პოლიტიზირებული სამხედრო დანაყოფები
tchock
შვეიცარიის ომის მაგალითზე გამოჩნდა, რომ პოლიტიზირებული სამხედრო დანაყოფები ზიანს აყენებენ ქვეყნის ბრძოლისუნარიანობას. ესაქართველოს შეუძლია ბევრად ძლიერი სამხედრო ძალის მობილიზება, ვიდრე ეს შვეიცარიის მაგალითზე დავინახეთ (თუმცა ეს ომი წარმატებით დასრულდა)
ჩემი აზრით, ყველა ხვდება, რომ უბრალო მოწოდება MU-ების დეპოლიტიზირებისკენ შედეგს არ მოგვცემს. ხოლო MU-ებს შორის ქიშპობა და ცალცალკე, თვითნებურად მოქმედება ქვეყანას ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს.
რამდენიმეხნიანი ფიქრის შემდეგ ამ პრობლემის გადაჭრის გეგმა ჩამოვაყალიბე. ჩამოყალიბება ხმამაღალი ნათქვამია, უბრალოდ რაღაც მონახაზი გავაკეთე. გთავაზობთ ამ გეგმის ძირითად პრინციპებს:
ამ პობლემის გადასაჭრელად, ვფიქრობ, შემდეგი რეფორმები უნდა გატარდეს (შეიძლება არარეალური ჩანდეს, მაგრამ ჩემი აზრით ეს საჭიროა)
1. შეიქმნას უშიშროების საბჭო
უშიშროების საბჭო იქნება 15 კაცისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც მიიღებს საბრძოლო გეგმებსა და გადაწყვეტილებებს. საბჭოს წევრები იქნებიან ესაქართველოს ტოპ 5 პარტიის წარმომადგენლები - თითო პარტიიდან 3 კაცი. ყველა პარტიას ექნება თანაბარი უფლებები.
2. უშიშროების საბჭომ ჩამოაყალიბოს ესაქართველოს სამხედრო სისტემა
შეიქმნება ერთიანი სამხედრო სისტემა და საბჭოს წევრები, მოლაპარაკებების შედეგად, შექმნიან ქვეყნის სამხედრო სისტემას - რამდენი MU ეყოლება ქვეყანას და რა ფუნქციების მატარებლები იქნებიან ეს MUები.
3. აეკრძალოთ სხვა მოქალაქეებს MU-ს შექმნა - ამის უფლება მხოლოდ უშიშროების საბჭოს დარჩეს.
ამ გზით გარანტირებული იქნება სამხედრო ძალის ორგანიზებულობა.
ქვეყნის სამხედრო სისტემის ჩემეული ხედვა:
MU-ები უნდა დაიყოს მათში შემავალი მოქალაქეების დონეების მიხედვით, და არა მათი პოლიტიკური შეხედულებებით. მოქალაქის დონე უნდა განისაზღვროს მისი ძალით და არა ლეველით. ამ გზით, კარგად განისაზღვრება MUების შესაძლებლობები.
MU-ებს არ ექნებათ სახელები, არამედ იქნებიან დივიზიები და დაიყოფიან ნუმერაციის მიხედვით. პირველი დივიზია დაკომპლექტდება ძლიერი (მაგ. 80 000 ძალაზე მეტის მქონე) მებრძოლებით, მეორე დივიზია უფრო სუსტებით და ა.შ.
ჩემი აზრით, ამ (ან ამდაგვარი) რეფორმების გატარების შედეგად, ესაქართველოს არმია იქნება სრულად დეპოლიტიზირებული. რაც მთავარია, ორგანიზებული, მოქნილი და ბრძოლისუნარიანი არმია.
გმადლობთ
Comments
საბჭო არსებობს და უქნარა ორგანიზაციაა, მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი როცა თავდაცვის მინისტრი ვიყავი იმიტომ რომ ვიცოდი არ ქონდა აზრი და ეგერ კი ხედავთ მართალი ვიყავი.
საერთო MU-ს წინააღმდეგი ვარ. პრობლემა MU-ებში არაა, ვინც არ იბრძოლა შვეიცარიაში ისინი გინდ ერთ მუში ჩაყარე ყველა, მაინც არ იბრძოლებდნენ. აქ ხალხზეა დამოკიდებული. მე მომწონს დაყოფილი MU-ები, ასე ერთნაირი გაგების ხალხი ერთად იკრიბება, და სიამოვნებას უფრო იღებ თამაშით რადგან ერთნაირად აზროვნებთ და ტვინი არ იბურღება ცალკეული სუბიექტების გამოხტომებით. და უფრო ორგანიზებული და ეფექტურებიც ვართ ასე იმიტომ რომ ერთმანეთის გვესმის და ერთი მექანიზმივით მოვქმედებთ. თან სხვა მოტივაციას გაძლევს როცა ღაცაც დანაყოფს ეკუთვნი და არა მთლიანად საერთო ჯარს! აქ ხარ ცალკეული პიროვნება, როგორც რეინჯერებში, მწვანე ბერეტებში თუ სხვა ელიტალურ დანაყოფებში. და არა ჯარისკაცი X უამრავ სხვა X-ს შორის როგორც ჯარში.
კი მაგრამ ეს დაყოფები განპირობებულია პოლიტიკური შეხედულებებით, რაც ჩემი აზრით მიუღებელია. საგარეო პოლიტიკაზე შიდა პოლიტიკა არ უნდა ახდენდეს გავლენას. გარეთ ყველა საქართველოა და არა რომელიმე პარტია
მე უბრალოდ ჩემი აზრი დავწერე, ეგ შენი აზრია და ყველას თავისი სუბიექტური მოსაზრება აქვს 🙂
ძალიან კარგი იქნებოდა! მაგრამ საქართველოში შეუძლებელია 😁) პოლიტიზირებულ მუში შემოდიან ხალხი სხვა პარტიიდან და იბირებენ ხალხს და წარმომიდგენია არაპოლიტიზირებულ მუში რა ამბავი იქნება 😁 რომ ვიცოდე რომ შენსავით უნდა ყველას და სხვა მიზნით არ გამოიყენებს ამას მხარს დავუჭერდი.... მბრძოლელი იბრძოლებს! პატრიოტი გაითვალისწინებს სამშობლოს ინტერესებს! არ აქვს როგორ იქნება დაყოფილი!!!
თავდაცვის მინისტრი როცა გავხდები ყველა მუ-ს მოვთხოვ მათი ინტერესების ჩემთვის ჩამოყალიბებას.. თუ ვის ემოგებრებიან ვის ეხმარებიან ბრძოლაში და რას აკეთებენ ზოგადად, სად ბრძოლობენ და ა.შ
ვნახოთ ხვალ არჩევნები და შემდეგ დავიწყოთ საქმის კეთება 🙂
ესაა ჩემი კომენტარი
http://www.erepublik.com/en/article/-georgian-democrats-1-2470613/1/20
ვაა 🙂