გახდი რესპუბლიკელი!

Day 2,479, 13:39 Published in Georgia Georgia by ManteX

ძვირფასო მოქალაქეებო, დროა გათვისუფლდეთ იმ მარწუხებისგან, რასაც ჰქვია ხელისუფლების უაზრო მონოპოლიზაცია. გვინდა არ გვინდა, უნდა ვითმინოთ მთავრობის ინდეფერენტულობა და ოპოზიციის თვითმარგინალიზაცია. როდემდე უნდა ვუყუროთ დისფუნქციურ სამხედრო სისტემას, სადაც კადეტთა აკადემიის კურსდამთავრებულნი არიან ფაქტიურად მიტოვებული სახელმწიფოს შემდეგ და ვერ იღებენ საჭირო გამოცდილებას და რესურსს რათა განვითრდნენ? როდემდე უნდა ვითმინოთ ეკონომიკის მძიმე მდგომარეობაში ყოფნა და თანამოქალაქეების შრომის ხარჯზე უცხოელების გამდიდრება საზღვარგარეთ? ეკონომიკური და სამხედრო რეფორმების მიზანმიმართული ძირის გამოთხრა ერთეული პიროვნებების მიერ? გვინდა ჩვენ უმოქმედი პრეზიდენტი, რომელიც არავითარ ფუნქციას არ შეასრულებს, ჩამოსცილდება მმართველობას და იგნორირებას გაუკეთებს მისთვის მიცემულ ხმებს? ან გვინდა ჩვენ პრეზიდენტი რომლის გადაწყვეტილებები ხშირად არაპროგნოზირებადი, ხოლო დიპლომატიური ქმედებები კი ემოციური და იპულსური?.

თქვენ არ ხართ იძულებული იყოთ ამ აბსურდის თეატრის მაყურებელი ან თანამონაწილე. გახდი იმ გუნდის წევრი, რომელსაც რეალურად სურს გაატაროს ქმედითი რეფორმები ქვეყანაში. წარსულში აქტიურად და ქმედითად ცდილობდა გამოეცოცხლებინა და გაუმჯობესებინა ქვეყნის ეკონომიკური და სამხედრო სფეროების მდგომარეობა. ერთად გავერთიანდეთ რესპუბლიკურ პარტიაში და ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ არაფრისმაქნისები, მარგინალები და პროვოკატორები არ მოხვდნენ მომავალში სახელმწიფო თანამდებობებზე.

შეუერთდი რესპუბლიკური პარტიის გუნდს აქ: erepublik.com/en/party/republican-party-of-georgia-4787/1

მომწერე პირადი შეტყობინება თამაშში შენი სკაიპის ნიკით და ვისაუბროთ პარტიის ერთიან ჩატში. შევაჯეროთ ჩვენი პოლიტიკური იდეეაბი და ასე ერთად მოვიდეთ პოლიტიკაში შემდეგ კონგრესის არჩევნებისთვის.

ManteX
Gama Datoshvili

გახდი ჩვენი ერთიანი გუნდის წევრი, არ ხარ ვალდებული იყო მხოლოდ ორი უკიდურესი არჩევანის წინაშე. აირჩიე საღი გონება და რაციონალიზმი, უთხარი უარი ინდეფერენტულობას, მარგინალიზაციას, იმპულსურ ქმედებებს პოლიტიკაში და მოგვაწოდე შენი იდეები. ერთიანი გუნდით მოვიდეთ ე-ქართულ პოლიტიკაში!