სასწავლო კურსი

Day 2,386, 14:20 Published in Georgia Georgia by JangavaDze
მოგესალმებით ყველას

ეს არის თამაშის პატარა სასწავლო კურსი,რომელიც ჩვენს ახალ მოთამაშეებს გამოადგება.

დავიწყოთ :

პირველ რიგში შემოდით სასწავლო აკადემიაში აქ
დაჭერით––––> Cadets' Military Academy
გადაავლეთ თვალი მთავარი გვერდის ფუნქციებს


My places -ეს არის მენიუ რომელშიც გაქვთ ჩამონათვალი :
1.companies – ქარხნები
2.Training Grounds –ძალის მოსამატებელი
3.Storage - აქ თქვენი საწყობია და მხოლოდ აქედან შეგიძლიათ რამის გაყიდვა
4. Advanced Buildings –რაკეტების ქარხანა, არის ძალიან ხარჯიანი და ფუფუნება უკვე დიდი ხნის მოთამაშეებისთვის რომლებიც უკვე თვეებია თამაშობენ და შეიძლება წლებიც.ეს ქარხანა აფერხებს ახალი მოთამაშის განვითარებას და არ არის რეკომენდირებული დამწყებისთვის


ეხლა განვიხილოთ შემდეგი მენიუ Market :
1.Marketplace –აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი სახის პროდუქტი
2.Job market - სადაც ეძებთ სამსახურის ვაკანსიას
3.Monetary market - აქ თქვენ ყიდულობთ და ყიდით ოქროს(საშუალო ფასი 203 ლარი)
4.kompanies for sale-სხვა მოთამაშეების ქარხნები აუქციონზე (მაგრამ ნახევარ ფასად იყიდით ფასდაკლებაზე ამიტომაც არ გირჩევთ)

შემდეგი მენიუ არის Community :
1.my country – ქვეყნის მოქალაქეების,კანონების,შემოსავლის,ომების და მოკავშირეების ინფორმაცია.
2.My military unit – სამხედრო დანაყოფი რომელშიც შენ იმყოფები და რომელსაც ემორჩილები(უმეტეს შემთხვევაში მათზე უნდა იმუშავო რომ მოგამარაგონ)
3.My party – პოლიტიკური პარტია
4.My newspaper –ჩემი გაზეთი (2 ოქრო ღირს და ყოველ 1000 subcribe ზე გაძლევს 5 ოქროს)
5.Forum – თამაშის სისტემის სიახლეები და მათი განხილვა ადმინისტრაციასთან
6.Aliances - ალიანსების სიძლიერე და მათში შემავალი ქვეყნების სია.


გაგიზიარებთ ჩემს ცოდნას თითოეულ მათგანზე .თამასში არის რამოდენიმე გზა განვითარებისთვის,კომპანიებში ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ საჭმელი,იარაღი და მათთვის საჭირო მასალები.ბევრი წყაროდან წამიკითხავს რომ ძლიერ მებრძოლს მეორე დონის საჭმლის ქარხანა ძალიან ეხმარება ენერგიის აღსადგენად და თუ ის ბიზნესს არ აწვება მეტი განვითარება მაგ ქარხნის არაა რეკომენდირებული.უმეტეს წილად ბიზნესში წარმატებული მოთამაშეები ფლობენ მაღალი დონის ქარხნებს რაც საკმაოდ დიდ შემოსავალს ტოვებს , რაც შეეხება დაბალ დონეებს თამაშის ეკონომიკური მოდული მათ განვითარების ძაან რთულ პირობებს უქმნის და ეს გათვლილია საიტის მოგების ასამაღლებლად (ფული რო რიცხონ ახლებმა).ამის მიუხედავად მე ავირჩიე ჩემებური ბიზნესი ქარხნების და ფულების გარეშე .

თქვენს ავატარს რომ დააწვებით დაინახავთ იქ არის მედლების სია რომლებიც ოქროს გარკვეულ რაოდენობას გაძლევთ ,ყველაზე სტაბილური და მომგებიანი მედლებია :

Super Soldier -რომელიც ყოველ მომატებულ 250 ძალაზე მოგემატებათ
Hard worker - რომელიც ყოველ 30 სამუშაო დღეზე მოგემატებათ
Freedom Fighter-ყველა დამწყებ მოთამაშეს შეუძლია "Freedom fighter" მედალის აღება ძალიან მარტივად (5ოქრო),ამისათვის თქვენ უნდა გადახვიდეთ აჯანყებული ქვეყნის ბრძოლაში და მოკლათ მის მხარეს 25 კაცი.3 ესეთი ქვეყნის დახმარების შემდეგ მედალი თქვენია და შეგიძლიათ მეორე ეგეთი მედლის ასაღებად ინფორმაციისათვის დააჭიროთ თქვენს ავატარს,გადახვალთ პროფილის გვერდზე და დაინახავთ მედლების სიას.(ყველა მედალზე აღწერილია დაწვრილებით თუ როგორ უნდა მოიპოვოთ იგი)

30 სამუშაო დღეს ვერანაირად დავაჩქარებთ მაგრამ შეგვიძლია ძალის მომატება დავაჩქაროთ.როგორ? ეს მარტივია .უბრალოდ შეაგროვეთ ოქრო და დაელოდეთ ფასდაკლებებს თამასში .ნახევარ ფასში თქვენ განავითარებთ Training Grounds და ამით 5 ოქრიანი მედლების სიხშირეს საგრძნობლად გაზრდით.ეს არის ყველაზე სწორი და მიზანშეწონილი ინვესტიცია .



ბიჭებო გააკეთეთ დასაწყისისთვის მისიები და ნელ ნელა გაერკვევით ყველაფერში.



ბიჭებო ამ ბმულებსაც გადახედეთ,გამოგადგებათ :
1.ბრიტანული სასწავლო გვერდი(ქართულად) გადმოქართულდა Lonely tunes –ს მიერ

2.როგორ ვიშოვოთ ოქრო სხვა მოთამაშეების თამასში მოწვევით დაწერილია Geooffroader მიერ

3.თამაშის მისიების განხილვა და დახმარება დაწერილია Sttylex –ს მიერ

4.აჯანყებები და ბრძოლის კატეგორიები – დაწერილია xuBcu–ს მიერ

5.სწორი განვითარება – დაწერილია Aveun-ს მიერ

6.პირველი ნაბიჯები – დაწერილია fighterever–ს მიერ
ხშირად დასმული კითხვები :
1.ენერგია როგორ მოვიმატო?
ყოველ 6 წუთში სისტემა გაძლევს 10 ენერგიის მომატების საშუალებას.რომ დააჭერ "recover energy" - ღილაკს სიცოცხლე გევსება საჭმლის ხარჯზე,რომელიც უნდა გქონდეთ თქვენს საწყობში.(Storage)
2.ვინ არის ჩვენი პრეზიდენტი?
შევდივართ Community -My country-politics სადაც დაწვრილებით წერია ყველაფერი პოლიტიკის და თანამდებობების შესახებ.
3.პარტიაში შევიდე თუ არა,და სად შევიდე?
ქართული პარტიებია :
United Georgian party
Caucasian Front-Georgia
GEORGIAN PARTY
აირჩიეთ სადაც უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს და იქ შედით,ჩაერთეთ თქვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში,იყავით აქტიურები,ისწავლეთ თამაში და დაეხმარეთ საქართველოს გაძლიერებაში.
4.იარაღი და საჭმელი როგორ გავაგზავნო?
შედიხარ მოთამაშის პროფილში მის ავატარზე დაჭერით,მარჯვენა ზედა კუთხეში არის გაგზავნა
5.მეორე ექაუნთის შექმნა შეიძლება?
ძაან ბევრ მონდომებულ მოთამაშეს დაადო უკვე სისტემამ ბან,ამის გამო გირჩევთ მსგავსი რამ არ ჩაიდინოთ,მომწერეთ მე და მოგცემთ დეტალურ ინფორმაციას ამ თემის შესახებ.

დროებით სულ ეს იყო.მივმართავ ყველა დამწყებ მოთამაშეს,მინდა იცოდეთ რომ თქვენ ძალიან გვჭირდებით ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად და თუ რამე გაგიჭირდებათ თქვენს გვერდში გვიგულეთ :

http://www.erepublik.com/en/citizen/profile/6071355 – Georgian_wolf (ირაკლი)
http://www.erepublik.com/ru/citizen/profile/5314681 - Lonely tunes (რატი)
http://www.erepublik.com/en/citizen/profile/8387633 - Geooffroader (გიორგი)







საქართველოს კონგრესმენი და განათლების მინისტრი
Cadets' Military Academy –ს მოადგილე
United Georgian Party–ს პრეზიდენტი

=========== Georgian_wolf ===========