სწორი განვითარება

Day 2,385, 00:25 Published in Georgia Georgia by Aveun

არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ამ თამაშში სიძლიერე და ძალაუფლება უმთავრეს როლს თამაშობს, თუმცა გამოკვეთილად შეიძლება გამოვყოთ ძალა - Strength.

მოდით ვნახოთ თუ რამდენი ძალა გააჩნია ჩვენ პერსონაჟს, გადავიდეთ ჩვენ ფროფილზე და მივაქციოთ ყურადღება ძალის ინდიკატორს.



სწორედ ეს არის თქვენი ძალის ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ზიანის მიყენების უნარს ომის დროს, რათქმაუნდა დატყმის ძალა ასევე დამოკიდებულია იმაზე თუ რა იარაღით ებრძვით მოწინააღმდეგეს, თუმცა საეთო ჯამში, რაც უფრო მეტი ძალა (Strenght) გაგაჩნია ნებისმიერი იარაღით მეტი ზიანის მიყენება შეგიძლია. გამოვყოფდი იმასაც, რომ ყოველი ძალის დონის განვითარების შემდეგ თქვენ მიიღებთ მედალს Super Soldier (სუპერ მებრძოლის მედალი) და ასევე 5 ოქროს.

რათქმაუნდა ძნელი მისახვედრი აღარაა, რომ რაც უფრო მეტი ძალა გაქვს მით მეტად მარტივი გახდება მედლების მოპოვება. როგორც იცით ომის დროს ბრძოლა დაყოფილია 4 დივიზიონად, რომელიც უკვე თავისთავად გადანაწილებულია მოთამაშეების ლეველებზე, რაც უფრო მეტი დონე - ლეველი გაქვს მით უფრო მაღალ დივიზიონში ხარ მაგალითად:1-34 დონემდე 1 დივიზიონი ხარ, 35-49 მეორე, 50-69 მესამე ხოლო 70+ მეოთხე ასე ხდება გადანაწილება, ეხლა კი დაუფიქრდით რა მოხდება თუ ძალის დონით, რომელიც მეორე დივიზიონში უნდა გვქონდეს გვაქვს პირველ დივიზიონში? - ალბათ ცოტა უცნაური კითხვაა, მაგრამ ყოველივეს აგიხსნით. იმ შემთხვევაში თუ ლეველის ამატებას არ იჩქარებთ და მეტ ყურადღებას ძალას (Strenght) დაუთმობთ თქვენ გექნებათ საშუალება მეტი წვლილი შეიტანოთ ომებში, რაც უკვე თავისთავად დადებითად იმოქმედებს თქვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე, ეს იგივეა რაც 9-ე კლასელი დასვა 6-ე კლასში მისი ფიზიკური ძალა რათქმაუნდა აღემატება დანარჩენი ბავშვების ძალას, ამიტომაც ვერავინ ვერ ბედავს მასთან ჩხუბს.

მოკლედ, რომ ვთქვა ამ ყველაფრით იმის თქმა მინდოდა, რომ არ არის საჭირო ვიჩქაროთ ჩვენი დონის (ლეველის) ამატება რაც ნაკლები დივიზიონი ვიქნებით მეტი ძალით მით უფრო დიდი ზეგავლენა ექნება თქვენ კაცს ბრძოლის ველზე, ეხლა კი რადგან ამდენჯერ ვახსენე ძალა (Strenght) მოდით ვნახოთ თუ სად და როგორ მოვიპოვებთ ამ ძალას. ეს ყველაფერი ხდება Training Grounds-დან (My Places>Training Grounds) აქ გადასვლის დავინახავთ, რომ ჩვენ აქ შეგვიძლია ჩვენი ძალის განვითარება, ერთადერთი რაც ჩვენ გვევალება არის Train ფანჯარის დაკლიკება შემდეგ კი ყველაფერი ავტომატურად მოხდება.




ესეიგი რა დასკვნის გაკეთება შეიძლება:

1:ძალა (Strenght) მისი გაძლიერება უმთავრესი პრიორიტეტია, მაგრამ თუ ჩვენ არ გვაქვს საშუალება შევავსოთ ჩვენი ოქროს რაოდენობის ბალანსი, მაშინ ამის გაკეთება ოქროთი არ ღირს.

2.მოაგროვეთ ოქრო რათა განაახლოთ Training Ground-სი ყურადღება!დაელოდეთ აქციას, რომელიც 44%-ი იქნება, ზედმეტი ოქროს დახარჯვა რათქმაუნდა არ ღირს. ვაძლიერებთ მეორე დონემე არამგონია მეტს გამოკრას ხელი, რომელიმე ახალმა მოთამაშემ თუ რათქმაუნდა ნამდვილ ფულს არ დაიხმარს.

3.ვისაც მეტი ვალუტა აქვს და შეუძლია ოქროს ყიდვა მას შეუძლია გააძლიეროს მეორე ქარხანაც Training Ground-ში 0,19 ოქროიანი. ეს ყველაფერი რათქმაუნდა დადებითად იმოქმედებს დღიური მოპოვებული ძალის ქულებზე. აი შესაბამისი სურათიც



უმეტესობა მოთამაშეები განძრახ აყოვნებენ ლეველის ამატებას, რატომ? - ისინი მთავარ დროს უთმობენ ძალას! რათა შემდეგ ბრძოლებში ადვილად მოიპოვონ Battle Hero-ს მედელბი რაც თავისთავად +5 ოქროა, როგორ ფიქრობთ მისთვის უფრო ადვილია ამ მედლის აღება თუ თქვენთვის?

როგორ მოვიქცეთ, რომ ზემოთ ხსემებული ყველაფერი კარგად შევასრულოთ?

1.მივიღოთ მონაწილეობა, მხოლოდ ქვეყნისთვის უმთავრეს ბრძოლებში

2.არ ვასრულებთ Daily Order-ს ყურადღება Daily Order-ს და არა Daily Task-ს!

3.ვომობთ მხოლოდ ძლიერი იარაღით Q6-Q7.

მსგავსად თამაშის ვარიანტი არამგონია ყველას მოეწონოს, რადგან იქნება ლაპარაკი იმაზე, რომ თამაშს დაეკარგება ხალისი და ა.შ მაგრამ მე დავწერე აქ ის რაც ქვეყნისთვის უმჯობესია, რაც ყოველივე მოთამაშეს მისცემს უფლებას მეტი გააკეთოს ქვეყნისთვის და საკუთარი თავისთვის.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ უკრაინელ მეგობრებს! Valeviko-ს და Galizien-ს სწორედ მათი დახმარებით მოვახერხე ამ სტატიის დაწერა! слава украине героям слава!