EDP Congress - შემოგვიერთდი.

Day 3,132, 03:08 Published in Georgia Argentina by M i r M i

გამარჯობა.

2 დღის წინ პარტიის პრეზიდენტის არჩევნები დასრულდა და პარტისი პრეზიდენტი გავხდი.
გეგმები საკმაოდ ბლომად მაქვს, რომელსაც პერიოდულად შემოგთავაზებთ ხოლმე.
პირველ რიგში ჩემი მიზანია ეს პარტია გახდეს ტოპ 1 პარტია და მჯერა, რომ თქვენი დახმარებით ამას მივაღწევთ.
http://www.erepublik.com/en/party/erovnul-demokratiuli-partia-4773/1 გაწევრიანდით

წინასაარჩევნოდ, როგორც იციან ხოლმე ბევრი დაგპირდებათ ბევრ რამეს, კონგრესმენობას, საკვების დარიგებას, ფულის მოცემას და ა.შ.

მე ამ ყველაფერს არ დაგპირდებით.

თუ თქვენ გახდებით პარტიის წევრი, მე და პარტიის ხელმძღვანელობა მოგცემთ ამ ყველაფერზე მეტს, ჩვენ დაგეხმარებით რომ ,,გაიზარდოთ", მოგაწვდით თამაშის მექანიზმის შესახებ ინფორმაციას, გასწავლით პოლიტიკურ ხრიკებს, მოგცემთ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სამხედრო განათლებასაც. და ძალიან ცოტას აქვს ამ მხრივ ის გამოცდილება, რაც თუნდაც მე მაქვს.

ქვეყანაში კადრების დეფიციტია. ძალიან ბევრმა ისიც კი არ იცის როგორ დადოს კომბატ ორდერი, ძალიან ხშირად კონგრესმენები ისე აძლევენ ხმას რომ არ იციან რატომ აძლევენ... ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს.

ძალიან ცოტაა ისეთი ვისაც შეიძლება საქმე ჩააბარო და ვინც შეიძლება საქმეს მიხედოს. ჩემი მიზანია, რომ ქვეყანას ყავდეს რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი, გათვითცნობიერებული მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ამბიციის შემთხვევაში მიეცემა შანსი მართოს ქვეყანა, ან მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში.

არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ახალბედა ხართ თუ გამოცდილი მოთამაშე, შანსი ექნება ყველას, და ეს დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად კვალიფიციური ხართ და თუ რამდენად მონდომებული ხართ.

ჩვენმა ცდამ, გადაგვერჩინა დევიკოს პარტია შედეგი არ გამოიღო, რატომღაც დევიკოს ბანი დაადო ადმინისტრაციამ და ქვეყნის ტოპ პარტია ახლა თურქების ხელშია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მართვის სადავეების უცხოელების ხელში გადასვლის შანსი არსებობს, ტოპ პარტიის ქართველი წევრები გვამშვიდებენ რომ თურქებთან ყველაფერი მოგვარებული აქვთ და საფრთხე არ გვემუქრება. ნუ დაიჯერებთ მეგობრებო, საფრთხე დიდია. საკმაოდ დიდი გამოცდილება და ცოდნა მაქვს იმისთვის, რომ ეს შევაფასო.
http://www.erepublik.com/en/article/-1344-2601948/1/20

http://www.erepublik.com/en/article/-asio-alert-about-cs-2602046/1/20

ეს ორი ლინკი უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს, არის ეს საფრთხე, თუ არა.

ამიტომ, ასეთ დროს უფრო საჭიროა ერთად დგომა, და რაც შეიძლება მეტი ქართველი კონგრესმენის ყოფნა ქართულ კონგრესში. გადმოდით ედპ-ში, დაკმაყოფილეთ თქვენი ცოდნა, ინტერესი, ამბიციები და ერთად ვმართოთ ქვეყანა. ჩემი ცოდნა და პოტენციალი დიდია, მაგრამ თქვენი მხარდაჭერის გარეშე მისი რეალიზება ვერ მოხდება.

უმრავლეს პარტიაში უბრალოდ რეგისტრირდებიან კონგრესმენებად და არ აქვთ რაიმე გარკვეული მიზანი, არ ჩანს მათი ზრახვები და როგორც წესი, პარტიის ლიდერიც პრეზენტაციის გარეშე ირჩევს კონგრესში პარტიის წარმომადგენლებს.
ჩვენთან ასე არ იქნება.

https://docs.google.com/forms/d/1qe60RDM6Une-yjOqka6dCh_ztoNEDIL6v0-7MVIIlf0/viewform?c=0&w=1
კონგრესმენობის მსურველი პარტიის ყველა წევრისთვის სავალდებულო იქნება ამ დოკუმენტის შევსება. ის ვინც არ შეავსებს ამ დოკუმენტს, მოხვდება სიის ბოლოში (ვინაიდან ტექნიკურად შეუძლებელია მათი სიიდან ამორიცხვა).

დაახლოებით 1 კვირაში კონგრესის არჩევნებია.
შემოგვიერთდით ედპ-ში, დარეგისტრირდით კონგრესმენებად და ერთად ვმართოთ ეს ქვეყანა.


აუცილებლად უნდა შევეხო ჩვენი მეგობარი პარტიის, გაერთიანებული ქართული პარტიის (UGP) უზურპაციას და ბარისტან სელმის (იგივე გამას, იგივე პოლიტიკური კახპას!) მიერ პტო-ს მოწყობას. ჩვენი პარტია ემიჯნება ამ ჩათლახურ საქციელს და ოფიციალურად არ ითანამშრომლებს უჯპ-სთან სანამ პარტიაში ეს მდგომარეობა გაგრძელდება. რასაკვირველია ჩვენ გვექნება კონტაქტი უჯპ-ს ძველ წევრებთან, რომელთაც ამაში წვლილი არ აქვთ და ჩვენ კვლავ დავრჩებით მათ გულშემატკივრებად, მაგრამ არ ვითანამშრომლებ ადამიანთან რომელიც არჩევნებამდე 4-5 დღით ადრე ედპ-ში აპირებდა გამარჯვებას, მერე როდესაც დავბრუნდი უჯპ-ში გადავიდა, არჩევნების დღეს 10 კაცი გადაიყვანა პარტიაში და ისე მოიგო არჩევნები.

ნუ აყვებით ვიღაცეების ბოლს, ლიქნას, დაბრეხვებულ სისულელეებს და ოცნების კოშკების დაპირებებს, გაწევრიანდით ჩვენთან, პარტიაში რომელსაც დიდი ისტორია და მომავალი აქვს და პარტიაში რომელიც ყოველთვის ქმნიდა პოზიტიურ ამინდს ესაქართველოსთვის.

აუცილებლად დარეგისტრირდით კონგრესმენებად, რაც უფრო ბევრნი იქნებით, მით უფრო უკეთესი და ხარისხიანი კონგრესი გვეყოლება, და რეგისტრაციისას აუცილებლად წარმოადგინეთ პრეზენტაცია, და შეავსეთ ეს ბმული.
https://docs.google.com/forms/d/1qe60RDM6Une-yjOqka6dCh_ztoNEDIL6v0-7MVIIlf0/viewform?c=0&w=1

English version:
if You want to be a congressman from EDP, check this https://docs.google.com/forms/d/1qe60RDM6Une-yjOqka6dCh_ztoNEDIL6v0-7MVIIlf0/viewform?c=0&w=1