[რესპები] პარტიის პრეზიდენტის არჩევნები

Day 2,489, 11:17 Published in Georgia Georgia by ManteX

ძვირფასო მეგობრებო, მხარდამჭერებო და გულშემატკივრებო, უბრალო მოქალაქენო და ყველა, ვისაც ე-საქართველოს ბედზე გული შესტკივა. მოგესალმებით ყველას, როგორც თქვენი თანამებრძოლი, დღეს ერთიანი სახით წარმოგიდგენთ ჩვენი, რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურ გუნდს და გთავაზობთ, გახდეთ ჩვენი ერთიანი გუნდის ნაწილი. საძირკველიდანვე, ჩვენი მიზანი იყო ისეთი პოლიტიკური გუნდის შეკვრა, სადაც ყველა წევრი თანაბარუფლებიანია და არ გვყავს ლიდერები, ისეთი პოლიტიკური ერთობის შეკვრა, სადაც ყველა უსმენს ერთს და ერთი ყველას, სადაც ერთმანეთში იკვრება და იხლართება ჩვენი პოლიტიკური იდეები, რომლებიც აძლევენ ფორმას და აზრს რესპუბლიკური პარტიის დღევანდელობას და პოლიტიკურ მისწრაფებებს.

ჩვენ პოლიტიკურ პარტიას პარტიის პრეზიდენტის არჩევნებზე ამჟამად წარმოადგენ მე, ManteX, რომელიც სხვადასხვა დროს ვიყავი ე-საქართველოს 2 მოწვევის კონგრესმენი და თავდაცვის მინისტრი. სამწუხაროდ, ის მისწრაფებები რაც იმ დროს გამაჩნდა პოლიტიკური შიდა დაპირისპირების ფონზე ვერ განხორციელდა, ვერ მოხერხდა იმ ერთობის, იმ ერთსულოვნების სურვილის ჩამოყალიბება, რაც აგრეგირად აქვს ჩვენს ყველა აქტიურ მოთამაშეს. თუ ჩვენ მოვედით რესპუბლიკური პარტიის სათავეში ამ არჩევნების შედეგად, გპირდებით ჩვენი, როგორც ერთიანი პოლიტიკური გუნდის მისწრაფება ყოველთვის იქნება საერთო საქმისთვის ბრძოლა, პოლიტიკური შეთანხმებებზე ზრუნვა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის განვითრებას და ეხმარება ხელისუფლებას სწორი გეზით მიმართოს საკუთარი ინიციატივა.

რესპუბლიკელების პოლიტიკურ გუნდში არის 6 სხვადასხვა მიმართულება, რომლის მიხედივთად ყალიბდება პარტიის პოლიტიკა და მომავლის ერთიანი ხედვა. მინდა თითეულს ჰყავდეს თავისი კურატორი, ადამიანი, რომელიც ერთიანობაში მოუყრის ყველა ჩვენს შეხედულებას და მისი ხელმძღვანელობის ქვეშ უკეთ დავხვეწავთ ერთიან პოლიტიკას. ეს მიმართულებებია: 1. ფისკალური 2. სამხედრო 3. საგარეო 4. განათლება 5. იმიგრაცია 6. დასაქმება. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს შემოგვიერთდეთ, თქვენი ნების მიხედვით თუნდაც წაუძღვეთ პარტიის პოლიტიკის მიმართულებას, გახდეთ კურატორი და ჩვენი ერთიანი პოლიტიკური გუნდის წევრი. ამასთან, ჩვენი მოქმედების პრინციპი უცვლელია - ჩვენი მიზანია ყველა პარტიული თუ გუნდური თანამდებობა იყოს როტაციის პრინციპით, ყოველ თვე იცვლებოდეს პარტიის პრეზიდენტი, ჩვენი ერთიანი სამხედრო დანაყოფის, საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურები. ყველა სხვა პარტიისგან განსხვავებით ჩვენ არ ვართ დამოკიდებული ინდივიდებზე, ერთეულ ადამიანებზე ან პიროვნულ კულტზე. პარტიული გუნდი და მისი პოლიტიკა ერთიანი, ცოცხალი ორგანიზმია, რომლის ფუნცქიონირებაშიც ყველას თნაბარი წვლილი შეაქვს და ყველა თნაბარუფლებიანია.

ასე რომ, თუ გინდა რეალურ პლურალიზმზე აწყობილი პოლიტიკური გუნდის წევრობა, იქ სადაც აზრთა გაცვლა ნებისმიერ დროს და ადგილალსაა შესაძლებელი, იქ სადაც ყველა გისმენს შენ, შენ უსმენ ყველას და უზიარებ საკუთარ მსოფლმხედველობას - ნუ აყოვნებ, დატოვე უკან არქაული პოლიტიკური სისტემა და გახდი ახალი გუნდის წევრი -





P.S. გაქვს სათანადო ძალის მაჩვენებელი? გახდი ეროვნული გვარდიის წევრი და მიიღე საჭმელი ყოველდღე. დაწერე კომენტარი ამ სტატიაზე: http://www.erepublik.com/en/article/-georgian-national-guard-1-2445081/1/20