๐Ÿ“– [MOE] แƒ™แƒแƒœแƒ™แƒฃแƒ แƒกแƒ˜แƒก แƒจแƒ”แƒ“แƒ”แƒ’แƒ”แƒ‘แƒ˜ แƒ“แƒ แƒขแƒ”แƒกแƒขแƒ”แƒ‘แƒ˜แƒก แƒžแƒแƒกแƒฃแƒฎแƒ”แƒ‘แƒ˜ (+ แƒ’แƒแƒœแƒ›แƒแƒ แƒขแƒ”แƒ‘แƒ)

Day 2,977, 02:14 Published in Georgia Bosnia and Herzegovina by W A R R I O R


მოგესალმებით ჩემო თანაeმოქალაქენო! 🙂

გილოცავთ ძველით ახალ წელს! გისურვებთ ყოველივე კარგს და წინსვლებს როგორც ცხოვრებაში და ასევე ერესპუბლიკშიც :ვ

კონკურსი დამთავრდა და მინდა გითხრათ რომ საკმაოდ წარმატებულად. მოთამაშეთა იმაზე მეტმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა ვიდრე მე ვფიქრობდი.
მიუხედავად იმისა, რომ არსებული 12 კითხვიდან ყველაზე სწორი პასუხი ვერცერთმა მონაწილემ ვერ გასცა, შედეგები მაინც დამაკმაყოფილებელია, მეეჭვება რომელიმე გამოცდილ მოთამაშეს როდესაც 1 500 ძალამდე იყო, მოცემულ ყველა კითხვაზე ცოდნოდა პასუხი

ასევე ბედი ცადეს ზოგიერთმა გამოცდილმა მოთამაშემაც, რა თქმა უნდა თამაშგარედ, თუმცა არც იმათში მოიძებნა ისეთი ვინც ყველა სწორ პასუხს გაცემდა ☻



ეხლა გადავიდეთ თავად კონკურსის შედეგებზე. კონკურსანტების ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ყველაზე მეტი სწორი პასუხი (თორმეტიდან 11 სწორი) გასცა სამმა მონაწილემ.
თითოეულ მათგანს გადაეცემა 2 500 ₾არი

Grizzly021
Giorgi Gadua
Frost03


თორმეტიდან 10 სწორი პასუხი გასცა ორმა მონაწილემ.
თითოეულ მათგანს გადაეცემა 1 000 ₾არი

DeathXuso
ubralo me


გადავწყვიტე დანარჩენი კონკურსანტი მონაწილეებიც წამეხალისებინა
მათ გადაეცემათ თითოეულს 1 000 საკვები
salinio
Grafgiga
GEORGIANIVIKO07
nika.mtiulishvili


*ტესტირების მსვლელობა და ყველა მონაწილის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე



მათ ვისაც სურვილი გამოგიჩნდათ ცადოთ ბედი და თქვენც გაიაროთ ტესტირება შეგიძლიათ გადახვიდეთ ტესტირების გვერდზე და შეამოწმოთ საკუთარი თავი 🙂



ტესტების სწორი პასუხები კი ასე გამოიყურება:

1. რას ნიშნავს NE?
○ NE იშიფრება როგორც Natural Enemy, ქართულად ის ითარგმნება როგორც ბუნებრივი მტერი.

2. როგორ მოიპოვება "სამუშაო ქულა" (Overtime Points)?
სამუშაო ქულა, იგივე Overtime Points მოიპოვება გააქტიურებული სახლებიდან, თითო ხარისხის სახლი 1 საათში იძლევა 1 სამუშაო ქულას. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ გააქტიურებთ ორ ერთი და იგივე ხარისხის სახლს, თქვენ არ დაგერიცხებათ გაორმაგებული სამუშაო ქულები! გაორმაგებული ქულები დაგერიცხებათ იმ შემთხვევაში თუ თქვენ გექნებათ 2 სხვადასხვა ხარისხის სახლი. სულ არსებობს 5 ხარისხის სახლი, შესაბამისად თუ თქვენ ყველას გააქტიურებთ საათში მოიპოვებთ 5 სამუშაო ქულას.

3. რამდენი სამუშაო ქულა (Overtime Points) არის საჭირო დამატებით მუშაობისთვის?
○ დამატებით მუშაობისთვის საჭიროა 24 სამუშაო ქულა, იგივე Overtime Points.

4. რა ღირს ერთი მმპ_ს (Mutual protection pact) გაფორმება?
○ მმპ ეს არის ინგლისური აბრევიატურა MMP - Mutual protection pact, ქართულად ის ითარგმნება როგორც ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულება მისი ქართული აბრევიატურა კი იქნება "ოთხ" თუმცა მას არავინ არ ხმარობს ერთი მმპ_ს გასაფორმებლად ორივე მონაწილე ქვეყანას ბიუჯეტიდან ეჭრება 10 000 ცც (CC - Country Currency). მმპ კანონპროქეტის გამოტანა შეუძლია მხოლოდ პრეზიდენტს, ხმის მიცემა შეუძლიათ კონგრესმენებს ან დიქტატორს. მმპ_ს ხანგრძლივობა არის 30 დღე, თუ რა თქმა უნდა რომელიმე სახელმწიფომ მანამდე არ დაარღვია ხელშეკრულება.

5. როგორ გამოითვლება პრესტიჟის ქულები (PP)?
○ პრესტიჟის ქულები მიიღება ბრძოლებში. 1 პრესტიჟს ქულა უდრის 1 დარტყმას. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ერთი მოწინააღმდეგის დასამარცხებლად ხშირ შემთხვევაში საჭიროა რამოდენიმე დარტყმა, ამიტომ ამისათვის თქვენ მიიღებთ რამდენიმე პრესტიჟ ქულას.

6. რისთვის არის საჭირო პრესტიჟის ქულები (PP)?
○ როგორც უკვე გავიგეთ პრესტიჟის ქულები მოიპოვება ბრძოლებში მიყენებული დარტყმით. როდესაც თქვენ მოაგროვებთ 250 პრესტიჟის ქულას თქვენ შეგიძლიათ აიღოთ პრიზი ყოველკვირეული გათამაშებიდან, პირველი პრიზი როგორც წესი (თუ სპეციალური კვირეული არაა) არის საცავის თავისუფალი ადგილის გაზრდა 1 000 ერთეულით. ყოველ შემდეგ მოპოვებულ 250 ქულაზე თქვენ გეძლევათ სხვადასხვა პრიზები, მთავარია არ დაგავიწყდეთ მათი აღება კვირეულის დამთავრებამდე.

7. მესამე დონეზე განვითარებული უფასო სავარჯიშო ბაზა რამდენ ძალას გვაძლევს?
○ მემგონი ყველაზე მარტივი კითხვა ამისათვის საჭირო იყო უბრალოდ შესულიყავით საწვრთნელ მიწებში დაკეჭირათ უფასო სავარჯიშოს "განახლებაზე" (მწვანე ისარი) და იქ ნახავდით თითო დონე (სულ 4) რამდენ ძალას გიმატებთ. პასუხია 15 🙂

8. მაქსიმუმ რამდენი კონგრესმენი შეიძლება აირჩიოს ქვეყანამ?
○ ეს კი კითხვა, რომელზეც მონაწილედა უმრავლესობა ჩაიჭრა. კონგრესმენების რაოდენობა დამოკიდებულია ქვეყნის რეგიონებზე. თუ ქვეყანას არ გააჩნია რეგიონი ის ვერ ირჩევს კონკრესმენებს. 1 რეგიონის ყოლის შემთხვევაში მას შეუძლია აირჩიოს 10 კონგრესმენი, 2 რეგიონის - 20 კონგრესმენი, 3 - 30. ხოლო შემდეგ 4 რეგიონიდან 40 რეგიონამდე კონგრემენების რაოდენობა იქნება 40. 41_დან 100_მდე კი კონგრესმენების რაოდენობა იქნება იმდენი რამდენი რეგიონიც ეყოლება ქვეყანას, ანუ 45 რეგიონის დროს 45 კონგრესმენი და ა.შ. მაქსიმალური რაოდენობა კი არის 100 კონგრესმენი (ადმინებმა მეტი აღარ გინდათო). უფრო დეტალურ ცხრილს შეგიძლიათ გაეცნოთ თამაშის ვიკიპედიაში.

9. რამდენი ოქრო ჯდება ოთხივე სავარჯიშო ბაზაზე ვარჯიში?
○ ესეც საკმაოდ მარტივი დავალება იყო, საწვრთნელ მიწებში ყველა სავარჯიშოს გვერდით აწერია მანდ მუშაობის საფასური, ყველას დაჯამებით მიითებდით 2,87 ოქროს. პ.ს. ზოგიერთი ინტრიგანი, გვარებს არ დავასახელებ, ისედაც არ ვიცი გამას გვარი ☻, შემომჩივლა, რომ კითხვაში მითითებული არ იყო ვარჯიში ხორციელდებოდა კონტრაქტით თუ არა. პირველ რიგში ბაზისური რაც არის იმას დაკონკრეტება არ სჭირდება, კონტრაქტის შემთხვევაში მითითებული იქნებოდა ეგ. მეორე კი ბატონო გამა კითხვა იყო დახურული, ანუ ქონდა 4 სავარაუდო პასუხი, კონტრაქტის შემთხვევაში თუ 50%_ია ვარჯიში ჯდება 1.435, 90%_ის შემთხვევაში - 0.287. ვარიანტებში ეს რიცხვები არ ეწერა შესაბამისად ლოგიკურად თუ მივუდგებოდით არ იქნებოდა რთული სწორი პასუხის გარკვევა.
პ.პ.ს. იტრიგნობას ჯობია ჩემი გაიდები იკითხო თორე შენი სტატუსის კაცს არც ისე სახარბიელო შედეგი გქონდა ტესტირებაში ☻


10. რა არის აუცილებელი იმისათვის რომ ქვეყანა გახდეს იმპერია?
○ იმისათვის, რომ ქვეყანა გახდეს იმპერია, ქვეყნის სიძლიერე უნდა იყოს 4 000_ზე მეტი.

☼ რისი ტოლია ქვეყნის საბაზო შემოსავალი (Base Income) თუ მას აქვს 0 რეგიონი? (ღია კითხვა #1)
○ როდესაც ქვეყანას არ გააჩნია რეგიონი, იმისათვის რომ ქვეყანა არ განადგურდეს და მისმა მოქალაქეებმა თამაშის მუღამი არ დაკარგონ, ადმინებმა გადაწყვიტეს 0 რეგიონის შემთხვევაშის რაღაც შემოსავალი მაინც ყოფილიყო და იგი უდრის 20%_ს. უფრო მეტი იმფორმაციისთვის შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემი გაიდი ქვეყნის შემოსავლებთან დაკავშირებით ან ნახოთ ოფიციალური განმარტება გადასახადებთან მიმართებაში თამაშის ადმინებისგან.

☼ მაქსიმუმ რამდენი მმპ_ს (Mutual protection pact) გაფორმება შეუძლია ქვეყანას? (ღია კითხვა #2)
○ მმპ_ს რაოდენობა ლიმიტი არ გააჩნია, შეგიძლიათ გაუგზავნოთ იმდენ ქვეყანას რამდენიც ფიქსირდება თამაშში დღევანდელი მდგომარეობით ჩვენს გარდა არის კიდე 73 სახელმწიფო, ყველა მათგანთან შეიძლება მმპ_ს გაფორმება თუ რა თქმა უნდა ბიუჯეტი შეგვიწყობს ხელს, თუმცა ამით მოგვიწევს უარის თქმა ომიანობაზე 😃




მოკლედ სულ ეს იყო მეგობრებო, იმედია მოცემული განმარტებები დაგეხმარებათ თამაშის ნიუანსებში უკეთ გარკვევაში.

უახლოეს მომავალში როგორც კი მთავრობას ახალ საკონკურსო ბიუჯეტზე შევუთანხმდები, ისევ ჩატარდება მსგავსი სახის ტესტები, კიდევ უფრო საინტერესო კითხვებით ასე რომ იაქტიურეთ და არ გამოტოვოტ!


გთხოვთ არ დაგავიწყდეთ სტატიისთვის ხმის მიცემა, სუბსკრაიბი და შემოწირულობები 🙂
მოცემულმა კონკურსმა დიდი დრო და ენერგია წამართვა, ასე რომ გთხოვთ დაიფასეთ შრომა და მომეცით სტიმული ახლის კეთებისთვის



აქვე მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე გაიდი (საგანმანათლებო სტატია) ეკონომიკის განხრით:
ეკონომიკა: კომპანიის მართვის საწყისები
ეკონომიკა: გადასახადები & ბიუჯეტი
ეკონომიკა: კომპანიები - განვითარება და წარმოება
ეკონომიკა: სავაჭრო "სპეკულაცია" და სავალუტო პარადოქსი

აქ ყველაფერი საკმაოდ საინტერესოდ და რაც მთავარია მარტივად არის ახსნილი. კითხვების შემთხვევაში კი ყოველთვის შეგიძლიათ მომმართოთ

ეტაპობრივად გაიდების როდენობა გაიზრდება, ბოლოსკენ კი ვაპირებთ ყველა ერთ დოკუმენტში შევკრიბოთ და პრეზიდენტის მისასალმებელ წერილში ჩავაგდოთ!








ყველას გისურვებთ წარმატებას! 🙂

Vote - Subscribe - Endorse არ დაიშუროთ

ო7 და ჰაკუნა მატატა 😁