๐Ÿ“– [MOE] แƒ’แƒแƒœแƒแƒ—แƒšแƒ”แƒ‘แƒ˜แƒก แƒกแƒแƒ›แƒ˜แƒœแƒกแƒขแƒ แƒแƒก แƒ›แƒ”แƒแƒ แƒ” แƒ‘แƒ แƒ˜แƒคแƒ˜แƒœแƒ’แƒ˜ (+ แƒ™แƒแƒœแƒ™แƒฃแƒ แƒกแƒ˜โ˜ผ)

Day 2,986, 07:08 Published in Georgia Bosnia and Herzegovina by W A R R I O R


მოგესალმებით ჩემო თანაeმოქალაქენო! 🙂

სანამ დავიწყებდით, მინდა შეგახსენოთ არ დაგავიწყდეთ სტატიისთვის ხმის მიცემა, სუბრსკრაიბი და ასევე შემოწირულობებიც, მემგონი ბოლოსკენ რომ ჩადიხართ ზემოთ დასქროლვა და საჭირო ღილაკებზე დაჭერა ურალოდ გეზარებათ :დ ამიტომ გახსენებთ ეხლა, რომ არ დაგავიწყეთ და მეც გული გამიხაროთ



დღევანდელ ბრიფინგზე ჩვენ ვისაუბრებთ:
• eსაქართველოს ირანთან ომის დაწყების მიზეზებზე (მოკლედ და გასაგებად, რათა ახალბედებმაც გაიგონ რაშია საქმე )
• eსაქართველოს დღევანდელ მდგომარეობაზე & სამომავლო გეგმებზე
• MOE_ს კონკურსი - მეორე ეროვნული ტესტური გამოცდები
• სასწავლო გიდები



მოდით თავდაპირველად, ბევრი ასოების შემხედვარე მოთამაშემ კონკურსიც რომ არ დაიკიდოს, დავიწყოთ გათამაშებით.

ეს გახლავთ განათლების სამინისტროს რიგით მეორე ტესტური გამოცდები, რომელშიც ყველა მოთამაშეს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, რომლის ძალებიც არ აღემატება 2 000_ს.
რა თქმა უნდა სურვილის შემთხვევაში ძლიერ მოთამაშეებსაც შეუძლიათ გაიარონ ტესტირება, თუმცა კონკურსში ვერ მიიღებენ მონაწილეობას.

☼ MOE - ტესტები #2 ☼

წინა კონკურსი საკმაოდ აქტიური გამოდგა პირველი მცდელობისთვის, იმედია ესეც გადააჭარბებს ჩემ მოლოდინებს და უფრო მეტად დავრწმუნდები, რომ ღირს ამ საქმის გაგრძელება!

ყურადღება!!!
ყველა ის კონკურსანტი რომელიც არის ან გადმოვა კადეტების სამხედრო აკადემიაში დამატებით დასაჩუქრდებიან მიუხედავად იმისა გაიმარჯვებენ თუ არა!
1 000 - საკვები
200 - Q4 იარაღი

ასევე ყველა კადეტს მოგიწოდებთ გაწევრიანდეთ ჩვენს სკაიპ ჩათში და facebook ჯგუფში!
join.skype.com/DGpio6MRRklO
facebook.com/groups/1714414302128810/

ბიუჯეტი შეადგენს 10 000 ₾არს
ბიუჯეტი ამ ეტაპისთვის დაფინანსებულია მთავრობის მიერ, თუ ვინმეს გაქვთ ახალბედა მოთამაშეების განათლებაში ფულის ჩადების სურვილი აუცილებლად დამეკონტაქტეთ





ეხლა კი გადავიდეთ აქტუალურ თემებზე.

უმრავლესობას, დარწმუნებული ვარ უკვე ისედაც ბევრი სტატია წაუკითხავს უახლოეს მოვლენებზე, ამიტომ ვეცდები ყველაფერს მოკლედ შევეხო, უმეტესად ფაქტებით და ასევე გაჩვენებთ იმის მთლიანს რუკას თუ რა ხდებოდა, რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს მომავალში.

პირველ რიგში, გაიაზრეთ, რომ ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია რაც დაიწყო და ეხლაც გრძელდება. უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის მიზეზი არის თურქეთის (რომლის ერთგული მოკავშირეები ვართ) და ირანის ომი და ეს ომი მიმდინარეობს არა მარტო მათ, არამედ მათ მოკავშირეებს შორისაც.

ჩვენი ქვეყნის რუკაზე გამოჩენის პირველივე დღიდან თურქები გვერდში გვიდგანან. მათი წყალობით ჩვენ რაღაცას წარმოვადგენთ ამ თამაშში, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა როდესაც ისინი გვერდზე განგვდგომოდნენ. ასე, რომ როდესაც ირანმა დაიწყო თურქეთის მიწების დაპყრობა ჩვენი წმინდა მოვალეობა იყო მათ დავხმარებოდით.

ჩვენ ირანთან აქამდე რამოდენიმე ომი გვქონდა გადატანილი, არც ისე შორეულ წარსულში მათ ჩვენი ყველა მიწაც ქონდა დაპყრობილი. რა თქმა უნდა ამანაც უფრო წაგვაქეზა თურქეთის დასახმარებლად. ☻
ასევე უფრო ახლო წარსულში, ჩვენ წავართვით ირანს სომხეთის მიწები, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მათ საკუთრებაში იყო. ირანს ნებისმიერ დროს შეეძლო მათი უკან დაბრუნება და ჩვენზე შემოტევა, თუმცა ჯერ თურქეთი ყავდათ დასამორჩილებელი და სომხეთიც დიდი არაფერი რესურსის მომტანი არ იყო მათთვის.

სომხეთის ახევის შემდეგ, ჩვენმა მაშინდელმა პრეზიდენტმა Temsiss II_მა მიიღო გადაწყვეტილება ირანზე პირდაპირი შეტევისა და მის ბუნებრივ მტრად გამოცხადება. თუმცა პირველივე ბრძოლაში დავმარცხდით და ირანმა დაიწყო ჩვენზე შემოტევა, რის გამოც მოგვიწია საზღვრის ჩაკეტვა. სიტუაციის დასარეგულირებლად ჩაერთო ჩვენი ამჟამინდელი პრეზიდენტი (Sebastian Vettell) და შევძელით ირანთან "სროლის შეწყვეტაზე" მოლაპარაკება. საზოგადოების ნაწილს, მათ შორის იმჟამინდელ მთავრობასაც არ მოეწონა Temsiss II_ის მსგავსი ქმედებები, რის გამოც მოხდა მისი იმპიჩმენტი.

დრო გადიოდა, თურქეთი უკვე საკმაოდ დიდი ხანი მთლიანად იყო დაპყრობილი ირანის მიერ, და ვერაფრით ვერ გამოდიოდა მისი კლანჭებიდან. ცოტაც და დიდი ალბათობით ირანი გადმოერთვებოდა ჩვენზე, რადგან მას დასაბრუნებელი ქონდა სომხეთი და ჩვენი მეზობლად ყოლაც დიდად არ აწყობდათ.

ამის გამო ამჭამინდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, სანამ ირანი მოძლიერდებოდა და შეივსებდა დახარჯულ რესურსებს, ჩვენ თავად შეგვეტია მათთვის. ერთი კვირის განმავლობაში მთავრობა ლუკას (The beast from Asprovalta_ს) ხელმძღვანელობით ცდილობდა შეეგროვებინა თანხები რომელიც მოხმარდებოდა ბრძოლას, შედეგად ბიჭებმა შეძლეს +300 ევროს (რეალური ფულის) მოგროვება, ასევე უამრავი აქაური ვალუტა და რესურსები. აგრეთვე ყველა ჩვენმა მოკავშირეებმა მოგვცეს დახმარების დასტური. მოკლედ საბრძოლველად ქვეყანა მზად იყო.
და როდესაც ბრძოლა დაიწყო, დღის პირველი ნახევარი თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ჩვენ ვიღებდით ბრძოლის ქულებს, ასევე აჯანყებული თურქებიც იბრუნებდნენ თავიანთ მიწას. თუმცა შემდეგ ნახევარში სიტუაცია მთლიანად შეიცვალა. ირანის მხრიდან უამრავი ფულის ხარჯვა დაიწყო, მათ დააფინანსეს სომხეთის და ისრაელის აჯანყება და ყოველ ბრძოლაში დებდნენ კოებს (combat orders). ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენ დავმარცხდით.

დღევანდელი მდგომარეობით, ირანი მიხვდა რომ დიდხანს ვერ შეძლებს ჩვენ გაკონტროლებას, ვინაიდან ისინი ისედაც დიდ რესურსებს ხარჯავენ თურქეთის შესანარჩუნებლად. ამიტომ მათ თხოვეს თავიანთ მოკავშირეს ბრაზილიას დახმარება, რომელიც დაიპყრობდა სომხეთს და შემდეგ ჩვენც მოგვხედავდა.

ასევე გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ირანი გამოცხადებული გვყავს ბუნებრივ მტრად (Natural Enemy) ეს გვაძლევს მათ წინააღმდეგ ბრძოლის დროს 10%_იან ბონუსს. თუმცა როგორც ხედავთ ირანი თმობს პოზიციებს და ჩვენ გვიტევს ბრაზილია, რომელთანაც არ გვაქვს საბრძოლო ბონუსი (მათ კი აქვთ, რადგან უკვე გამოგვიცხადეს NE). ვინც არ იცის აქვე გეტყვით რომ ქვეყანას მხოლოდ ერთი ბუნებრივი მტერი შეიძლება ყავდეს და სანამ რომელიმე მათგანი სრულიად არ დაიპყრობს მეორეს, ან არ გაქრება მათ შორის საზღვარი, NE_ს ვერ შევცვლით!

ჯერჯერობით გეგმების ბოლომდე შემუშავება რთულია, რადგან გაურკვეველია რა და როგორ დამთავრდება, თუმცა თუ ბრაზილიამ გაგვიწია დიდი წინააღმდეგობა, ალბათ მთავრობა არჩევს მათ დავნებდეთ, რათა სრულიად დაგვიპყრონ, შედეგად ავტომატურად გაუქმდება ირანთან NE და შემდეგ აჯანყებებით და ეხლა უკვე ბრაზილიის ბუნებრივ მტრად გამოცხადებით გვექნება გაცილებით მეტი საბრძოლო ბონუსები და გაგვიადვილდება მათი აქედან გაძევება.


ჯერჯერობით სულ ეს იყო რისი თქმაც მსურდა, თუ რამეა მოგვიანებით კიდევ ჩავამატებ




აქვე მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე გაიდი (საგანმანათლებო სტატია) ეკონომიკის განხრით:
ეკონომიკა: კომპანიის მართვის საწყისები
ეკონომიკა: გადასახადები & ბიუჯეტი
ეკონომიკა: კომპანიები - განვითარება და წარმოება
ეკონომიკა: სავაჭრო "სპეკულაცია" და სავალუტო პარადოქსი

აქ ყველაფერი საკმაოდ საინტერესოდ და რაც მთავარია მარტივად არის ახსნილი. კითხვების შემთხვევაში კი ყოველთვის შეგიძლიათ მომმართოთ

ეტაპობრივად გაიდების როდენობა გაიზრდება, ბოლოსკენ კი ვაპირებთ ყველა ერთ დოკუმენტში შევკრიბოთ და პრეზიდენტის მისასალმებელ წერილში ჩავაგდოთ!

ასევე დაათვალიერეთ წინა ეროვნული გამოცდების ტესტებზე პასუხებს დარწმუნებული ვარ ბევრს გამოგადგებათ და ახალ საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ თამაშის შესხებ








ყველას გისურვებთ წარმატებას! 🙂

Vote - Subscribe - Endorse არ დაიშუროთ

ო7 და ჰაკუნა მატატა 😁