[რესპები] Gama Datoshvili და რესპუბლიკელები

Day 2,509, 12:19 Published in Georgia Turkey by Bendo7


მოგესალმებით, ძვირაფასო ამომრჩევლებო, თანამებრძოლებო და თანამოქალაქენო! დღეს ე-საქართველოს ისტორიაში კვლავ მნიშვნელოვანი დღეა. ვირჩევთ ქვეყნის მმართველს - პრეზიდენტს, და ასევე იმ გუნდს რომელიც მომავალი 30 დღის განმავლობაში წარუძღვება ქვეყანას. ამ მცირე საგაზეთო სტატიით მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ Gama Datoshvili-ზე და იმ პოლიტიკურ გუნდზე, რომელსაც იგი წარმაოდგენს ამ არჩევნებში, საქართველოს რესპუბლიკური პარტია.

ჩვენ ვართ ახალი პოლიტიკური გუნდი, რომელიც თანაბრად აერთიანებს როგორც გამოცდილ, ისე ახალბედა მოთამაშეებს. მისი წევრები ახლაც და წარსულშიც აქტიურად მონაწილეობდნენ კონგრესის და მთავრობის მუშაობაში; ჩვენ რიგებში ირიცხებიან რამდენიმე მოწვევის კონგრესმენები, ადამიანები რომელთაც აქტიურად ეჭირათ ქვეყნის ფინანსთა და თავდაცვის მინისტრთა პოსტები, ოფიცრის ამპლუაში აქტიურად უძღვებოდნენ და მოღვაწეობდნენ კადეტთა სამხედრო აკადემიაში. მეორეს მხრივ, ჩვენი პოლიტიკური გუნდი არასრული იქნებოდა რომ არა ის ახალბედები, რომლებიც ჩვენი საარჩევნო სიის უმაღლეს საფეხურებს იკავებენ, აქიურებია არიან როგორც პარტიის, ისე ეროვნული გვარდიის შიგნით.

დაარსებიდანვე, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდა უარი თქვა ე-საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე გავრცელებულ მოდელზე - ერთი ლიდერი და მასზე მიკედლებული პარტიის წევრები. რესპუბლიკელები ყველა გადაწყვეტილებას ღია კენჭისყრით პარტიის საერთო ჩატში იღებენ, ყველა წევრის მოსაზრების გათვალისწინებით და საერთო პოზიციების შეჯერებით.

Gama Datoshvili-ს და რესპუბლიკელებს, წარმატების შემთხვევაში, საქართველოს მართვის სწორედ ასეთი მოდელი აქვთ მხედველობაში. ჩვენ იდეაშია გავამყაროთ ინფორმაციის გაცვლა და ურთიერთობა მთვრობის წევრებსა და კონგრესს შორის; მთავრობაში და ერთიან საბჭოში თავი მოვუყაროთ ყველა იმ ადამიანს ვინც საქართველოს წინ სვლაში მცირეოდენი წვლილი მაინც აქვს შეტანილი პარტიული კუთვნილების მიუხედავად; ჩამოვაყალიბოთ ერთიანი გუნდი სადაც იქნებიან საღად მოაზროვნე გამოცდილი პოლიტიკოსები, ახალბედა მოთმაშეები და ყველა, ვისაც უნდა რაიმე წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში. ჩვენი მიზანია გავითვალისწინოთ ყველა თნამოქალაქის აზრი და სურვილისამებრ, ერთიანი ფორუმის ფორმატში მივიღოთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. რესპუბლიკელების აზრით, დღევანდელ ე-ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე სწორედად კომუნიკაციის ნაკლებობაა მთავრობას, ოპოზიციას და საერთოდ ყველა თანამოქალაქეებს შორის, სწორედ ამიტომ უპირველესი მიზანი სწორედ ამ კომუნიკაციის არხების დალაგება და ინფორმაციის გავრცელების ეფექტური გზების გამონახვა იქნება.

მე, ისევე როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრს, გულწრფელად გვჯერა რომ Gama Datoshvili როგორც ე-საქართველოს პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის მმართველობის იდეალები არის ის, რაც დღეს არის ე-საქართველოსთვის უკეთესი არჩევანი. დღეს სწორედ ასეთი ახალგაზრდა, ენერგიით და ოპტიმიზმით აღსავსე ახალგაზრდა პოლიტიკოსები გვჭირდება სათავესთან, რომელთაც ასევე მტკიცე პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნიათ (ვისაც გახსოვთ გამას მოღვაწეობა კადეტებში და ფინანსთა მინისტრად, ალბათ გეცოდინებათ მისი სიმტკიცე და შეუპოვრობა). სწორედ გამა დათოშვილი, კადეტთა აკადემიის საუკეთესო პრინციპების მატარებელი ადამიანი იყო ის პიროვნება, რომელიც აქტიურად ჩაუდგა დასაწყისში საქართველოს ეროვნულ გვარდიას (Georgian National Guard) და დღესდღეისობით რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური გუნდის დახმარებით, რეზერვის საუკეთსო პრინციპები დანერგა შიგნით - გახადა გვარდია ე-საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სამხედრო დანაყოფი, რომლის წევრებისთვისაც პოლიტიკური პარტიის ძალისხმევით ბევრი ახალი პროექტი და აღჭურვის პროგრამა დაინერგა. დეტალურად ამის შესახებ ქვემოთ მოყვანილი სტატიის ლინკებში შეგიძლიათ წიკითხოთ.

ამგვარად, მოგიწოდებთ ყველას, პოლიტიკური და პარტიული კუთვნილების მიუხედავად, არის თუ არა პოლიტიკური პლურალიზმი მმართველობის ის იდეალური ფორმა რისკენაც ასე ტაატით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ? ასევე დაფიქრდით ეფუძნება თუ არა თქვენი პარტიის ამჟამინდელი იდეოლოგია მას? ამ ყველაფერს გამა დათოშვილი და რესპუბლიკელები დღეს გთავაზობთ, როგორც ეკონომიკურ ისე სამხედრო სფეროში. ასე რომ ველით თქვენს გადაწყვეტილებას ძვირფასო თნამოქალაქენო და მოგიწოდებთ, აუცილებლად დააფიქსიროთ თქვენი ხმა დღევანდელ არჩევნებში.



P.S. თუ არ დაიზარებთ, და გაქვთ საკმარისი დრო, გადახედეთ სტატიებს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის და ეროვნული გვარდიის შესახებ; და რაც მთვარია, არ დაგავიწყდეთ 5 ოქტომბერს მოხვიდეთ არჩევნებზე. ასევე იხილეთ, ჩვენი თანაბებრძოლის, ახალგაზრდა და ენერგიული, აქტიური მოთამაშის, Gama Datoshvili-ის წინასაარჩევნო სტატიები.


პრეზიდენტობის კანდიდატი Gama Datoshvili -
http://www.erepublik.com/en/article/-gama-datoshvili-2453168/1/20

ინტერვიუ პრეზიდენტობის კანდიდატთან (Gama Datoshvili) -
http://www.erepublik.com/en/article/-gama-datoshvili--2452630/1/20




[რესპები] არჩევნები, დღე 2501 \o/ -
http://www.erepublik.com/en/article/-2501-o--2449411/1/20

გახდი რესპუბლიკელი! -
http://www.erepublik.com/en/article/-1-2439422/1/20

[რესპები] პარტიის პრეზიდენტის არჩევნები -
http://www.erepublik.com/en/article/-1-2445084/1/20

[რესპები] გახდი რესპუბლიკელი დღეს! -
http://www.erepublik.com/en/article/-1344-2446602/1/20

გახდი რესპუბლიკელი ეხლავე
http://www.erepublik.com/en/article/-1344-2443745/1/20

Republik Party Of Georgia -
http://www.erepublik.com/en/article/republik-party-of-georgia-2446160/1/20

კონკურსი დიდი პრიზებით! -
http://www.erepublik.com/en/article/-1344-2447373/1/20




▂▃▅▆ საქართველოს ეროვნული გვარდია ▆▅▃▂

რესურსები GNG-სთვის -
http://www.erepublik.com/en/article/-1344-2453008/1/20#comments

საქართველოს ეროვნული გვარდია (GNG) -
http://www.erepublik.com/en/article/-1344-2452641/1/20

ახალი მუ Georgian National Guard -
http://www.erepublik.com/en/article/-georgian-national-guard-2440317/1/20

Georgian National Guard საქართველოს ეროვნული გვარდია! -
http://www.erepublik.com/en/article/georgian-national-guard--2444445/1/20

სასწრაფოდ გაწევრიანდით Georgian National Guard -
http://www.erepublik.com/en/article/-georgian-national-guard1-2447916/1/20

კონკურსი დიდი პრიზებით! -
http://www.erepublik.com/en/article/-1344-2447373/1/20