დომხალი აფხაზეთის შესახებ[+1 დომხალი ამ სტატიის სახით]

Day 2,885, 16:31 Published in Georgia Georgia by J.Volandi

ვაჰ , ამხელა დომხალი რამდენი ხანია აქ არ წამიკითხავს,რაც ახლა პრესის კომენატრებში იწერება,ერთი მხრივ ეს კარგია,მაგრამ მეორე მხრივ დემაგოგიურ ლაპარაკს ვაწყდები 50%+ შემთხვევაში და არ მომწონს ეს.

ვინც აფხაზეთის „ქირას“ ცუდად შეხვდით(ეს გასაგებია),მაგრამ მთავრობას სხვადასხვა ბრალდებას უყენებთ:


ჯერ 1 მე ვიყავი ვინც აფხაზეთი ,თქვენ როგორც იტყოდით, „თურქეთის სამარცხვინო ტყვეობიდან“ -გამოიხსნა- მაისში, რადგან არც მე და არც ხალხს არ გვაკმაყოფილებდა აფხაზეთის მსგავსი სტატუსი,არც თურქეთს სჭირდებოდა მეტად და ადგებოდა ეს რესურსი,ასევე საფრთხე იყო სერბეთიდგან,როდესაც თურქეთს მიადგა,აფხაზეთშიც შემოსულიყო,რატომ ვთქვი ეს ქვემოთ ნახავთ.
მერე კიდე ყურმოჭრილი მონა, ვასალი, ქვეშემრდომი და ასეთი ტერმინების გამოყენებას,გირჩევნია იმას გადახედო,რა საფუძველი უდევს ამ ხელშეკრულებას და ჩვენ რას ვაკეთებთ.

ერთი ზოგ-ზოგიერთი მარტო სიტყვიერად რომ წარმოსახავთ თქვენს იდეას,და დემაგოგიის დონეზე რომ გაქვთ მხოლოდ, მიპასუხეთ თქვენ რას იზამდით ?!

მეგობარი,რომელიც ტაკოებს იხევდა მაშინ,როდესაც ჩვენ გვიჭირდა, ჩვენ რთულ დროს ნა ხუიზე გავუშვათ?! -ბოდიში და...

http://prntscr.com/8re376 აჰა თქვენი ქირა და ფული,ვისაც ეს გაქვთ პრობლემა,ამაზე მეტი დაგვიხარჯავს და რეალური ფულიც ბევრი „გადაგვიყრია“ ამ თამაშში(რაც ასევე თქვენს ამ თამაშში მოყვანას გულისხმობს,ვინ აკთებს „ფბ“-ზე რეკლამას?!)
(ამ რეკლამას იმიტომ ვაკეთებთ,რომ ჩვენი აზრი თქვენ მოგახვიოთ და რაც მეტი გმართოთ,მით უკეთესი იქნება, ხო? ხო ასე ფიქრობთ ბევრი?!)

თუ იმაზე აპელირებთ,რომ ეს ჩვენ არ შეგვეფერება, უუუ „ აფხაზეთი თამაშშიც კი დავკარგეთ “ ბლა, ბლა - ერთი ამიხსენით,რას კარგავთ? დაგვიბრუნდება ნანატრი აფხაზეთი ისევ უკან,არავინ ძალით არ იღებს ამ გადაწყტვეტილებას, თუ თქვენ გგონიათ ჩვენ ნაკლებად გვიყვარს რეალური საქართველო,ან აქ ნაკლები დრო გვაქვს გატარებული და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ნაკლებად გვაქვს დაცული.
გინდა აქ და გინდა იქ, ნებისმიერი შეედარეთ ჯანგოს,თემოს და დანარჩენებს,ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ქვეყნის სიყვარულში და უბრალო სიტყვებით და ტყუილი ლანძღვით რას მიაღწევთ ნეტა ვიცოდე .

სულ წიხლზე მკიდია,ვისი და როგორი მთავრობა იქნება მოსული აქაც და იქაც, მარტივია 1 რაღაც,ამ თამაშში და ჩემთვის პირადად,მეგობრობა და მეგობრისთვის ხელის გაწოდება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის,თუ მეგობარი არ დაგიფასებს,მერე თუ გინდათ სულ არ დავრბუნდები საქართველოში და სათოფეზე არ გაგეკარებით არც ერთს,მაგრამ თურქეთს ჩვენთვის არასდროს შეუბრუნებია ზურგი,რაც „დავმეგობრდით“ და თქვენ ერთი ამ უბრალო რაღაცით თუ გინდათ ხაზი გადაუსვათ ყველაფერს - ნება თქვენია .

ჩვენ ძალიან ადვილად შეგვეძლო 1 წლიანი ხელშეკრულების დადება,მაგრამ ჩვენ არ გვაწყობს,არავის აწყობს,რომ აფხაზეთი ჩვენგან მოწყვეტით იყოს,გინდა აქ და გინდა იქ, ამიტომაც ოპტიმალური ვარიანტი შევიმუშავეთ,რისი ინიციატორი პირადად გახლავართ და გინდა ქვა მესროლეთ და გინდა ლოდი.

რატომ მიიღო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ?! - რახან ხალხის აზრი ფეხებზე დაიკიდა და რაც უნდა იმას აკეთებს?! ტირანიის დასამყარებლად?! თავისი ძალაუფლების დემონსტირებისთვის?!რახან თავის დაკრულზე უნდა მოსახლეობა აცეკვოს?!

თქვენ თავად განსაჯეთ რას აკეთებენ და რას არა, თქვენ თავად ჩაიცვით გინდა პრეზიდენტის და გინდა სხვა თანამდებობის პირის სამოსი,შემდეგ შეხედეთ ჩამოყალიბებულ ვითარებას .
თქვენ გაქვთ ყველაფერის მოთხოვნის უფლება,თქვენ გაქვთ უფლება და ვალდებულება საკუთარ თავზე აიღოთ მთავრობის კონტროლი,მაგრამ საღი აზრი და დასაბუთებული მსჯელობა უნდა ახლდეს ყველაფერს.

ზედაპირულად მეც ვისვრი ორიოდე სიტყვას,სულ დავიკიდებ ყველაფერს და ვიტყვი რაღაცას,მერე?!

თქვენ მართლა ვერ იაზრებთ იმას,რომ ყველას ესმის მთავრობაში და ყველა ადამიანს ესმის,რომ აფხაზეთის გაქირავებამ შეიძლება მათი პოლიტიკური სიკვდილი გამოიწვიოს?
ეს ნაბიჯი არავის გადაუდგამს იმისთვის,რომ საკუთარი პოზიცია გაიმყაროს ქართული პოლიტიკის ბრძოლის ველზე, ეს ნაბიჯი იმიტომ გადაიდგა,რომ საჭირო იყო და არა იმიტომ,რომ ვიღაცამ იფიქრა: „მოდი ასე ვქნათ,რა უნდა გვიქნას ხალხმა,მაინც ჩვენ ვიქნებით მმართველები“ .

სად ვიპოვო ახლა ის მიმოწერები,რას ვეუბნებოდით თურქეთის MOFA-ს,რა გავაკეთო,რომ თქვენ გაიაზროთ,რომ არავის სურს თავისი მიწის ასე „უპრაკონოდ“ დათმობა,მიუხედავად იმისა,რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ძალა.

რატომ მიაქირავა ირანმა თურქეთს თავისი რეგიონები,რატომ მიაქირავა ავსტრალიამ ჩილეს? რატომ მიაქირავა ინდოეთმა ხორვატიას?


მათ არ აქვთ ღირსება,თუ ისინი რამით ნაკლები არიან ჩვენზე,ნუთუ მათ ქვეყანა ჩვენზე ნაკლებად უყვართ?!

დაფიქრდით ამაზე.

საარჩევნო გარემო საშინელია საქართველოში, ზოგს პრეზიდენტობა მხოლოდ იმიტომ უნდა,რომ მედალი ჰქონდეს და პროფილში ჩაიწეროს ეს „მიღწევა“,როდესაც რეალურად სხვას უწევს საქმის კეთება(საკუთარ მაგალითზე შემიძლია ვთქვა),ოფიციალურად ბევრი თანამდებობა არ მაქვს დაკავებული,მაგრამ არაოფიციალურად სიტყვა მეთქმის,როდესაც რაიმეს გადაწყვეტაზე მიდის საქმე,არა იმიტომ,რომ ზედმეტად ჭკვიანი ან რამით მეტი ვარ ვინმეზე,არამედ იმიტომ,რომ რაც აქ ვარ,ასე თუ ისე,ყოველთვის რაღაცას ვაკეთებ, შესაბამისად და ბევრს ვმუშაობ ქვეყნის განვითარებაზე,ზოგჯერ ავად,ზოგჯერ კარგად,მაგრამ მე არ შემიძლია ვიყო პრეზიდენტი,დავიკავო რომელიმე თანამდებობა, და სხვას მივანდო ყველაფერის კეთება და ფეხი-ფეხზე გადავილაგო.

როდესაც არ მაქვს შესაბამისი დრო,არც ვიღებ რაიმე პასუხისმგებლობას,მაგრამ როდესაც იღებ-უნდა გააკეთო ყველაფერი,რათა ეს ტვირთი ზიდო!
მთავრობის თავის მართლების პოზიციაში ჩაყენება არ არის ცუდი,ეს უნდა მოხდეს და ხდება კიდეც,მაგრამ მიზეზია მთავარი.

ეს უბრალო სიტყვები არ არის,3 ჯერ იყო,როდესაც მთავრობაში მოვიდა ადამიანი,რომელიც რეალურად არაფერს აკეთებდა,საერთოდ არაფერს და ერთ-ერთი მაგალითი ახლახანს გვქონდა.

კიდევ ერთხელ ვამბობ,რაც ბევრჯერ მითქვამს:

იმუშავეთ საარჩევნო კულტურაზე,
მოითხოვეთ ყველაფერი რაც გეკუთვნით-მხოლოდ-დასაბუთებულად.
აირჩიეთ სარჩევნო პროგრამა და არა ადამიანი,თუმცა საარჩევნო პროგრამის გაწერის მექანიზმი ამ თამაშს არც თუ ვარგისი აქვს.


გეთანხმებით,მთავრობის კოორდინირებულობა მოსახლეობასთან ძალიან დაბალი იყო,ასევე მათი კომუნიკაცია ჩვენთან ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას,ნუ გამოვყოფდი პერიოდებს,როდესაც მთავრობა ძალიან აქტიური იყო მოსახლეობასთან კონტაქტის კუთხით, მაგრამ ასეთი რამ კარგა ხანია არ ყოფილა!გამოასწორეთ ეს!

გრძელი სიტყვა კი გამომივიდა,მაგრამ მინდა გაიგოთ,რომ არ არის ადვილი ყველაფერი მოარგო ყველას, არ არის ადვილი მეც მესიამოვნოს რაღაც მოვლენა და ამით სხვასაც ვარგო, არ არის ადვილი მეგობარსაც დავუდგე გვერდში და ჩემი თავიც კმაყოფილი დავტოვო.


კეთილი სურვილებით ესპანეთიდან ,ამიგოს < 3 .

Vote, თუ გინდათ,რა თქმა უნდა 😉 .