მოიწვიე ახალი მოთამაშეები და მიიღე დამსახურებული ოქრო!!

Day 2,391, 10:43 Published in Georgia Georgia by Geooffroader

ჩემო თანამემამულენო!!!
ამ ტუტორიალს ვწერ მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცით როგორ უნდა გამოიყენოთ რეფერალ ლინკი.
მოიწვიე ახალი მოთამაშეები და მიიღე დამსახურებული ოქრო!!



ეს არის შანსი მიიღოთ ოქრო ბონუსის სახით,რომელიც თქვენს მიერ მოწვეული მოთამაშეების განვითარების მიხედვით დაგერიცხებათ.
ყოველი ოქრო რომელსაც მიიღებს თქვენი რეფერალ ლინკით დარეგისტრირებული მოთამაშე,ბონუსის სახით გადმოგეცემათ მიღებული ოქროს 10%
ეს ეხება ნებისმიერი გზით მოპოვებულ ოქროს(ლვლ-ის მომატების ბონუსი,მედლების ბონუსი და სხვა)

ეხლა კი დეტალურად თუ როგორ მოვიწვიოთ ახლები და რა არის რეფერალ ლინკი...

თამაშის მთავარ პანელზე,მარცხენა მხარეს არის მეგობრების მოსაწვევი ფუნქცია


გამოვა ფანჯარა სადაც მოცემულია რამოდენიმე ვარიანტი თქვენი რეფერალ ლინკის გავრცელების.
1. დასაკოპირებელი ლინკი,რომელიც შეგვიძლია გავავრცელოთ ნებისმიერი გზით.
2. დაშეარება ფეისბუქის გვერდზე
3. დაშეარება ტვიტერის გვერდზე
4. დაგზავნა თქვენს e-mail კონტაქტებთან


რეფერალ ლინკი დაგზავნილია
ახლა დროა მივიღოთ დამსახურებული ბონუსები!!

ნებისმიერ მიღებულ ოქროზე მოგივათ შეტყობინება!!

შევდივართ პროფილში და გადავდივართ მოწვეული მეგობრების გვერდზე.

თუ თქვენ უკვე შემოგივიდათ პირველი ბონუს ოქროები,ერთი დაკლიკების მეშვეობით გადაიტანთ მას ძირითად საფულეში. შეგიძლიათ ჯერ მოაგროვოთ გარკვეული რაოდენობა და შემდეგ გადაიტანოთ(ეს თქვენი ნებასურვილის მიხედვით)

ასევე
ახალი მოთამაშეების მოზიდვა და მათი განვითარება დაგეხმარებათ ერთ-ერთი მედლის(Society Builder) მოპოვებაში რომელიც ასევე დამატებით შეგმატებთ 5 ოქროს,ყოველ 10 მოთამაშეზე,რომლებიც მიაღწევენ 10 ლვლ-ს


მაშ ასე
მე თქვენ გაგიხსენით უმარტივესი გზა ოქროს მოპოვებისკენ
ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული!!!