"Georgian Democrats"-ის სამხედრო პროგრამა

Day 2,561, 04:38 Published in Georgia Poland by Georgian Warrior


მოგესალმებით ესაქართველოს მოქალაქეებო. წარმოგიდგენთ პოლიტიკური პარტია "Georgian Democrats"-ის სამხედრო პროგრამას, რომელიც გადმოსცემს ჩვენი პოლიტიკური გუნდის შეხედულებას სამხედრო სფეროს განვითარების შესახებ.

ჩვენთვის მიუღებელია სამხედრო ქვედანაყოფების პოლიტიკასთან ყოველგვარი კავშირი. თუმცა დღეს სწორედ ამგვარი ვითარება გვაქვს. ყველა პარტიას აქვს თავისი MU, რაც ამ დაჯგუფებების პარტიული ინტერესებისადმი გამოყენებას განაპირობებს. თითოეულ MU ში გაერთიანებულნი არიან სხვადასვა დივიზიის მებრძოლები, რაც საბოლოოდ კორდინაციის ძალიან დაბალი დონის მიზეზია.

ჩვენი მიზანი არის, რომ მოხდეს სამხედრო ყვედანაყოფების სრული დეპოლიტიზება და ამ დაჯგუფებების სახელმწიფოს სამსახურში ჩაყენება. რამაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად უნდა აამაღლოს კორდინაცია და ჩვენი მცირე სამხედრო რესურსების მაქსიმალურად ოპტიმალურ გამოყენებას შეუწყოს ხელი.

ზემოთაღნიშნული მიზნის მისაღწევად წარმოგიდგენდთ სამხედრო მოწყობის ჩვენეულ გეგმას.

ესაქართველოში უნდა არსებობდეს მხოლოდ 5 MU.

1. I Division
2. II Division
3. III Division
4. IV Division
5. Cadets Military Lyceum

ამათგან ძირითადი სამხედრო დანიშნულება პირველ ოთხს ექნება. "Cadets Military Lyceum" კი ახალბედების გასაწვრთნელად და თამაშის პრინციპების შესასწავლად იქნება. ამ მიმართულებაზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ განათლების პროგრამაში იხილოთ, ახლა კი აქცენტს პირველ ოთხ MU ზე გავაკეთებ.

თითიეულ MU ში გაწევრიანეებული იქნებიან მოთამაშეები იმის მიხედვით თუ რეალურად რომელ დივიზიას ეკუთვნიან. თითიეულ MU ს ეყოლება "commander", რომელიც პასუხისმგებელი იქნება საჭიროების შემთხვევაში წევრების მობილიზებაზე და ბრძოლაში შესაბამისი დავალებების გაცემაზე. მას ამ საქმეში "2nd commander" ები დაეხმარებიან, რომლებსაც თავის მხრივ კაპიტნები და ასე შემდეგ იმის მიხედვით თუ დივიზიაში მებრძოლების რაოდენობა როგორი სახის დაყოფას მოითხოვს.

შეგიძლიათ იხილოთ სქემა:


თითოეული დივიზიისთვის FB ზე იქნება ჯგუფი, რომელშიც "commander" ბრძანებებს დადებს. ასევე მოთამაშეების უშუალო ინფორმირებას კაპიტნები მოახდენენ, რაც მაქსიმალურად გაზრდის ეფექტიანობას და ერთი დივიზიის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციას. ამას ასევე ხელს შეუწყობს "Military Unit Chatroom" სადაც თავისთავად ერთი დივიზიის ხალხს ექნებათ ერთმანეთთნ კავშირი.

ასევე commander ებმა თავისი სურვილით შეიძლება გამოიყენონ კომუნიკაციის სხცა საშუალებებიც, მაგალითად სკაიპი.

ბოლოს მინდა შევეხო იმ საკითხს რომ MU ს შექმნას პარტიებს ვერ ავუკრძალავთ და ვერც მათ გაუქმებას ვაიძულებთ. აქ გამოსავალი მხოლოდ ერთია, და ეს არის "შეგნება" და მეტი არაფერი. თითოეულმა მოთამაშემ უნდა გააცნობიეროს მსგავსი სტრატეგიის აუცილებლობა და ნებაყოფლობით გადმოვიდეს დივიზიის შესაბამის ქვედანაყოფში, რაც საბოლოოდ სხვა MU ების უბრალოდ დაცლას გამოიწვევს და შესაბამისად გაუქმებას.

სანამ პოლიტიკას სამხედრო სფეროსგან არ გავყობთ, ჩვენი აზრით, ნორმალურ შედეგს ვერასდროს მივაღწევთ. ამისთვის რათქმაუნდა მოთამაშეების მასიური ინფორმირება და პროპაგანდა იქნება საჭირო. რაც საბოლოოდ შედეგს ნამდვილად გამოიღებს, რადგან საწინააღმდეგო არგუმენტის მოყვანა ყველას გაუჭირდება.

P.S. ვიცით რომ მსგავსი იდეა ახალი არ არის, თუმცა ჩვენ ეს იდეა მიგვაჩნია სამხედრო სფეროს ერთადერთ სწორ განვითარებად!!!

პროგრამის ავტორი: Georgian Warrior