My way

Day 2,862, 22:59 Published in Georgia Argentina by M i r M i

მოგესალმებით ესაქართველოს მოქალაქენო.
დაახლოებით 2 კვირაში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას ვიღებ.
ამ თამაშში საარჩევნო კულტურა დაბალია, იმიტომ რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამავე დროს პარტიის წევრიცაა, შესაბამისად არჩევნების ბედს ძირითადად ის პარტიები წყვეტენ რომელთაც მეტი ხალხი ჰყავთ და არა მიმართულებები, საარჩევნო პროგრამები, მიდგომები და ა.შ. ჩემს პარტიაში მხოლოდ 11 კაცია, აქედან ალბათ ბევრი ინაქტივიც, მაგრამ მე მაინც ვცდი ბედს.

წინასაარჩევნო პროგრამები როგორც წესი წყლის წვეთებივით ჰგავს ერთმანეთს, ამას ვიზამ, იმას ვიზამ, დაპირებები, დაპირებები, დაპირებები და საბოლოოდ ის კურსი და ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას უკვე არჩეული აქვს. ამიტომ მე არ გავსკდები დაპირებებით, ყველაფერი ისედაც ნათელია. ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი მშვენივრად ვიცით და ამას ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეცვლის, საშინაო პოლიტიკაც ნათელია - გავაკეთოთ მეტი, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ახალგაზრდები და გავძლიერდეთ.

ჩემი ე.წ. წინასაარჩევნო მესიჯებიც მარტივი იქნება. მე მაქსიმალურად ვეცდები ,,გავაერთიანო" საქართველო და სამუდამოდ გადავჭრა ის პრობლემა რაც ჩვენი ტერიტორიის აღმოსავლეთით ხდება. არ მინდა უფრო მეტი დავწერო, იმიტომ რომ გუგლ თრანსლეითს არაჩვეულებრივად ხმარობენ სხვა ქვეყნების მოქალაქეები. ამ პრობლემის გადასაწყვეტად გამოცდილება ბევრი მაქვს და ძალიან კარგია როდესაც საგარეო ურთიერთობებს ეხება საქმე ყველანი ერთად ვართ, შესაბამისად თქვენი მაქსიმალური მხარდაჭერაც მექნება (თუ პრეზიდენტი გავხდები).

მეორე, რასაც ვაპირებ და რაც არ არის ხოლმე წინასაარჩევნო პროგრამებში, არის ის რომ მაქსიმალურად შევცემ პლატოს, რომ ორგანიზაციები მოგვცეს. როგორც ვიცი დღევანდელი მდგომარეობით ბანკიც აღარ გვაქვს, არადა გვქონდა. ეგ საკმაოდ ცუდი პრობლემაა და დროა გადაიჭრას.

ჩემი უპირატესობა სხვა კანდიდატებთან შედარებით ჩემი გამოცდილებაა და ის საქმეებია რაც მიკეთებია, ან მიფუჭებია, რომელზეც ასევე ბევრს არ ვილაპარაკებ :დ

ჰმ, კი ვიძახი ბვრს არ ვილაპარაკებ მეთქი, მაგრამ საკმაოდ ბევრი ვიტლიკინე.
მოკლედ მეგობრებო, მოგიწოდებთ ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმას თუ რომელ პარტიას მიეკუთვნებით, ნურც იმას რომელ კანდიდატს უჭერს მხარს თქვენი პარტია ოფიციალურად, დამოუკიდებლად გააკეთეთ არჩევანი, როგორც ესაქართველოს მოქალაქეებმა და არა რომელიმე პარტიის წევრებმა და ხმა მომეცით მე 😁))))))))

სტატიები ალბათ კიდე იქნება, ფანტაზიას არ ვუჩივი.