართულებით, გახდე წარმატებული ბიზნესმენი წარმატებული სამხედრო ან წარმატებული პოლიტიკოსი. ბიზნესმენს ქვეყნისთვის შემოსავლები მოაქვს, სამხედროს უსაფრთხოება, ხოლო პოლიტიკოსი ცდილობს ამ ყველაფრისთვის შესაფერისი გარემო შექმნას. ნებისმიერი მიმართულებით შეგიძლია შენს ქვეყანას სარგებელი მოუტანო და ეს ყველა მიმართულება სასიცოცხლოა სრულფასოვანი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად. თითოეული მოთამაშე შეიძლება რომელიმე ერთი მიმართულებით უფრო წარმატებული იყოს ვიდრე მეორე, ან სამივე მიმართულებით ერთდროულად წარმატებული იყოს რაც ძალზედ იშვიათია, მაგრამ ერთი რომელიმე მიმართულებით წარუმატებლობა ეს არ ნიშნავს ავტომატურად რომ იგივე მოთამაშე დანარჩენი მიმართულებითაც წარუმატებელი იქნება! ამიტომაც რესპებს მიგვაჩნია რომ მოქალაქეების შეფასებებისას ამ სამი მიმართულების განცალკევება უნდა ხდებოდეს ყოველთვის და რადგან თუ რომელიმე პატარძალიან ახალბედას არ შეუძლია ომის გმირი გახდეს ამით ისინი არ უნდა დავაკნინოთ, იმიტომ რომ იგივე მოქალაქეს შეუძლია გახდეს წარმატებული პოლიტიკოსი ან ბიზნესმენი და ამით არგოს ესაქართველოს (პარალელურად ივარჯიშოს ძალის ასამაღლებლად მომავალი ომებისთვის)

ხოდა რატო ვწერ ამ ყველაფერს: ჩვენ Republican Party of Georgiaს გვაქვს ამბიცია რომ ამ პარტიის მეშვეობით ვაწარმოოთ ქვეყნისათვის სასარგებლო პოლიტიკა, ვცდილობთ ამ მიმართულებით წარმატებულნი ვიყოთ და გავხდეთ ხელისუფალნი, რომ ვმართოთ ეს ქვეყანა ისე როგორც ჩვენ მიგვაჩნია სწორად. ეს ყველაფერი გარკვეულწილად აზარტს იწვევს თამაშისადმი რომ დაამარცხო შენი პოლიტიკური ოპონენტი სამართლიანად და ეგრე მოიპოვო გამარჯვება, ამისათვის კი ვცდილობთ ვიყოთ აქტიურები პოლიტიკურ ასპარეზე და ღირსეული ოპონირება გავუწიოთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, ვაკომენტარებთ მაგათ აზრებს და ვცდილობთ ჩვენი სიმართე დავამტკიცოთ. მოკლედ ვთვლით რომ სხვადასხვა პარტიების მიერ პოლიტიკური აქტიური მოღვაწეობა სასარგებლოა მთლიანად ექვეყნისთვის რადგან ეს ყველაფერი იწვევს კონკურენციას და აქტივობას პოლიტიკურად დაინტერესებული მოქალაქეებს შორის.
მაგრამ ჩვენს ამ პოლიტიკურ აქტივობას ზოგიერთი აგრესიული ემოქალაქისგან არადეკვატურად აგრესიული პასუხები მოყვება ხოლმე რაზეც შეიძლება ითქვას რომ პირდაპირ აჯვამს თამაშის მუღამში! მანამდეც იყო პატარპატარა კომფლიქტები მაგრამ ეს ბოლოს დაძაბულობა დაიწყო ამ სტატიიდან
http://www.erepublik.com/en/article/-1344-2471322/1/20
ამ სტატიაზე ვფიქრობთ რომ ჩვენი ერთერთი თანაპარტიელი SuperManteX აბსოლიტურად არ იმსახურებდა ეგეთ შეფასებას და კომენტარებში კარგად აქვს თვითონაც ახსნილი.
შემდეგ იყო უკვე ეს სტატია (სტატიის სანახავად დააჭირე სურათს)

სადაც მეომრების აქტიურობა პარტიების მიხედვით გამოყვეს და მთელ ოპოზიციას ლამის სამშობლოს ღალატი დაგვაბრალეს. და ეს დასკვნა მხოლოდ ერთი ბრძოლის გამო გამოიტანეს რაც მიუღებელი გვგონია, ყველა ყოველთვის ონლაინ ვერ იქნება ამ თამასში.
ამ ყველაფრის გასაქარწყლებად შეგვიძლია გადავათვალიეროთ ირაკლის აქაუნტების ისტორია
ეს ახალი აქაუნტია რომელიც ერთი თვის უკან იყიდა ირაკლიმ ცარიელ მდგომარეობაში
(პროფილის სანახავად დააჭირე სურათს)

ეს კი ირაკლის ძველი აცც ManteX
დააკვირდით მის Strengthს და True Patriotის ისტორიას

და მოდით ეხლა შევადაროთ ედპ სუპერპრეზიდენტ CharlieArgის ძველ აცცს paskunjiს რომელმაც ირაკლის ესაქართველოს ინტერესების იგნორირება და დაკიდება დააბრალა
დააკვირდით მის Strengthს და True Patriotის ისტორიას

ლეველი ერთიდაიგივეა, Strength ფასკუნჯის შედარებით მეტი აქვს ხოლო დემიჯი ესაქართველოსთვის პირიქით ნახევარი, ისიც არაა. თვითონ ხედავთ და თავად განსაჯეთ. სირცხვილია.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ყველაზე ცუდი რაც ამ სტატიაში შესამჩნევია არის ის რომ საქართველოსთვის მებრძოლი ხალხი გაყვეს პარტიულობის მიხედვით და აღნიშნეს რომ ედპ-უგპს ყველაზე გმირი მებრძოლები ყავთ რაც ჩვენი პარტიისთვის სავსებით მიუღებელია! (პიველ აბზაცში წერია ამაზე) ესეთი პრეცედნტები გამოიწვევს მოქალაქეების დროდადრო შემცირებას დაუფასებლობის გამო რადგან ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას წარმოადგენენ ახალბედები რომლებსაც ომისათვის საჭირო დიდი ძალა არ გააჩნიათ, შესაბამისად მათ გაძლიერებას თვეები ჭირდებათ რომ ისეთივე დამსახურებული მებრძოლები გახდნენ როგორიც ნაყიდი აქაუნტიან მებძოლებს შეგვიძლია რომ ვიყოთ.

რადგან ეს ყველაფერი გაუგებარია ჩვენი ოპონენტი პარტიის ე.დ.პ. ლიდერების მიერ, რომელთა მართველობას სრულიად დამსახურებულად შეგვიძლია ვუწოდოთ ემიშისტური მართველობა, ოპოზიციის აზრების იგნორირების და დაუფასებლობის გამო, ოპოზიციის მიმართ მუდმივად ცინიზმის გამოხატვის გამო, ერთპარტიული მართველობისაკენ მიდრეკილების გამო და ყველაზე მნიშვნელოვანი ემოქალაქეების ღვაწლის დაფასება (სამხედრო თუ ეკონომიკურ-პოლიტიკური) მისი პოლიტიკური შეხედულების და პარტიულობის მიხედვით, ამათ გამო რესპუბლიკური პარტია სრულ ბოიკოტს უცხადებს ე.დ.პ.ს ემიშისტურ, აგრესიულ, არაკოლექტურ პარტიას. რადგან ე.დ.პ. კვალიციაში იმყოფება უ.გ.პ.სთან ანუ მთავრობასთან იგივე ბოიკოტს ვუცხადებთ მთლიან მთავრობას და მოვუწოდებთ უ.გ.პ. ემიშისტებთან ალიანსის დაშლას რათქმაუნდა თუ სურვილი ექნებათ რომ მათდამი ბოიკოტი შეწყდეს.
რესპები ვწყვიტავთ ყველანაირი თანამშრომლობას ე.დ.პ.სთან და შესაბამისად სანამ ერთი ემიშისტი მაინც იქნება მთავრობის მინისტრთა კაბინეტში ბოიკოტს ვუცხადებთ მთლიანად მთავრობას, არ შევალთ არანაირ დისკუსიაში მათთან, არ ვუპასუხებთ მათ არანაირ კომენტარს თუ თხოვნას, გამოვდივართ მათთან დამაკავშირებელ ყველანაირი ჩათიდან მათ შორის კონგრესის, არ დავემორჩილებით მათ მიერ დადებულ არანაირ სამხედრო ბრძანებას (რადგან თვითონ არ ანცალკავებენ სამხედროს და პოლიტიკას) მოკლედ ვწყვიტავთ ყველანაირი პოლიტიკურ და სამხედრო თანამშრომლობას!!!
............................................................................................................................................................................................................................
გარდა ამისა მოვუწოდებთ ესაქართველოს ყველა ოპოზიციურ პარტიას და ყველა ოპოზიციურად განწყობილ ემოქალაქეს რომლებიც წარმოადგენენ ესაქართველოს მოსახლეობის 49% ბოლო არჩევნების მონაცემებით, შემოგვიერთდნენ ჩვენ რესპუბლიკულ პარტიას და ჩვენთან ერთად გამოუცხადეთ დაუმორჩილებლობა მოძალადე მართველობას!

(ჩვენი ჰიმნი განწყობისთვის, დააჭირე)





ჩარლის უყვარს კომიქსები და ამიტომ რამოდენიმეს მეც შემოგთავაზებთ 🙂



eმიშისტები ამ სტატიის დაწერამდე



ჩარლი ამ სტატიის კითხვისას



ეს ჩარლი სტატიის წაკითხვის მერე 🙂



ეს კი eმომავალი 🙂 უკანა ფონზე მე და მანტექსა ვართ 🙂



ესეც ასე! 🙂