360 Gradus ინტერვიუ ესაქართველოს ახალ პრეზიდენტთან!

Day 2,491, 10:45 Published in Georgia Austria by NicK TS

ერთ კვირიანი პაუზის შემდეგ 360 გრადუსი განაგრძობს საინტერესო ინტერვიუების ჩაწერას და აქტუალური თემების წამოწევას რომელიც ესაქართველოს მომავალზე გავლენას ახდენს. დღეს შემოგთავაზებთ ინტერვიუს ესაქართველოს პრეზიდენტთან რომელიც გარკვეულწილად გასული პერიოდის შეჯამებაც იქნება და მომავალ გეგმებზეც გაკეთდა აქცენტები, რის გამოც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. ინტერვიუები გაგრძელდება შემდეგ დღეებშიც და გარდა ინტერვიუებისა 360 კიდევ უფრო აქტიური გახდება, ვიმედოვნებ ყოველ-დღიურ რეჟიმზეც გადავალთ, და წინ ბევრ საინტერესო სტატია თუ ინტერვიუ გველის.

1. როგორ შეაფასებთ პრეზიდენტობის განვლილ დღეებს, რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი გუნდის მუშაობით?


რთული და შრომატევადია. ჯერ მყოფნის საწვავი. ცუდია, რომ ჩემს პლანშეტს ამ საიტის დანახვაზე უკვე გული ერევა და ისე აქტიურად ვერ ვარ ჩართული, როგორც საჭიროა, მაგრამ რაც შემიძლია მაქსიმალურად ვაკეთებ. გუნდი არაჩვეულებრივია. და ეს მხოლოდ ჩემი გუნდი არაა. აქტიურად მუშაობს როგორც ჩემი პარტიის წევრები, ასევე უჯპ-ს წევრებიც. ერთი ქრისტიან დემოკრატიც გვეხმარება, ძირითადად კადეტების კუთხით. მართალია ყველა სიტყვაზე მეკამათება ხოლმე, მაგრამ მაინც დიდი მადლობა ჯორჯიან სოლჯერს. ჯერ ვიტან :დ ძალიან აქტიურია ვეტტელი - ჩემზე მეტად აქტიური. პრეზიდენტობაზე უფრო რთული კადეტების აკადემიის ხელახლა გაცოცხლებაა. რომ გადავედით 170 მდე წევრიდან, მარტო 70 ,,მკვდარი მოქალაქე"გავრიცხეთ აკადემიიდან, შეიძლება 50-მდე კიდევ დაემატოს ამ სიას. ოფროუდერის დახმარებით ახალი რეკლამა დავატრიალეთ და მნიშვნელოვანი მატებაა. მინდოდა კადეტების რეფერალ-ნიკი საქართველოს ბანკი ყოფილიყო, მაგრამ იმდენად შეზღუდულ-ფუნქციებიანი ნიკია, რომ სამწუხაროდ არ გამოვიდა. რეფერალებიდან შემოსულ ყველა ოქროს აღვრიცხავთ (ნუ, ვცდილობ მაინც, მე ხომ ციფრებთან მწყრალად ვარ) და უკვე 160 ოქრომდე დაგროვდა, ამ ოქროს პერიოდულად დავახურდავებთ და ისევ კადეტების კვებას და შეიარაღებას მოვახმართ. თავდაცვის სამინისტრო მალე პროგრამას აამოქმედებს, სადაც კადეტებს დავაჯილდოვებთ ხოლმე. მოკლედ, ამ მხრივ საკმაოდ ბევრ რამეს ვაკეთებთ. რაც მთავარია, არ ვეწევით კადეტების ზომბირებას და ცხვირში არ ვჩრით ჩვენს პარტიებს, ყველას ვეუბნებით, რომ როდესაც გაერკვევიან სიტუაციაში თავად აირჩიონ თუ რომელ პარტიას შეუერთდებიან. და აქვე მინდა მოვუწოდო ყველა მილიტარი იუნიტს, რომელთაც კადეტების ,,ასაკის" (1000 ძალამდე ხალხი ჰყავთ) დააბრუნონ ეს ხალხი კადეტებში. კადეტები ყველასია და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის, შესაბამისად ჩვენ გვჭირდება მათი განვითარების ერთიანი პროგრამა. თუ რომელიმე ჯგუფს ექნება შენიშვნები ამ მხრივ, ჩვენს მუშაობასთან დაკავშირებით, შემოგვიერთდეს და ერთად გავაკეთებთ ყველაფერს რაც საჭიროა.

2. წინა საპრეზიდენტო ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ თბილისზე დაცვის მოხსნის შემთხვევაში არაფერი მოხდებოდა რადგან საფრთხე იმ დროისთვის არ ჩანდა! დღეს როგორ შეაფასებთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას?

ჯერ-ჯერობით ყველაფერი რიგზეა. რაც შეგვიძლია ვემზადებით. ვიყიდეთ იარაღი, ვიცნობთ დაქირავებულ ჯარისკაცებს, რომლებიც ქ7-ების სანაცვლოდ მზად იქნებიან საქართველოსთვის იომონ, ვართ არც თუ ისე სუსტ ალიანსში, გვაქვს კარგი კონტაქტი სირიუსის ქვეყნებთან. მათ შორის მნიშვნელოვანია მპპ ხორვატიასთან, რომელიც აქამდე არ გვქონდა და პრემიერის კარგი მუშაობის შედეგია. როგორც ასეთი, გამოკვეთილი მტერი არ გვყავს, ვისაც ვერჩით, ან ვინც გვერჩის. რუსეთი ჯერ-ჯერობით მშვიდადაა და არ გვაწუხებს, სომხეთის პრეზიდენტი ამბობს რომ ჩვენთან მშვიდობა და მეგობრობა უნდა. ყველაზე მეტად მე უნგრეთის თავდასხმის მეშინოდა, ისე გადმოიარა ნახევარი ევროპა, ლამის გაისეირნა. მაგრამ მგონი უფრო აღმოსავლეთით განვითარების სურვილი არ აქვს. ამ ეტაპზე იტალიასთან ომი დაიწყო.
წესით არაფერი გვემუქრება და თუ დაგვემუქრება ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ გემრიელად გავაპანღუროთ ყველანი ჩვენი მიწიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ თუ დაიწყებენ, ჩვენ დავამთავრებთ.

3. როგორ შეაფასებთ საპილპტე პროგრამას, რომელიც თქვენმა პარტიამ შეთავაზა საზოგადოებას ეკონომიკის გაუმჯობესების კუთხით, თუ არის ემოსახლეობის აქტიურობა?

ალბათ საქართველოში დასაქმების პროგრამას გულისხმობ. აქტიურობა საკმაოდ მცირეა, მაგრამ იმედი მაქვს ამ მხრივ სიტუაცია შეიცვლება, სტატია ლამის ყოველ დღე იდება ამ პროგრამის შესახებ და ნელ-ნელა გვემატება ხალხი. ეკონომიკის მინისტრად გიორგი მეოთხე გვყავს. მართალია არ ვაპირებდი ამ კუთხით მინისტრის დანიშვნას, მაგრამ მას ჰქონდა კონკრეტული გეგმები საგადასახადო კუთხით და მიდგომა შევცვალე. გამოტანილი ჰქონდა კიდეც კანონპროექტი, მაგრამ ჩავარდა. საინტერესო ისაა, რომ გიორგიმ სტატიაც დადო, სადაც დათვლილი ჰქონდა ყველაფერი, მაგრამ საწინააღმდეგო არგუმენტი გარდა იმისა, რომ ,,ექსელის ცხრილის კეთებაც კი არ იცი კარგად" მე ვერ მოვისმინე 😁))) ნუ, რახან არ უნდათ ცვლილებები იყოს ასე, ან თავად უკეთესი ცვლილებების პაკეტი შემოგვთავაზონ და გაიტანონ კონგრესზე. სხვათაშორის ძალიან გამიხარდა ის ფაქტი, რომ ძალიან დიდი ხნის შემდეგ საგადასახადო შემოსავალი ბიუჯეტში 1500 ლარს ასცდა. რაც ალბათ ისევ კადეტების მატების დამსახურებაა.

4. რას იტყვით ახალ სამინისტროსტან დაკავშირებით გამოიკვეთა თუ არა კონტურები, როგორი იქნება და არის თუ არა ძალაში ისევ დამატება?

არა, ამ მხრივ ახალი არაფერია, მგონი არც საჭიროება... რაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში, მოქალაქეობის მსურველთა რიცხვი დაახლოებით 5 ადამიანი იყო. რაც ძალიან ცოტაა.

5. ახალი კონგრესის მუშაობის დაწყებიდან უკვე ნახევარი თვე გავიდა როგორ შეაფასებთ კონგრესმენების მუშაობას?

ალბათ უარყოფითი. ნუ, პირველ რიგში გიორგი მეოთხეს კანონპროექტის უარგუმენტოდ ჩავარდნის გამო. მეორეც, ცუდი კომუნიკაცია გვაქვს. ახლა უკრაინასთან მპპ ფორმდება, რომელიც შეიძლება ამ ეტაპისთვის არ დაგვჭირდეს (საჭირო მიზეზების გამო, უფრო დაწვრილებით მომავალში ვიტყვი) კანონპროექტი გუშინ შემოვიტანე. გუშინვე გავაფრთხილე ყველა, მაქსიმალურად ყველგან, რომ მოეცადათ. დავწერე ჩემი პარტიის ჩატში, დავწერე ჩემი პარტიის კონგერმენების ჩატში, დავწერე ფორუმზე, გავაფრთხილე ჯიმი ... მაინც არაფერი გამოვიდა, დადებითი ხმები უკვე 20-ს გადასცდა... რაღაც გზა უნდა ვიპოვოთ, რომ ერთად მუშაობა უფრო ეფექტური იყოს.

6. მანტექს-მა ახალი პოლიტიკური გუნდის შეკრება დაიწო და საკმაოდ კარგი მოთამაშეებიც შეკრიბა, როგორია თქვი დამოკიდებულება და მოახერხებს თუ არა მანტექსი იყოს კონსტრუქციული?

იცი რა, იყო დრო მანტექსასთან ერთად ვიბრძოდი. იყო დრო, როდესაც ის თავდაცვის მინისტრი იყო და მას ვეხმარებოდი, უბრალოდ ბოლოს გვონდა უთანხმოება, მიმაჩნდა რომ სახელმწიფოს ე.წ. რეზერვი არ უნდა დაეფინანსებინა. ეს დრო გავიდა. მანტექსამ ახალი პოლუსი იპოვა და იქედან ისეთ სისულელეებს ამბობს ხოლმე ან ჩემზე ან ჩემს პარტიაზე, ვაკელი გეი რომ ვიყო, ორ თითს მივიდებდი საფეთქელთან და ვიტყოდი რომ ,,სოკში ვარ"(ეს ,,ს" ისეთი ს-ა, ,,შ"-ში რომ გადადის მაგრამ ,,ს"-ს ელემენტები ახლავს თან). მანტექსა ცდილობს გააკეთოს ის, რის გამოც დაპირისპირება ჰქონდა ჯიმისთან - პარტიას მიამაგროს მილიტარი იუნიტი, მანტექსა იძახის, რომ თურმე ჩემი პარტია ერთი კაცის პარტიაა და რატომღაც ჩემს გარშემო იმ ხალხს ჯიუტად ვერ ამჩნევს, ვინც მასზე და ჩემზე მეტს აკეთებს, მანტექსა ამბობს რომ ნ7- ჩემს პარტიაზე მიბმული მუ-ა, მანტექსას მილიტარი იუნიტიდან იყო მცდელობა გადაებირებინათ კადეტები... როგორ უნდა იყოს კონსტრუქციული ოპოზიცია ადამიანის პარტია, რომელიც დროთა განმავლობაში ,,ასავალ-დასავალს" დაემსგავსა, არ ვიცი...

7. ყველასათვის ცნობილი, რომ ჯორჯიან ვოლფი დაბრუნდა. რამდენად დიდ გავლენას მოახდენს ეს ესაქართველოს ცხოვრებაში?

ვულფის დაბრუნება კარგი ამბავია. ჯერ ერთი მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე ამ ქვეყნისთვის და შემდეგ ორმაგად უფრო მნიშვნელოვანია ასეთი აქტიური იუზერის დაბრუნება, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის.
პ.ს. მალე ჩვენი პრეს ცენტრის გაზეთიც გამოვა, და მოგიწოდებთ ყველამ წაიკითხოს. იქ იქნება აღწერილი თუ რას ვაკეთებთ.(Your text to link here...)