๐Ÿ“– [MOE] แƒขแƒ”แƒกแƒขแƒฃแƒ แƒ˜ แƒ’แƒแƒ›แƒแƒชแƒ“แƒ”แƒ‘แƒ˜แƒก แƒจแƒ”แƒ“แƒ”แƒ’แƒ”แƒ‘แƒ˜!

Day 2,989, 11:03 Published in Georgia Bosnia and Herzegovina by W A R R I O R


მოგესალმებით თანაeმოქალაქენო! 🙂

eსაქართველოს განათლების სამინისტროს რიგით მეორე ეროვნული ტესტური გამოცდები დასრულდა!

უნდა ვაღიარო, რომ ეს ტესტები წინასთან შედარებით გაცილებით რთული მომივიდა :v რის გამოც გიხდით ბოდიშს და შემდეგისთვის ვეცდები უფრო საშუალო დონის კითხვები მოგიმზადოთ.

ასევე სიამოვნებით მივიღებ თქვენს დახმარებას ტესტების შედგენაში და საერთოდ მოცემული კონკურსის განვითარებაში



სამწუხაროდ სწორი პასუხების რაოდენობა საკმაოდ მცირე რაოდენობის იყო, რის გამოც ამ კონკურსში გვეყოლება მხოლოდ ორი გამარჯვებული, თუმცა სხვა დანარჩენი კონკურსანტებიც დაჯილდოვდებიან! ბიუჯეტის დანარჩენი თანხა კი დაემატება შემდეგ გათამაშებას!

ასევე როგორც გითხარით, ყველა ის კონკურსანტი რომელიც იმყოფება კადეტებში და მონაწილეობდა გამოცდებში, მიიღებს დამატებით საჩუქრებს!!!



ჩვენი გამარჯვებულები არიან:
Giorgi Gadua
Grizzly021
თითოეულ მათგანს გადაეცემა 3 000 ₾არი


ასევე ყველა დანარჩენი მონაწილე, რომლის ძალა არ აღემატებოდა 2 000_ს მიიღებენ სიმბოლურ პრიზებს:
Grafgiga
ZesTaFoNSkI98
DeathXuso
kronsht
jimi025
თითოეულ მათგანს სამინისტროსგან ჩაერიცხა 1 000 საკვები


და როგორც უკვე გითხარით ყველა კონკურსანტს, რომელიც კადეტებში იმყოფება, განურჩევლად გაიმარჯვა თუ არა, კადატებისგან გადაეცემათ საჩუქრები:
Giorgi Gadua
Grafgiga
ZesTaFoNSkI98
kronsht
jimi025
თითოეული მათგანი მიიღებს: 1 000 საკვებს 200 Q4 იარაღს*



◘ ტესტირების მსვლელობა და ყველა მონაწილის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე.




ტესტების სწორი პასუხები კი ასე გამოიყურება:

1. რას გვაძლევს დღიური ბრძანების (Daily order_ის) შესრულება?
პასუხი: ბაზუკის 5 სხვადასხვა დეტალი და 1 ენერგიის ბარი (Energy Bar)

2. მაქსიმუმ რამდენი "სამუშაო ქულის" (Overtime Points) მიიღება შეიძლება 1 საათში?
პასუხი: ხუთი
ახსნა: როგორც იცით თითო ხარისხის სახლი ერთ საათში გვიმატებს 1 "სამუშაო ქულას" (OP), თამაშში სულ გვაქვს 5 ხარისხის სახლი, თუ ხუთივეს გავააქტიურებთ ჩვენ მივითებთ საათში - 5 "სამუშაო ქულას".
ძალიან ბევრს პასუხად ეწერა "იმდენის რამდენი სახლიც გვაქვს გააქტიურებული", ეს არ არის სწორი, რადგან ერთი და იგივე ხარისხის სახლის გააქტიურების შედეგად საათში სამუშაო ქულების რაოდენობა არ იზრდება. მაგ. თქვენ გაქვთ გაქტიურებული 10 q2 სახლი, საათში თქვენ მხოლოდ 1 სამუშაო ქულას მიიღებთ.

3. მაქსიმუმ რამდენჯერ შეიძლება მუშაობა დღეში?
პასუხი: დამოკიდებულია დამქირავებელზე
ახსნა: დამქირავებელი წყვეტს რამდენჯერ შეგიძლიათ დღეში მუშაობა, თუ მაგალითად თქვენი ხელფასია 100 ₾არი, და დამქირავებელმა თქვენთვის მაქსიმალური დღიური ხელფასი დანიშნა 300 ₾არი, ეს ნიშნავს რომ თქვენ დღეში მაქსიმუმ შეძლებთ 3ჯერ მუშაობას. უკეთესად გარკვევისთვის დააკვირდით სურათს.

4. რამდენი სახლის ნედნეული (HRM) არის საჭირო ერთი ცალი Q2 სახლის ასაშენებლად?
პასუხი: 2 000 სახლის ნედნეული
ახსნა: სახლებზე მე საკმაოდ ვრცლად და ვისაუბრო ჩემს ერთ-ერთ სასწავლო გაიდში, სადაც ასევე მითითებული იყო ცხრილი, თუ რა არის საჭირო სახლების საწარმოოდ. ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე. სასწავლო გაიდი კი აქ

5. მინიმუმ რამდენი კონგრესმენი შეიძლება აირჩიოს ქვეყანამ?
პასუხი: 10 კონგრესმენი
ახსნა: თამაშის ვიკიპედიაში თუ შეიხედავთ, იქ გარკვევით დაინახავთ, რომ ასარჩევი კონგრესმენების მინიმალური რაოდენობა შეიძლება იყოს 10, ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ქვეყანას გააჩნია მხოლოდ ერთი რეგიონი.

6. რითი განისაზღვრება კონგრესმენების რაოდენობა ქვეყანაში?
პასუხი: ქვეყნის ახლანდელი (ოკუპირებულიანად) ტერიტორიებით.
ახსნა: ზემოთ დალინკული თამაშის ვიკიპედიის გვერდზე ასევე არის ახსნილი, რომ კონგრესმენების რაოდენობა განისაზღვრება ქვეყნის ტერიტორიების მიხედვით, განურჩევლად მისია და დაპყრობილი. ამ კითხვის პასუხი წინა ტესტებისს პასუხების ახსნაში მქონდა მითითებული, სამწუხაროდ ბევრმა არ დააკვირდით 😞

7. რამდენი ენერგია იხარჯება Q2 სამოგზაურო ბილეთის გამოყენებისას?
პასუხი: 3 ენერგია.
ახსნა: მოცემულ ლინკზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ ნებისმიერი ხარისხის ბილეთის გამოსაყენებლად საჭირო ენერგიის რაოდენობა.

8. როგორ გამოითვლება საშუალო ხელფასი?
პასუხი: საშუალო არითმეტიკული იმ გადახდილი ხელფასებიდან რომელსაც იხდიან დამქირავებლები 30 დღის განმავლობაში.
ახსნა: ახსნა არ ჭირდება, ეგრეა და რა ვუყოთ :დ თუ უფრო დეტალურად გსურთ გარკვევა ხელფასებზე, გადასახადებზე და ა.შ. შეგიძლიად გაეცნოთ მოცემულ სასწავლო გაიდს.

9. რა არის საჭირო ავიადარტყმის განსახორციელებლად?
პასუხი: ენერგია და ნაციონალური ვალუტა
ახსნა: დიახ მხოლოდ ესენია საჭირო, ოქრო არ ირიცხება ავიადარტყმის ბიუჯეტში, ვერც ბუნებრივ მტერს (NE_ს) ვერ გაუკეთებ ავია დარტყმას, რადგან ბუნებრივი მტერი გულისხმობს მტერ ქვეყანას რომელთანაც გვაქვს საზღვარი, წესებით კი აკრძალულია საჰაერო დარტყმის გაკეთება იმ ქვეყანაზე რომელთანაც საზღვარი გაქვთ.

10. რა არის სამუშაო გადასახადი (Work Tax)?
პასუხი: ეს არის პროცენტი რომელიც ეჭრება დაქირავებულს მუშაობისას და პროცენტი რომელიც ეჭრება მენეჯერს კომპანიაში/ქარხანაში მუშაობისას.
ახსნა: ძალიან მარტივი იყო ამისი გარკვევა, თუ კიდე ვერ გაიგეთ რამე, უბრალოდ დააკვირდით მითითებულ სურათ.


◘ რა აროს საჭირო წინააღმდეგობის გმირის (Resistance hero) მედლის მისაღებად?
პასუხი: Grizzly021_იმ საკმაოდ დეტალურად ახსნა თავის პასუხში თუ რა არის წინააღმდეგობის გმირის მედლის მისაღებად, ასე რომ გთავაზობთ მის პასუხს მცირე დამატებებით. რეგიონი უნდა იყოს დაპყრობილი 24 საათზე მეტ ხანს. შენ უნდა იყო იმ რეგიონში რომლის გათავისუფლებაც გსურს. უნდა გადაიხადო 1000 ცც, აჯანყების დასაფინანსებლად. აჯანყებას შენ გარდა კიდევ 9 ადამიანმა უნდა დაუჭიროს მხარი. რომ მოგროვდეს 10 კაცი, წინააღმდეგ შემთხვევაში აჯანყება არ შედგება.ის ქვეყანა რომლისთვისაც გსურს აჯანყების დაწყება არ უნდა იყოს გარეული სხვა სამხედრო კამპანიაში კერძოდ აჯანყებაში იგივე ქვეყნის წინააღმდეგ, რომლის წინააღმდეგაც აჯანყებას გეგმავს. აჯანყება აუცილებლად წარმატებით უნდა დამთავრდეს.

◘ როგორ გამოითვლება საგადასახადო შემოსავლები ოკუპირებული ქვეყნიდან?
პასუხი: შეგეძლოთ უბრალოდ დაგეწერათ ფორმულა: PCI = TC*(CR/OR*80%+BI), ახნსა განმარტებებისთვის ეწვიეთ მოცემულ ლინკს, წესით, თუ ვინმე აპირებთ პოლიტიკაში და კერძოთ ხელისუფლებაში მოსვლას, ვთვლი, რომ აუცილებელია ამის ცოდნა!




მოკლედ სულ ეს იყო მეგობრებო, იმედია მოცემული განმარტებები დაგეხმარებათ თამაშის ნიუანსებში უკეთ გარკვევაში.

უახლოეს მომავალში როგორც კი მთავრობას ახალ საკონკურსო ბიუჯეტზე შევუთანხმდები, ისევ ჩატარდება მსგავსი სახის ტესტები, კიდევ უფრო საინტერესო კითხვებით ასე რომ იაქტიურეთ და არ გამოტოვოთ!

გთხოვთ არ დაგავიწყდეთ სტატიისთვის ხმის მიცემა, სუბსკრაიბი და შემოწირულობები 🙂
მოცემულმა კონკურსმა დიდი დრო და ენერგია წამართვა, ასე რომ გთხოვთ დაიფასეთ შრომა და მომეცით სტიმული ახლის კეთებისთვის



სამინისტროს რამოდენიმე გაიდი (საგანმანათლებო სტატია) ეკონომიკის განხრით:
ეკონომიკა: კომპანიის მართვის საწყისები
ეკონომიკა: გადასახადები & ბიუჯეტი
ეკონომიკა: კომპანიები - განვითარება და წარმოება
ეკონომიკა: სავაჭრო "სპეკულაცია" და სავალუტო პარადოქსი

აქ ყველაფერი საკმაოდ საინტერესოდ და რაც მთავარია მარტივად არის ახსნილი. კითხვების შემთხვევაში კი ყოველთვის შეგიძლიათ მომმართოთ

ეტაპობრივად გაიდების როდენობა გაიზრდება, ბოლოსკენ კი ვაპირებთ ყველა ერთ დოკუმენტში შევკრიბოთ და პრეზიდენტის მისასალმებელ წერილში ჩავაგდოთ!

ასევე დაათვალიერეთ წინა ეროვნული გამოცდების ტესტებზე პასუხებს დარწმუნებული ვარ ბევრს გამოგადგებათ და ახალ საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ თამაშის შესხებ








ყველას გისურვებთ წარმატებას! 🙂

Vote - Subscribe - Endorse არ დაიშუროთ

ო7 და ჰაკუნა მატატა 😁