Spread და საქართველოს ნაციონალური ბანკი

Day 2,613, 05:53 Published in Georgia Georgia by CharlieArg


ამ სტატიაში მინდა გელაპარაკოთ spread-ის პრინციპზე, აგრეთვე საქართველოს ნაციონალურ ბანკზე და მისი უკეთესი გამოყენების საშუალებაზე.


რა არის spread?

ალბათ უკვე შესულხართ ფულის ბაზარზე სადაც ოქრო და ლარი იყიდება.

ეხლა როცა ამ სტატიას ვწერ ესეთი სიტუაციაა ბაზარზე:
1 ოქრო ღირს 222.900 ლარი


ანუ გამოდის 10 ოქრო = 2229 ლარი



რაც შეეხება ფულს, 1 ლარი ღირს 0.005 ოქრო


ანუ გამოდის 2000 ლარი = 10 ოქრო

როგორც ხედავთ განსხვავება არის 2229-2000= 229 ლარი
ამ სხვაობას ქვია spread.

ეს არის ერთი შეხედვით მარტივი გზა ფულის მოგების.

მანიპულაცია მარტივია
- გამოგაქ თანხა ბაზარზე გასაყიდად, ანუ აკეთებ ახალ შეთავაზებას
ვთქვათ 2000 ლარი. როცა გაიყიდება ეს თანხა 0.005 ოქროდ, შემოგივა 10 ოქრო.
- გამოგაქ ეს 10 ოქრო ისევ ბაზარზე გასაყიდად და ადებ ყველაზე ნაკლებ თანხას რომ მალე გაგეყიდოს.

დღევანდელი სიტუაციით, ეს გამოტანილი 10 ოქრო, მოგიტანს 2229 ლარს.
თავიდან გქონდა 2000, ბოლოს გაქ 2229. ამ მანიპულაციით მოიგე 229 ლარი.



შენიშვნა:

- თუ სასწრაფოდ გჭირდებათ ფული, არ იყიდოთ ოქროთი! არამედ ოქრო გამოიტანეთ გასაყიდად ყველაზე დაბალ ფასში და მოგებაში დარჩებით.
- თუ ოქრო გჭირდებათ, მაშინ პირდაპირ იყიდეთ ფულით და არ გამოიტანოთ თანხა გასაყიდად ბაზრის ფასზე დაბალ ფასში (ანუ მაგალითად 1 ლარი = 0.004 არ დაადოთ როცა 0.005 ღირს)



მინუსები:

რათქმაუნდა არც ისეთი ადვილია ეს მანიპულაცია როგორც ჩანს, და ამ მეთოდსაც აქვს თავისი მინუსები:

- როგორც შენიშნეთ ძალიან ბევრს აქვს გამოტანილი ბაზარზე თანხა გასაყიდად. იმისთვის რო თქვენი თანხა გაიყიდოს, 10 დღე შეიძლება მოგიწიოთ ლოდინი რადგან შემოთავაზებები ბაზარზე არის ქრონოლოგიურად დაწყობილი და 10 დღის მერე გაქრება. თქვენი შემოთავაზებაც დაახლოებით 10 დღეში ამოვა პირველ გვერდზე და ისიც რამდენიმე წუთი, ამ მომენტში უნდა ილოცოთ რო ვინმე შემოვიდეს და თქვენი თანხა იყიდოს.
- თითო მოთამაშეს დღეში 10 ოქროზე მეტი არ შეუძლია მიიღოს, ანუ მნიშვნელობა არ აქ რამდენ თანხას გამოიტან გასაყიდად, მხოლოდ 10 ოქროსი გაიყიდება.
- უმეტეს შემთხვევაში თქვენი გამოტანილი თანხა მთლიანად არ იყიდება, და დარჩენილი თანხა ისევ თავიდან უნდა გამოიტანოთ გასაყიდად.

ალბათ მინუსების წაკითხვის შემდეგ გული ცოტა აგიცრუვდათ და იფიქრეთ კიდეც ამდენი ხანი რა ელოდება ამასო.
ამიტომ აქ მინდა უკვე ამოვწიო საქართველოს ნაციონალური ბანკის საკითხი






საქართველოს ნაციონალური ბანკი არის ორგანიზაცია, ანუ შესაძლებელია მასზე თანხის დასმა ბიუჯეტიდან, ასევე მას არ აქვს დღეში 10 ოქროს ლიმიტი როგორც ჩვეულებრივ მოთამაშეს. ანუ შესაძლებელია დიდი თანხის გადახურდავება. ვინაიდან ბიუჯეტში ფული ტყუილად დევს, სასურველია ეს ფული (რაღაც ნაწილი და არა მთლიანობაში) გადმოტანილი იქნეს ბანკის ანგარიშზე, ხოლო ბანკმა აწარმოოს ფულის და ოქროს ყიდვა გაყიდვა ბირჟაზე.
როგორც ვთქვი:
- ეს ბანკია ასე რომ არსად ეჩქარება ფულის გადახურდავება და შეუძლია დიდხანს ელოდოს ბირჟაზე სანამ არ გადახურდავდება
- არ აქვს ლიმიტი 10 ოქროსი
- ბიუჯეტში ფული ტყუილად არ დაიძინებს

თუ ეს განხორციელდება, საჭირო იქნება ზუსტი აღწერა რა თანხა შემოვიდა, რა გადახურდავდა, რა მოგება დარჩა და ა.შ ხოლო ეს სტატისტიკა წარდგენილი უნდა იქნას სააჯაროდ რათა მოქალაქეებმა იცოდნენ რა ხდება.