დღევანდელი მდგომარეობა

Day 2,884, 15:37 Published in Georgia Latvia by Paranoid.Punk

გამარჯობათ, მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრები იმასთან დაკავშირებით, თუ რაც ახლა ხდება ესაქართველოში და რასაც აკეთებს ჩვენი მთავრობა და ასევე იმაზე თუ როგორ ყურმოჭრილი მონებივით არის ხალხი სხვადასხვა პარტიებში...

პირველ რიგში დარწმუნებული ვარ ბევრმა არც იცის და ვერც ხვდება, რომ ომი მიმდინარეობს და ეს ომი მოწყობილია თურქეთის და საქართველოს მთავრობების მიერ, ომის შედეგი კი უნდა იყოს :

"რაც შეეხება აფხაზეთს,უნდა მომიტევო,მაგრამ მეც ვემხრობი ამ იდეას და ზუსტად მე როგორც მინდოდა,ისე ხდება ყველაფერი
ანუ თურქეთი გვინაზღაურებს mpp-ს ხარჯებს და ჩვენ აფხაზეთს უფასოდ ვაძლევთ 2 თვით."
Luka Koberidze


სხვა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ტერიტორიას ვყიდით და თავს ვირცხვენთ ყველასთან, ჩვენი მთავრობა ასევე 100%-ით დარწმუნებულია იმაში, რომ თურქეთის მთავრობა ამ 2 თვის განმავლობაში (2 საპრეზიდენტო არჩევნები) არ შეიცვლება და სულ სხვა მიმართულებას არ აიღებენ, ასევე მომავალ მთავრობას ფაქტიურად ვალად უტოვებენ და იძულებულებს ხდიან არ დაარღვიონ ეს შეთანხმება ან მეზობელს გადავიკიდებთ.

მთავარი პრობლემა რასაც ასეთი გადაწყვეტილებები მოჰყვება, რომელიც არავისთან არ არის შეთანხმებული იმის და გამო, რომ მთავრობა ხალხს არ ეკონტაქტება, არის პარტიებში ხალხის უბრალოდ გამოყენება ხმებისთვის, ამოიღეთ ხალხნო ხმა, ნუთუ თქვენი აზრი არ გაგაჩნიათ? თუ არ გაწვდის თქვენი პარტია საკმარის ინფორმაციას გამოიცვალეთ მაშინ პარტია, ნუ უსმენთ პარტიის ლიდერებს, ვისაც თვლით რომ უნდა მისცეთ ხმა იმას მიეცით, პირადად მე ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მივეცი ჭკადუას არა იმიტომ, რომ ჩემი პარტიის ლიდერი იყო, არამედ იმიტომ რომ რაც მართალი იყო და რაც ამ ქვეყანას ახლა სჭირდებოდა იმის გაკეთებას აპირებდა, გამოუვიდოდა თუ არა ეს უკვე სულ სხვა საქმეა, ამ მომენტში კი სრული გაუგებრობაა და ხმას არავინ არ იღებს, გამოცდილი როა მოთამაშე იმას კი არ ნიშნავს, რომ სიმართლეს გეუბნებათ, ნუ უჯერებთ ყველას და უბრალოდ იქონიეთ თქვენი აზრი ესაა ჩემი თხოვნა თქვენდამი და ასევე დააკვირდით ასეთი საქციელის გამო მე ვფიქრობ

Georgian Shield

ამ ადამიანს აღარავინ აღარ მისცემს ხმას. დაიმახსოვრეთ ისინი ვინც ვერ გაქაჩა ან არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო და ნუღარ მისცემთ ხმას, ასევე პარტიები დაიმახსოვრეთ თორემ შეიცვლება პრეზიდენტი, ერთი და იგივე პარტიიდან და იქნება ერთი და იგივეს ტკეპნა და როგორც ამ მომენტში წავედით უკან ისევ ისეთივე უკან სვლა იქნება, მე ხომ არ გეუბნებით მე მომეცით თქო ხმა, მე მაქვს ის გააზრებული, რომ არანაირად არ ვარ მზად ქვეყნის პრეზიდენტობისთვის, უბრალოდ არ მაქვს ამდენი გამოცდილება ჯერ ჯერობით, მაგრამ პრობლემებს რომლებიც გვაქვს იმას ვხედავ და მოგიწოდებთ ზუსტად მაგასაც, რომ თქვენი აზრი იქონიეთ და თქვენი კარგი გამოძიების შემდეგ, თითოეული კანდიდატის კარგად გამოძიებით მისცეთ ხმა პრეზიდენტს.

მიაქციეთ ყურადღება თითოეულ სიახლეს, თითოეულ გამოთქმულ აზრს, შეიძლება ერთმა ვერ აასრულოს ის კარგი იდეა თქვენ კი მოგეცეთ შანსი და თქვენ გააკეთოთ, სიახლეებს, ისტორიებს ყველაფერს მიაქციეთ ყურადღება, ეს თამაში არ არის უბრალოდ იარაღებისა და საჭმლის აგროვება, აქ ბევრად მეტია გასაკეთებელი, რომ რამეს მივაღწიოთ...

ძალიან გთხოვთ VOTE ამ განცხადებას, რომ ყველამ წაიკითხოს ვისაც ხმას მივაწვდენთ.