[MOD] უსაფრთხოების ნაციონალური დეპარტამენტი (UND)

Day 2,495, 14:32 Published in Georgia Georgia by CharlieArg








მოგესალმებათ თავდაცვის სამინისტრო!

როგორც მოგეხსენებათ ერესპუბლიკაში მზე არც საქართველოდან ამოდის და და არც საქართველოში ჩადის. ჩვენ ერთი პატარა ქვეყანა ვართ რომელიც ცდილობს ტიტანებს შორის არ გაიჭყლიტოს და გადარჩეს. ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე ახალი სტრუქტურის შექმნა რომელსაც დაერქმევა "უსაფრთხოების ნაციონალური დეპარტამენტი" (UND) და მისი მიზანი იქნება ინფორმაციის შეგროვება და მათი ანალიზი რათა საქართველოზე მომავალი შესაძლო საგარეო საფრთხე დროულად იქნეს აცილებული ან სათანადოდ მომზადებული დავხვდეთ მას .
ამ დეპარტამენტს არ ექნება ჯაშუშობის ფუნქცია როგორც KGB ან CIA . იგი უფრო შეიძლება შევადაროთ ამერიკულ NSA-ს რომელიც უზარმაზარ ინფორმაციას აგროვებს სხვადასხვა ქვეყანაზე.





ახლა კი დაწვრილებით:
პირველ ეტაპზე ავიყვანთ 5 აგენტს რომელსაც ასე გადავანაწილებთ

ჩვენ მსოფლიო რუკა სექტორებად დავყავით. თითოეულ სექტორში მივავლენთ თითი აგენტს.

აგენტი 001-ი მივლინებული იქნება სექტორ n°1-ში, რომელშიც საქართველოს მეზობელი ქვეყნები შედიან.







აგენტი 002-ი მივლინებული იქნება სექტორ n°2-ში, რომელშიც ამერიკის მთლიანი კონტინენტის ქვეყნები შედიან





აგენტი 003-ი მივლინებული იქნება სექტორ n°3-ში, რომელშიც აფრიკის, აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები შედის + ავსტრალია






აგენტი 004-ი მივლინებული იქნება სექტორ n°4-ში, რომელშიც დასავლეთ ევროპის ქვეყნები შედის ყვითელი ხაზის მარცხნივ.

აგენტი 005-ი მივლინებული იქნება სექტორ n°5-ში, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შედის ყვითელი ხაზის მარჯვნივ რუსეთის გარდა





თითოეულ აგენტს დაევალება ამ ქვეყნების თვალყური და კვირაში ერთხელ ანგარიშის წარმოდგენა თავდაცვის მინისტრთან. თქვენს მიერ გადმოცემულ შეჯამებულ ანგარიშს კი მე წარვუდგენ საქართველოს მოქალაქეებს.

თვალყურში შედის

1) მეთვალყურეობაში აყვანილი ქვეყნების კანონპროექტების თვალთვალი. ვისთან დადეს MPP, ვის გამოუცხადეს ომი. დანარჩენი კანონპროექტები არ მაინტერესებს.

2) თვალყური მათ მიერ წარმოებულ ომებზე. ვის მოუგეს ომი, ვისთან წააგეს, ან ვისთან არიან ომში.

3) მათი ოფიციალური გაზეთების ანალიზი. ზოგი ინგლისურად წერს თუ არა და google-ით გადათარგმნილითაც გამოიტან აზრს. დეტალურად არ მჭირდება ინფორმაცია. უფრო მაინტერესებს რამეს თუ დაწერენ სამომავლო გეგმებზე ან მომხდარი ომების ანალიზი და ა.შ.


ჯერ ამით დავიწყოთ და სია შეიძლება გაფართოვდეს მოგვიანებით.



ახლა კი მჭირდება 5 მონდომებული მოთამაშე რომელსაც სურს შეუერთდეს უსაფრთხოების ნაციონალურ დეპარტამენტს და დაიცვას ესაქართველოს ინტერესები. მსურველებმა დაწერეთ აქ ან მომწერეთ პირადში.