დახმარება ახლებს |Guide|

Day 2,439, 03:43 Published in Georgia Georgia by Aveun

მოგესალმებით დღევანდელ სტატიაში მინდა შევკრიბო ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რაც გამოადგებათ ახალ მოთამაშეებს განვითარებაში და თამაშის მექანიზმის შეცნობაში.

ამ თამაშს გააჩნია უწყვეტი ნაკადი მოთამაშეებისა, ზოგი რჩება ზოგიც კი თავს ანებებს, ჩვენი მოვალეობა კი არის რომ გავუჩინოთ ინტერესი ახალბედებს და გავცეთ ყველა მათ კითხვას პასუხი, რაც შეიძლება სრულყოფილად და საინტერესოდ, ჩვენ მათ უნდა მივცეთ თამაშის მოტივაცია, სწორედ ამიტომ ამ სტატიაში თავს მოვუყრი ყველა აქამდე დაწერილ სტატიებს, რაც კი ეხებოდა ახლების განვითარებას და მათ დაინფორმირებას.

საჭირო სტატიების ჩამონათვალი:
1.სასწავლო გვერდი ავტორი - Lovely Tunes

2.პირველი ნაბიჯები ავტორი - fighterever

3.მოიწვიე მეგობრები და მიიღე ოქრო ავტორი - Geooffroader

4.ომები აჯანყებები და ა.შ ავტორი - xuBcu

5.ძალა და ძალის აუცილებლობა ავტორი - მე

6.მისიები დამწყებებისათვის ავტორი - Sttylex

7.ყველაფერი ომზე ავტორი - Georgian Wolf

ვფიქრობ ამ სტატიების წაკითხვის, შემდგომ თქვენ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და მეტიც უფრო მეტს შეიცნობთ, ვიდრე უბრალოდ კითხვების დასმით. პირადად ჩემი მოწოდებაა იკითხოთ სტატიები, რაც მეტს წაიკითხავთ მით უფრო აითვისებთ თამაშის მექანიზმს, რაც უკვე პოზიტიურად იმოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე.

გახსოვდეთ! თითუეული თქვენგანის განვითარება, ქვეყნისთვის წინ გადადგმული ერთი ნაბიჯია.