გადასახადები და ბიუჯეტი

Day 2,483, 12:08 Published in Georgia Georgia by Giorgi IV
http://allshares.ge/download.php?id=99B2003B60
აქედან გადაწერეთ

ლინკი გადმოწერეთ დაPDF-ებული ვერსიაა, ვერ დავამუღამე სტატიის წერა.
ცხრილები არ კეთდება და დამტანჯა, ბანძი რედაქტორია.

ესაქართველოს ფინანსური სიტუაციის
ანალიზი და გადასახადები
1. მიმდინარე საგადასახადო განაკვეთები
2. საბაზრო ფასები
3. მაგალითი:
a. მაგალითის მოცემულობა
b. შედეგები
c. რეზიუმე
4. დასკვნა
1. მიმდინარე საგადასახადო განაკვეთები
Work Tax Import Tax VAT
Food 3% 10% 3%
Weapons 3% 10% 3%
Tickets 3% 10% 1%
House 3% 10% 3%
FRM 3% 50%
WRM 3% 50%
HRM 3% 10%

Work Tax- იგივე საშემოსავლო გადასახადი, ეხება წარმოებას და ყველას ვინც მუშაობს.
 სამსახურის შემთხვევაში პირდაპირ ხელფასი იბეგრება პროცენტით.
მაგალითად: პირი რომელიც მუშაობს 35 ლარიან ხელფასზე, 3%-ს 1,05ლარს იხდის გადასახადს. სუფთა ხელზე ასაღები თანხა გამოდის 33,95ლარი.
 წარმოების შემთხვევაში, მოთამაშე იბეგრება ყოველ საწარმოზე საშუალო ხელფასის საგადასახადო განაკვეთით.
მაგალითად: პირი რომელიც ამუშავებს 5 საწარმოს, თითოეულ საწარმოზე დაიბეგრება ქვეყანაში საშუალო ხელფასის 3%-ით. დღეს საქართველოს საშუალო ხელფასი შეადგენს, 24,09ლარს, ანუ თითოეულ საწარმოზე მოთამაშე იხდის 0,72ლარს.
Import Tax- იმპორტის გადასახადი ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რომლებიც ფლობენ საქართველოს ბაზრის ლიცენზია და ყიდიან საქონელს.
VAT- დამატებული ღირებულების გადასახადი, რომლითაც იბეგრება ბაზარზე ყველა
რეალიზებული საბოლოო სახის პროდუქტი (გადასახადი არ ეხება მატერიალებს).
მაგალითად: პირმა ბაზარზე გაყიდა 100 ლარის ქ1 საჭმელი, დაიბეგრება 3%ით ანუ ხელზე
აიღებს 97ლარს.
2. საბაზრო ფასები
იმ დღეს როდესაც გამოთვლები გავაკეთე საქართველოს ბაზარზე ფიქსირდებოდა
აღნიშნული ფასები, რა თქმა უნდა უფრო ძვირიც იყო და შეიძლება უფრო იაფადაც
ყოფილიყო მომენტში, მაგრამ სტაბილური ფასები ავიღე (ფასი რომლითაც შეიძლებოდა
რამდენიმე ათასი პროდუქტის შესყიდვა):
საბაზრო ფასი
საბაზრო ფასი
Q1 Q2 Q3 Q4 Q5 Q6 Q7
საჭმელი 0.04 0.09 0.12 0.19
იარაღი 0.04 0.12 0.20 0.48 1.20 2.80 6.00

საჭმლის მატერიალის ფასი 0,04ლარი
იარაღის მატერიალის ფასი 0,02ლარი
3. მაგალითი
თამაშის მიხედვით კონკრეტული გამოთვლების წარმოება რთულია, ინფორმაციის
ნაკლებობის გამო, არ ვიცით კონკრეტულად რა გადასახადიდან რამდენი შემოდის
ბიუჯეტში, რომელი რეგიონიდან, კონკრეტული საქონლების მიხედვით არ გვაქვს
საგადასახადო შემოსავლების გაანგარიშებები და ა.შ. იმისათვის რომ რაიმე ციფრებზე
დაფუძნებული გამოთვლები მეკეთებინა, მომიწია სიმულირება.
ავიღე ერთი ტიპის მაგალითი (პირობითად დავარქვათ ნუგზარი), რომელიც მუშაობს
აწარმოებს მატერიალებს და აქვს ქარხნები.
აქვე გასათვალისწინებელია რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს 50%იანი ბონუსი რომელიც 1
კვირაში შემცირდება 40%-მდე. გათვლები გაკეთებულია შემოსავლების მინიმალური
დათვლით, ანუ რეალობაში ნუგზარის უფრო მეტი შემოსავალი ექნება ვიდრე ჩვენ ამ
მაგალითით დავითვლით.
a. მაგალითის მოცემულობა
ჩვენი ნუგზარი საკმაოდ შეძლებული ადამიანია, მუშაობს სამსახურში სადაც ხელფასს იღებს
27,5 ლარს ხელფასს (როცა გამოთვლებს ვაკეთებდი მეც მაგდენი მქონდა).
აქვს 1 ცალი ქ2 საჭმლის ქარხანა, 1 ცალი ქ7 იარაღის ქარხანა, 2 ცალი საჭმლის მატერიალის
და 20 ცალი იარაღის მატერიალის საწარმო.
b. შედეგები
ბატონი ნუგზარი დღევანდელ სიტუაციაში, დღევანდელი გადასახადებით და 50%იანი
ბონუსით ყოველ დღე იღებს 78 ლარის შემოსავალს, ხოლო ბიუჯეტს უხდის დაახლოებით
21 ლარს. გადახდილი გადასახადები დაახლოებით ესე გამოიყურება:
TAXES
Job 1 0.825
Q2 food 1 0.72
Q7 weapon 1 0.72
FRM 2 1.45
WRM 20 14.47
WORK TAX 18.18
VAT 3.11
Total Taxes 21.29

ვხედავთ რომ გადახდილი გადასახადის ლომის წილი მოდის საშემოსავლო გადასახადზე. სავარაუდოდ ბიუჯეტშიც ეგრე იქნება. დღეში 1300-1000 ლარის შემოსავალია. თუ არჩევნების მონაცემებს ვნახავთ 140-150 აქტიური მოთამაშე გვყავს ქვეყანაში.
ჩემი აზრით აქედან მესამედი თუა დასაქმებული საქართველოში და სავარაუდოდ 100 ლარამდე შედის სამსახურში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადიდან.
უმეტესობა საბიუჯეტო შემოსავალიწარმოებებიდანაა, 150 მოქალაქეს საშუალოდ 10 საწარმო რომ ქონდეს უკვე ბიუჯეტის 1000ლარს ნიშნავს.
დღგ-ს შემოსავალი მიზერულია, ყოველშემთხვევაში ვერაფერს ვიტყვი, არ ვიცი რამდენი რა იყიდება ბაზარზე. არ მაქვს მონაცემები, მაგრამ ჩემი აზრით 100 ლარზე მეტი არ უნდა იყოს, 3500ლარის პროდუქცია იყიდება ყოველდღე საქართველოს ბაზარზე?!
1 კვირის მერე როცა ბონუსი 40% გახდება იარაღზეც და საჭმელზეც, ნუგზარის შემოსავალი 71 ლარამდე შეუმცირდება. გადახდილ გადასახადზე პირდაპირ არ აისახება. ის მაინც გაყიდის პროდუქციას მაინც ამუშავებს საწარმოებს და ა.შ.
საშემოსავლო გადასახადის გაზრდის შემთხვევაში 3%-იდან 5%-მდე სიტუაცია შემდეგნაირად შეიცვლება. ნუგზარის შემოსავალი უკვე 60ლარამდე შემცირდება. სამაგიეროდ ბიუჯეტში შენატანი გაიზრდება 21ლარიდან 33 ლარამდე. ნუგზარის შემოსავალი 15%ით შემცირდება, ბიუჯეტის შემოსავალი კი 60%-ით გაიზრდება.
c. რეზიუმე
სხვა სცენარების შემთხვევები შეგიძლიათ ნახოთ ამ ცხრილში
Today
WORK 3% 3% 5% 3% 5%
VAT 3% 3% 3% 5% 5%
BONUS 50% 40% 40% 40% 40%

FRM Profit 10.15 9.35 8.39 9.35 8.39
RWM Profit 41.53 37.53 27.89 37.53 27.89
Q2 food Profit 0.17 0.10 (0.3😎 (0.15) (0.64)
Q7 Weapon Profit 26.38 24.56 24.07 22.88 22.39
Citizen Total Income 78.23 71.54 59.97 69.61 58.04
Total Tax Paid 21.29 21.08 33.21 23.01 35.14

4. დასკვნა
ჩემი აზრით ნუგზარისთვის 10 ლარით ნაკლები შემოსავალი ტრაგედია არ იქნება. მაგ 10 ლარის გამო არც პროდუქციას გააძვირებს და არც წარმოებას მიატოვებს. მისთვის შეუმჩნეველი იქნება გადასახადის გაზრდა. სამაგიეროდ ბიუჯეტს დაეტყობა შემოსავალი.
ვიცი ლიბერალური ბაზრის ზღაპარი, ვიცი რომ დაბალი გადასახადები ზრდის წარმოებას, მაგრამ საქართველო მაინც თავის მაქსიმუმს აწარმოებს, არავინ არ აჩერებს წარმოებას გადასახადების გამო. 1 და 2 ლარს არავინ მოსდევს. ამიტომ თავისუფლად შეიძლება გადასახადის გაზრდა. თუ მცირე გადასახადი კარგია და ადამ სმიტის თავისუფალი ბაზარი ასეთი კარგია საერთოდ გავაუქმოთ გადასახადები.
ვიცი რომ ბონუსი გვიმცირდება და რომ დაგვიპყრონ საერთოდ 0% იქნება და მაგ შემთხვევაში ნუგზარი რასაც იშოვის ერთ იმდენს გადაიხდის გადასახადებში.
ამიტომ ჭკვიანად ვიმუშაოთ, ჭკვიანურად გამოვიყენოთ რესურსები.
არ ვარ სოციალიზმის მომხრე, უბრალოდ ბიუჯეტმა თავისი დანიშნულება უნდა შეასრულოს, ამიტომ უნდა შემოსავლები გაიზარდოს.
არ დაგავიწყდეთ შვედეთი, ფინეთი და ნორვეგია სოციალური ქვეყნებია და მშვენივრად ცხოვრობენ, უბრალოდ იმათთან გადასახადი 60%ია.
პ.ს. იმპორტის გადასახადს არ შევეხე იმიტომ რომ ბაზარზე იმპორტიორი ვერავინ ვნახე.