ნეკროლოგი!!!

Day 2,568, 06:41 Published in Georgia Georgia by J.Volandi

ოოო რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა!
http://www.erepublik.com/en/article/-1344-2473033/1/20

გლოვობს მთელი საქართველო!

გლოვობს მთელი ერი!



მეუღლე უსაქმური ჯიმი, შვილები,შვილიშვილები, შვილთაშვილები, გაოგნებული პარტიისა და მილიტარი იუნიტის წევრები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ირეფაბლიქის დამსახურებული დემაგოგი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაფის სროლაში, ნაცრის ქექვის უებრო ოსტატი, სუუუუუუუუპერ მანტექს ორიათასყველა.



უდროო იყო შენი წასვლა მანტექს, ბოროტ და ოღრაშ ხელისუფლებასთან ბრძოლა ხომ ახლა შედიოდა გამანადგურებელ ფაზაში. აკადემიური სტილით გიყვარდა საუბარი ბიჭო. ამან დაგღუპა. ჰალსტუხი ასე მაგრად რამ მოგაჭერინა კისერზე?! გაფრთხილებდი, მოუშვი ჰალსტუხს, მოუშვი მეთქი, არ დაიჯერე და აჰათ.

რა ეშველება ობლებს? რა ეშველება შენს მეუღლეს, უსაქმურ ჯიმის? აქამდეც აღმა-დაღმა დადიოდა და ხან ვის თავლაში პოულობდნენ გათხლეშილ მთვრალს, ხან ვის ღობესთან. რა მისი ბრალია თუ საპრეზიდენტო არჩევნებ(ებ)ის წაგება ასე მწარედ განიცადა მისმა სათუთმა გულმა? ახლა ხომ სულ მთლად მოისპობა და დაჩამიჩდება დარდისგან.



ვინ ეტყვის უზურპატორ ხელისუფლებას ლაიქებს ყიდულობო?
ვინ ეტყვის ტირან პრეზიდენტს ,,გადადექი, როგორ არ გრცხვენიაო?"
უშენოდ ჭკნება ის ვარდი მანტექს.
უშენოდ ჭკნება ყოილი, რომელიც გამარჯვების ნიშნად თავს ზემოთ უნდა აღგემართა და გამარჯვების ყიჟინა შემოგეცხო.



ვაი



ვაი





ვაი