ღირს საერთოდ ბრძოლა?

Day 2,420, 05:31 Published in Georgia Georgia by Aveun

მოგესალმებით დღეს ჩემი სტატია მინდა მივუძღვნა ბრძოლას და ზოგადად ომს, თუმცა ოდნავ სხვა კუთხით გავაკეთებ აქცენტს.

გუშინ ქვეყნის განათლების მინისტრმა დაწერა ყველაფერი თავის სტატიაში, რაც კი ეხებოდა ომს ნაგულისხმებია ეს სტატია სწორედ ამ სტატიის წაკითხვის, შემდგომ ყველას გაუჩნდა ვრცელი და სრულფასოვანი ინფორმაცია ომის/ბრძოლის ფენომენზე, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე ჩემი სტატია განსხვავებულ რამეზე იქნება ორიენტირებული, კერძოდ ბრძოლის საჭიროებაზე 1 დივიზიონში.

მოდით კიდევ ერთ პატარა Flashback-ს გავაკეთებ და შეგახსენებთ ერთ-ერთი ჩემს მიერ დაწერილი სტატიის შესახებ “სტატია"აქ ვისაუბრე თუ რა როლს თამაშობს ძალა (Strenght) eRepublik-ში და როგორ უნდა მოხდეს მისი მომგებიანად გამომუშავება და ა.შ.

ეხლა კი რატომ მოვიყვანე ამდენი მაგალითი. ვინც ჩვენი განათლების მინისტრის სტატია წაიკითხა მას ემახსოვრება თუ რამდენი ქულის მოპოვება ხდება ბრძოლებში, დივიზიონების მიხევით, მაგრამ თუ არიან მკითხველნი, რომლებსაც ეს არ ახსოვთ ან არ წაუკითხავთ აქვე მივუწერ

დივიზია 1 მიიღებს 1 ქულას თუ მოიგებს ბრძოლას
დივიზია 2 მიიღებს 2 ქულას თუ მოიგებს ბრძოლას
დივიზია 3 მიიღებს 3 ქულას თუ მოიგებს ბრძოლას
დივიზია 4 მიიღებს 5 ქულას თუ მოიგებს ბრძოლას

ალბათ არ არის ძნელი მისახვედრი, რომ ომის ბედის გადაწყეტაში 1 დივიზიონის როლი თითქმის მინიმალურია, რეალურად 1 დივიზიონის საერთო ჯამში მოპოვოვებული 3-4 ქულა, თითქმის არაფერს არ ცვლის, ამიტომაც მინდა ახალ მოთამაშეებს მოვუწოდო, რომ ნუ "გაიკოტრებენ" თავს და ნუ დახარჯავენ რესურსებს ომის მსვლელობისას 1 დივიზიონში, რადგან ფაქტიურად თქვენი ძალისხმევა და რესურსები, რასაც თქვენ ამ ომს დაახარჯავთ წყალში იქნება გადაყრილი.

ჩემი მოწოდებაა შეინახოთ რესურსები, იომოთ იმ შემთხვევაში თუ გაქვთ მედლის მოპოვების საშუალება და დანარჩენი დრო დაუთმოთ თქვენს "ფიზიკურ" განვითარებას ანუ Strength-ს.

არ დაგავიწყდეთ ის ფაქტიც, რომ რაც მეტს ომობთ მით უფრო მეტ გამოცდილებას გამოიმუშავებთ ანუ XP-ს მაგრამ მეტი არ ნიშნავს უკეთესს, რაც ნაკლები ძალით (Strength) გადახვალთ მეორე დივიზიონში, მით უფრო ნაკლებ როლს ითამაშებთ, ამ დივიზიონის ბრძოლების მოგებაში.

კიდევ ერთხელ ავღნიშნავ კერძო სტატია ეხება 1 დივიზიონის მოთამაშეებს.