EDP-UGP-ს მეომრები მოკავშირეების დასახმარებლად

Day 2,567, 15:18 Published in Georgia Georgia by CharlieArg

ალბათ გაგიკვირდათ სათაური... თქვენც ისურვებდით როგორც მე რომ დაწერილიყო: "ქართველი მებრძოლები მოკავშირის დასახმარებლად " , მართალი გითხრათ მეც გამიკვირდა როცა დავწერე, მაგრამ რას ვიზავთ? მწარე რეალობაა. ერთადერთი ბენდომ გაისროლა 1 რაუნდში ოპოზიციიდან დანარჩენები სად იყვნენ არავინ იცის, ნუ სტატიის ბოლოს ცოტა მეტი გვეცოდინება ამის შესახებ, ახლა კი ნება მომეცით ეს გამარჯვება ავღნიშნო და შევაქო ჩვენი მამაცი მეომრები.




ვინც არ იცის რა მოხდა: გუშინ სერბეთის ზურგით გაგულიანებულმა მონტენეგრომ airstrike-ით შეუტია ჩვენს ერთგულ მოკავშირეს შვეიცარიას. ამაში მან ბევრი ფული დახარჯა: ომის კანონის მიღებაში რაც ძვირი სიამოვნებაა, ხოლო შემდეგ უკვე საბრძოლო ბრძანებების დადებაში რაც აგრეთვე ძვირი ხილია. შვეიცარიას წინა თვეში ჩატარებულ ტურნირში მოგებული ძლიერი ფარი იცავდა მაგრამ, სერბმა და მონტენეგროელმა მეომრებმა ეს ფარი შვეიცარიელებს ასე ვთქვათ თავზე გადაამტვრიეს პირველივე რაუნდში. სწორედ აქ იწყება ჩვენი თავგადასავალი. ჩვენ ჯანგავაძის მიერ დაწერილის სტატიის მეშვეობით უკვე მზაად ვიყავით ამ ბრძოლისთვის (აქ ალბათ მიხვდებით რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ამბების მიმოხილვას და მათ სწრაფ გადმოცემას ჩვენს თანამოქალაქეებზე ---> UND) . პირველ რაუნდში ყველაზე მძიმე ტვირთი ჩვენ ავიღეთ ჩვენს თავზე და ყველაზე ძლიერ წამოსულ შეტევას შევერკინეთ ოთხივე დივიზიონში და შემდეგ რაუნდებშიც გავაგრძელეთ ჩვენი მოკავშირეების დახმარება!
ახლა კი ფაქტები:



ეს ჩვენი ფალავანი ვოლფია იგი თავისი 700 ენერჯი ბარით ამაყად ეკვეთა მტერს და აირსტრაიკის გადაწყვეტილების მიმღები აწყევლინა მთელ მონტენეგროს.
მის ქვემოთ კი თქვენი მონა-სპა გახლავართ 110 მილიონით, პირველი დივიზიონის ლომი! დაჭრილი ვეფხვი და უჩინარი დრაკონი! რომელიც 150 ენერჯი ბარით მამაცად ეძგერა მტერს!





აქ ხედავთ ვოლფს, ასევე საქართველოს 2 გზის ჩემპიონს უპს... პრეზიდენტს ვეტელს რომელიც 300-ზე მეტი ენერჯი ბარით და უამრავი ატომური ბომბით დაესხა თავს სერბ-მონტენეგროელ მომხვდურს და იმდენი რადიაცია დააფრქვია თავზე რომ მათი შემდეგი თაობა მუტანტები იქნებიან დიდი ალბათობით. ქვემოთ კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოპოზიციისთვის ის ცნობილია როგორც შალვა ნათელაშვილი, თუმცა რეალური ქართული პოლიტიკისგან განსხვავებით აქ პირიქითაა და შალვას მიყავს პარადი და პლატოსთან გადარეკვ-გადმორეკვები.





პრეზიდენტ ვეტელის რეკორდი ერთ რაუნდში III დივიზიაში




ჩემი(ჩარლი) რეკორდი I დივიზიაში. 100 ლიმონი სახუმარო არაა პირველ დივიზიაში. და მეამბოხე რომელმაც იმის მაგივრად რომ დალოდებოდა დაპყრობას და ამბოხი დაეწყო მერე, პირდაპირ ამბოხის დაწყება არჩია!




როგორც ოპოზიცია იტყოდა, ჩვენი 2 "უსაქმური"-ს რეკორდი ერთ რაუნდში(ამ ომში) IV დივიზიაში!




ჩვენი მორცხვი პრემიერ მინისტრი მწარედ ირტყმევინება ასე რომ უფრთხილდით!!!



ჩვენი ტემპლერი (ძველად Aveun) და UGP-ს პრეზიდენტი თომასი (იგივე გიორგი IV)



ეს ოპოზიციონერი ტერორისტი ბენდო, სამწუხაროდ მებრძოლებმა მარტო გამოუშვეს! დიდი მადლობა მას თავისი წვლილის შეტანისთვის ამ ომში.




კიდევ მრავალი ჩვენი თანაგუნდელის დადებული დემიჯი, რომელიც ამხელა ძალის დარტყმებში სათანადოდ ვერ გამოჩნდა მარა მთავარი მათი მონდომება იყო, მათ მთელი გული ჩადეს ბრძოლაში! მადლობა მათ!

ჩვენს მიერ დადებული საერთო დემიჯი: 2 600 000 000


ამის შემდეგ ლუკასმა ვინც არ იცნობთ ჩვენი ალიანსის გენერალური მდივანია და შვეიცარიელი დიპლომატია, მას ბევრი კავშირები აქვს ძლიერი ქვეყნების გავლენიან მოთამაშეებთან და ხშირად გვეხმარება დიპლომატიურად რუსეთის მიჩმორიკებაში. მან მომწერა ეს: ქართულად: "მადლობა ჩარლი თქვენი დახმარებისთვის, იმისდამიუხედავად რომ ეს რაუნდები წავაგეთ, ამდენი დემიჯის დადებით გამოფიტეთ მონტენეგრო და შემდეგ რაუნდებში საგრძნობლად შემცირდება მათი დარტყმა. დიდი მადლობა" .



დიახ ხედავენ ჩვენს რეალურ დახმარებას მოკავშირეები და როცა დაგვჭირდება დახმარება მარტო არ დავრჩებით! აი რატომ გადავდეთ თავი გუშინ და ბოლომდე ვიბრძოლეთ! ისევ საქართველოსთვის! თან მისი სიტყვები როგორც ხედავთ გამართლდა და იმისდამიუხედავად რომ გუშინ წავაგეთ პირველი რაუნდები, ისე გამოვფიტეთ მონტენეგროელები რომ საბოლოო ჯამში წააგეს და შვეიცარიელებმა წარმატებით მოიგერიეს მათი საჰაერო შეტევა!

შეიძლება არ იცით მარა ჩვენი სამხედრო დანაყოფი N7 , თითქმის ყოველდღე დებს ფულს(CO) მოკავშირეების ომებში. ეს არა იმიტომ რომ ფულის ხარჯვა ეხალისება, არამედ იმიტომ რომ საქართველოს ყავდეს მოკავშირეები და მარტო არ დარჩეს საჭირო მომენტში!


ამასობაში, იმისმაგივრად რო მოგვხმარებოდნენ და საქართველო ესახელებინათ, "ღირსებით პირველი" პარტიის ზოგი წევრი, ჩვენი ახალბედა თანაპარტიელების უღირსო მოტყუებით და მოსყიდვით იყო დაკავებული. თქვენ განსაჯეთ ვინ აკეთებს საქართველოსთვის საქმეს! მხოლოდ ფაქტებით!