"რეიტინგში მეორე, მაგრამ ღირსებაში პირველები"

Day 2,567, 00:58 Published in Georgia Georgia by L 1 0 N
სანამ საუბარს დავიწყებდე გთხოვთ გაეცნოთ ქრისტიან დემოკრატების ზეგენიალური სტრატეგიის მთავარ იარაღს, რომელსაც სპამ ტექსტი ეწოდება


გამარჯობა მეგობარო!

მინდა ერთი მეგობრული რჩევა მოგცე. შენ გაწევრიანდი გაერთიანებულ ქართულ პარტიაში(UGP) ალბათ იმიტომ რომ ყველაზე მეტი წევრია და ტოპ1 პარტიაა.
მინდა გითხრა რომ ეგ პარტია არის ესაქართველოს მმართველი პარტია, რომელიც სულ არ ზრუნავს ესაქართველოს მოსახლეობაზე. ყოველ არჩევნებზე ისინი იყენებენ ალტერებს და აყალბებენ არჩევნებს, რის შედეგადაც ისევ ეს პარტია მოდის ესაქართველოს სათავეში.
ეგ პარტია სულ დაკომპლექტებულია რამდენიმე ძირითადი წევრისგან და ეგ წევრები ახალ მოთამაშეებს საშუალებას არ აძლევენ რომ გახდნენ კარგი პოლიტიკოსები.
მე კი გთავაზობ შემდეგს, გადმოდი ჩვენს პარტიაში, შემოგვიერთდი, ჩვენ ვართ ესაქართველოში წევრების რაოდენობის მხრივ ტოპ2 პარტია, ხოლო ღირსებით პირველი. შემოგვიერთდი და ერთად დავამარცხოთ ეს მთავრობა, ჩვენ გასწავლით თუ როგორ გახდე ღირსეული პოლიტიკოსი, გაგიყვანთ კონგრესის არჩევნებზე და მოგცემთ შანსს წახვიდე ე.წ. "დიდ პოლიტიკაში" და შეიტანო შენი წვლილი ქვეყნის აღმშენებლობაში.

კარგი სპამავთ, დავანებოთ თავი იმას რომ რაღაც სულელურ ალტერებით და პროგრამებით მოგებულ არჩევნებს გვაბრალებთ, მაგრამ

"სულ არ ზრუნავს ესაქართველოს მოსახლეობაზე"

აი ამას რატო წერთ, ამის დედა ვატირე რატომ ხართ ასეთი დაუნახავები, ზედმეტია უკვე, თამაშია ბოლო ბოლო, იმის მაგივრად რომ ელემენტარული პატივისცემა გამოიჩინოთ იმენო თავზე გვაჯვავთ. არც რესპუბლიკელებს ვეხატებით გულზე მაგრამ ასეთი არაფერი წამიკითხავს, და თქვენ ასე გინდათ გინდათ მთავრობაში მოსვლა? პატივისცემას კარგავთ მეგობრებო, ადამიანურ პატივისცემას რაც ყველანაირ ზომებს აჭარბებს.