მთავრობის შემაჯამებელი ანგარიში #003

Day 2,510, 19:52 Published in Georgia Turkey by Barnabius


ესაქართველოში 2014 წლის 5 სექტემბერს ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა და შედეგად R. P. McMurphy-ისა, როგორც ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, და ახალი გუნდის მთავრობაში მოსვლამ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ესაქართველოს უახლეს ისტორიაში. კერძოდ ქვეყანაში პირველად, არჩევნების გზით, შეიცვალა მმართველი გუნდი და მთელი ერი სულმოუთქმელად ელოდა ცვლილებებსა და სასიკეთო ძვრებს სახელმწიფოს შიგნითა თუ საგარეო ასპარეზზე. დღეს R. P. McMurphy-ისა და მისი მთავრობის პირველი ვადა დასასრულს მიუახლოვდა, ამ პერიოდში მრავალი მიმართულებით პოზიტიური განვითარება სახეზეა, ბევრ საინტერესო, ინოვაციურ პროექტს ჩაეყარა საფუძველი და მთლიანობაში სახელმწიფომ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ძლიერ, ერთიან, დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბებისკენ, რისთვისაც თითოეული მოქალაქის სახელით დიდ მადლობას ვუხდი პრეზიდენტსა და მთავრობის ყველა წევრს. ესაქართველოს მთავრობის პრესცენტრი მნიშვნელოვან მოვლენებზე გთავაზობთ შემაჯამებელ ანგარიშს, რომელიც მიმოიხილავს მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებსა და მათ შედეგებს.



თავდაცვის სამინისტროს ანგარიში:


ესაქართველომ, მიუხედავად იმისა, რომ მოეხსნა თამაშის შემქმნელების მიერ მინიჭებული ფარი, შეინარჩუნა სტატუს-კვო - არ დაკარგა არცერთი რეგიონი და აფხაზეთის სტრატეგიულად გამოყენების პირობებში შეინარჩუნა მეგობრული ურთიერთობა ეთურქეთის მთავრობასთან. ზემოთქმულში ლომის წილი სწორედ თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის.
გამოცოცხლა კადეტთა აკადემია. გამოცდილი და შედარებით ახალბედა მოქალაქეების შენარჩუნებაზე ზრუნვა გახდა უპირველესი მიზანი, რათა აკადემია იყოს კონკურენტუნარიანი Military Unit, რომელიც საჭიროების ჟამს შეძლებს ქვეყანას სათანადო დახმარება გაუწიოს.

თავდაცვის სამინისტრო აქტიურად ურთიერთობდა სახელმწიფოს შიგნით არსებულ ყველა Military Unit-თან. არსებობდა იდეა, რომელიც სამხედრო საბჭოს შექმნას ითვალისწინებდა. საბჭოში თითოეული MU-ის მეთაური და თავდაცვის მინისტრი შევიდოდნენ და იზრუნებდნენ სწრაფ კოორდინირება-მობილიზებაზე საბრძოლო ვითარების პერიოდში, მაგრამ იდეა იდეად დარჩა. თავდაცვის მინისტრის აზრით ასეთი საბჭოს შექმნის აუცილებლობა ქვეყანაში არ არსებობდა, რადგან აუცილებელია საიდუმლო ინფორმაციის დაცულობის შენარჩუნება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ზემოთქმული კომუნიკაცია საბჭოს გარეშეც შესაძლებელია განხორციელდეს.

შეიქმნა უსაფრთხოების ნაციონალური დეპარტამენტი (UND), რომელიც გრძელვადიან პერიოდში ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის მოგროვებასა და ანალიზზე იმუშავებს. სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში განაწილებული აგენტები იზრუნებენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

ესაქართველოს ყველა ომი, რომელიც გასულ პერიოდში ჰქონდა, დაგეგმილი და კარგად გაანალიზებული გახლდათ. სავარჯიშო ომები ეთურქეთთან ჯერ აფხაზეთში დეტერმინაციის კოეფიციენტის გასანულებლად, ხოლო შემდეგ უკვე ძირითადად სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფინანსებული ბრძოლები გამოცდილებისა და რესურსების მოსაპოვებლად.

უკანასკნელ კვირაში სპონტანურად დაიგეგმა საბრძოლო დანაყოფების მობილიზაცია უკრაინის მისახმარებლად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესაქართველოს ინიციატივამ უკრაინელების პოზიცია - დაეთმოთ ომი - შეცვალა. ქართველებმა ყველა დივიზიაში სპონტანურად შეუტიეს და შედეგად 11 ქულა მოაპოვებინეს უკრაინას. გამოფხიზლებული უკრაინელები თვითონაც აქტიურად ჩაებნენ ომში, თავდაცვის მინისტრმა სტატიაც კი გამოუშვა, სადაც პრიორიტედად დასახა მოცემული ბრძოლა. მადლიერი უკრაინელები სულ HAIL GEORGIA-ს წერდნენ და ლოცავდნენ საქართველოს! უკრაინის რეგიონი კი რუსეთისგან განთავისუფლდა!

განათლების სამინისტროსთან ერთად დაიგეგმა აგრეთვე ვარჯიში კვირა საღამოს. დაიწერა სტატია და დაითქვა დრო და ომი. მსურველებმა თავიანთი თავი დააფიქსირეს. წვრთნებმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. უფრო I დივიზიის წვრთნა გამოდგა, რადგან ზემოთ დივიზიები არ ჩართულან აქტიურად, პირველმა დივიზიამ კი შესანიშნავად იმოქმედა და ორ ბრძოლაში შეძლეს გამარჯვება - ერთი უკრაინისთვის უნგრეთის, ხოლო მეორე კი აფხაზეთში თურქეთის წინააღმდეგ. აღსანიშნავია რომ ორივე ბრძოლა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა და მეომრები ორივეგან ერთდროულად იბრძოდნენ, იმისდამიხედვით თუ სად იყო დახმარება საჭირო. იმედია, წვრთნები გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ ხასიათს შეიძენს. აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობამ ბიუჯეტიდან გამოყო 1250 ლარი მოცემული ბრძოლისთვის და ესაქართველოს მთავარ 4 დანაყოფზე განაწილდა, რათა მათ საბრძოლო ბრძანებები განეთავსებინათ ან საკვები, იარაღი და ბილეთები დაერიგებინათ. თავდაცვის სამინისტროს გამიზნულმა ქმედებებმა არამხოლოდ ქართველებს დაანახა მათი რეალური შესაძლებლობები, არამედ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებსაც, რაც გრძელვადიან პერიოდში მხოლოდ პოზიტიური შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს.



განათლების სამინისტროს ანგარიში:


ესაქართველოს სამომავლო განვითარებისთვის განათლების სამინისტრომ, პირველ რიგში, აუცილებლად მიიჩნია მოსახლეობის აღწერა. თითოეული დივიზიის აღწერამ გამოაშკარავა რიგი პრობლემებისა, რომელთა გადაჭრასაც მთელი განვლილი პერიოდის მანძილზე სამინისტრო აქტიურად ცდილობდა.

უპირველესად, სამინისტრომ იზრუნა მოქალაქეების დასაქმებასა და უზრუნველყოფაზე. უახლოეს მომავალში პროგრამა „დაეხმარე ესაქართველოს ეკონომიკას - დასაქმდი საქართველოში“ საყოველთაო გახდება - მსურველების მიღება პარტიული ნიშნის მიუხედავად, უკვე დაწყებულია. სამინისტრო ეხმარება მოქალაქეებს განვითარებაში. პროექტის მონაწილეები სწრაფად პროგრესირებენ, მათი ანაზღაურება თანხის, საკვებისა და იარაღის სახით 50 GEL-მდე აღწევს, რაც პირდაპირ აისახება როგორც ინდივიდების კეთილდღეობაზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგან ქართველები საზღვარგარეთ აღარ გადიან სამუშაოდ და შესაბამისად საშემოსავლო გადასახადი სწორედ ესაქართველოს ბიუჯეტში შედის.

ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რომ განათლებისა და თავდაცვის სამინისტრომ განახორციელა ერთობლივი, მასოვრივი სამხედრო წვრთნები. მიზანი გახლდათ ბრძოლის პერიოდში კომუნიკაციის გაუმჯობესება და სტრატეგიულად სწორად წარმართვის უნარის ჩამოყალიბება თითოეულ ჯარისკაცში. წვრთნები განხორციელდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო პირველი საყოველთაო სამხედრო წვრთნა, დისციპლინა/კომუნიკაცია მაღალ დონეზე გახლდათ. იმედია, სამომავლოდ მთავრობა განაგრძოს მსგავს აქტივობებს და მათი დონე დროთა განმავლობაში აიწევს.

განათლების მინისტრს მთავრობაში მოსვლამდე ჰქონდა კრედიტების პროექტი, რომელიც ბიუჯეტში საკმარისი თანხის უქონლობის გამო ვერ ხორციელდებოდა. პირველი ვადის დასასრულს სახსრები გამოჩნდა, მოქალაქე თემომ გადაწყვიტა ეს პროექტი დააფინანსოს და უახლოეს დღეებში, განაცხადების მიღება დაიწყება. დამატებითი ინფორმაციისთვის - “კრედიტების პროგრამა“.



ფინანსთა სამინისტროს ანგარიში:


სტაბილური ეკონომიკა და მზარდი განვითარება ძლიერი ქვეყნის ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა. საეტაპო პერიოდში მრავალი პროექტი განხორციელდა, რომელიც მნიშვნელოვანი გახდება ესაქართველოს ეკონომიკისთვისაც და ბიზნესის თითოეული მწარმოებლისთვისაც. ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა ახალი პროექტი - "გადასახადები და ბიუჯეტი" გასულ პერიოდში. გარკვეული მიზეზების გამო, ცვლილებები ვერ განხორციელდა, მაგრამ ფინანსთა სამინისტრო განაგრძობდა აქტიურ მუშაობას. ვიმედოვნებთ, რომ მომავალი სახელისუფლებო ვადის ფარგლებში უფრო მეტი გაკეთდება ესაქართველოს ეკონომიკური სისტემის კონკურენუნარიანად ჩამოყალიბებისთვის.



საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში:



ესაქართველოს არ აქვს ფუფუნება ჰყავდეს ბევრი ოფიციალური პარტნიორი და შესაბამისად ორმხრივი დახმარების ხელშეკრულებების (MPP) გაფორმება ბევრ ქვეყანასთან, რომლებიც სიამოვნებით დაიჭერდნენ ჩვენს ქვეყანასთან მსგავს ურთიერთობას ვერ ხერხდება. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ განვლილ პერიოდში ეხორვატიასთანა და ეუკრაინსთან გააფორმა ზემოთქმული ხელშეკრულება (MPP) და უკვე ოთხ მოწინავე ქვეყანასთან აკავშირებს საქმიან-მეგობრული ურთიერთობა ოფიციალურ დონეზე.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეტაპზე, მოქალაქეების რაოდენობა და ხარისხი თუნდაც ნატურალიზაციის ხარჯზე უნდა გაიზარდოს. სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული უცხოელი მებრძოლების გადმობირების პროცესში, რამაც არმია უფრო ძლიერი გახადა.



კადეტთა სამხედრო აკადემია:


მთავრობამ, პრეზიდენტის მეთაურობით დაიწყო ,,ბეიბი ბუმი“. კადეტების აკადემიას სული ჩაბერეს Facebook-ის გვერდზე განთავსებული რეკლამის წყალობით. რეფერალებიდან შემოსული ოქრო ძირითადად ახალბედების საკვებსა და იარაღში იხარჯება, რათა ისინი დარჩნენ თამაშში, განვითარდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში.



ანგარიში სხვადასხვა განხორციელებულ პროექტზე:


„ბეიბი ბუმის“ შედეგად შემოსული ოქროს ნაწილით მთავრობამ შეიძინა და დაასაწყობა დიდი ოდენობით საკვები და იარაღი, რათა დაეხმაროს თითოეულ მოქალაქეს და ამავდროულად მზად იყოს საბრძოლო ვითარებაში მებრძოლების უზრუნველსაყოფად.

წახალისების და განვითარების პროგრამა შეიმუშავა ესაქართველოს დამსახურებულმა მოქალაქემ Georgian wolf-მა.

ესაქართველოს მთავრობის წინა ანგარიშში შეგეძლოთ გეხილათ ინფორმაცია საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ბმულზე გადასვლის შემდეგ, ანგარიშის დასასრულს შეგიძლიათ გაეცნოთ მას. ესაქართველოს მთავრობის ანგარიში და ინფორმაცია ალიანსების შესახებ.



...დასასრულ:


ესაქართველოს მთავრობის პრესცენტრი ქვეყნის თითოეული მოქალაქის სახელით კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოახსენებს საქართველოს პრეზიდენტ R. P. McMurphy-ისა და მის სამთავრობო გუნდს პრემიერ-მინისტრის Vettel-ის წინამძღოლობით. თავდაცვის მინისტრს - CharlieArg, საგარეო საქმეთა მინისტრს - xSteviex, ფინანსთა მინისტრსა - Giorgi IV და განათლების მინისტრს - George Java, რომლებიც წმინდა ენთუზიაზმის ხარჯზე მონდომებას არ აკლებდნენ, ენერგიას არ ზოგავდნენ და ერთი თვის განმავლობაში შრომობდნენ, რათა თითოეულ ჩვენგანს სამომავლოდ უკეთ ეგრძნო თავი ძლიერ, ერთიან, დემოკრატიულ ესაქართველოში, რომლის „მშენებლობაც“ გრძელდება და ესაქართველოს მთავრობის პრესცენტრი განაგრძობს პროცესისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ თქვენ ინფორმირებას.




პატივისცემით
პრემიერ-მინისტრის თანაშემწე
ესაქართველოს მთავრობის პრესცენტრის დირექტორი
Barnabius