დიდი თურქობა

Day 3,130, 09:59 Published in Georgia Argentina by M i r M i

გამარჯობა.

პირველ რიგში მინდა გაგახსენოთ, რომ სტრაიკები განახლდა, ამიტომ ყოველ დღე 22:30 საათზე იყავით ონლაინ და სავსე ენერგიით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ საქმეს.

ახლა რაც შეეხება საკითხს რის გამოც სტატიის დაწერა გადავწყვიტე.
დღეს პარტიის პრეზიდენტის არჩევნებია.
როგორც წესი აღნიშნული პროცედურა უმეტესად დუნედ მიდის ხოლმე, მაგრამ დღეს ისეთი რამ ხდება რაც საჭიროა იცოდეს ემოსახლეობამ.
ყველაზე მრავალრიცხოვანი პარტია კარგავს ქართულ მმართველობას და უცხოელების ხელში გადადის.



ეს პრობლემაა, არა მარტო ამ პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ თუ აღნიშნული არჩევნები ამ შედეგით დასრულდება მომავალ კონგრესში 7-8 უცხოტომელი მაინც გვეყოლება. ისინი თავის მხრივს სხვებს მოიზიდავენ და ა.შ. მართალია ეს უცხოტომელები თურქები არიან და დიდი საფრთხე მათგან არ წამოვა, მაგრამ შეიქმნება ძალიან ცუდი პრეცედენტი რაც პირველ რიგში ამ ტოპ პარტიის ცუდი მენეჯმენტის და მისი ბედნიერი და ლაღად მსუნთქავი ლიდერის, 2 წლიანი გამოცდილების მქონე დევიკოს ბრალი იქნება 100%.

შესაბამისად თუ ჯერ თქვენ არჩევნებში მონაწილეობა არ მიგიღიათ, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიიდან ხართ, გადადით

http://www.erepublik.com/en/party/free-georgian-movement-5165/1
ამ პარტიაში და არჩევნებზე ხმა მიეცით ბედნიერ დევიკოს.
ისევ შეჩვეული და ,,ჩვენი" ჭირი ჯობია ამ ეტაპზე, შეუჩვეველს. 🙂

ახლა მოდით განვიხილოთ თუ რატომ მოხდა ეს.
როდესაც 2-3 კვირის წინ მე ხორვატიაში წავედი და საერთო ჩატში დაგემშვიდობეთ, ისიც აღვნიშნე რომ ,,ზებრების შემოტევა" მაშინებდა. (თუ ნახავთ გაქართველებული თურქების უმეტესობას ეგ ავატარი აქვთ) ვთქვი, რომ მართალია თურქები არიან და თითქოს დიდად საშიში არაფერია, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ მეთქი.



ჰო, სწორედ ამით იყო განპირობებული, როდესაც მე წინასაარჩევნოდ გპირდებოდით აუცილებელია მიგრაციის სამინისტროს შექმნა მეთქი. მე მაშინ დავინახე ეს საფრთხე.

ჩვენ ყოველთვის გვყავდნენ უცხოელი მოქალაქეები, მათ შორის კონგრესშიც, მაგრამ ისინი როგორც წესი სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენდნენ და არ იყო არანაირი საფრთხე, დღეს ეს ყველაფერი საფრთხეა, იმიტომ რომ ადგილი აქვს ერთი ეროვნების მოქალაქეების მასიურ შემოდინებას და ამაში იმ პარტიის ლომის წვლილია რომელიც დღეს პარტიას კარგავს.

მაშ ასე, მივყვეთ ქრონოლოგიურად ...
(თავს ვერ დავდებ რომ ყველა თურქია, მაგრამ 95% სიზუსტით გადმოვცეთ მოვლენები)




ამ ორ ფოტოზე ჩანს თუ ვინ იყვნენ პირველი მერცხლები და როდის დაიწყო დიდი თურქობა...
პირველი ნაბიჯები, და ყველა პარტია ბედნიერად ეთანხმება მათ საქართველოში შემოდინებას.

უცნაურია რომ ესენი ყველანი ერთ პარტიაში მოხვდნენ, FGM-ში.
რის გამო?
იქნებ იმიტომ რომ ამ პარტიას კარგი სპამერები ჰყავს? ან თავიდანვე მიზანმიმართულად განიზრახეს პარტიის ხელში ჩაგდება?
მე ვფიქრობ რომ ორივე ფაქტორმა განაპირობა ეს ყველაფერი.


შემდეგი სერიოზული შეცდომა რაც დაშვებული იქნა, იყო ის რომ ერთ-ერთი მათგანი კონგრესმენად გავიდა და მეორე ნაკადი წამოვიდა.


ამავე დროს არც მათ, ამ პარტიის წევრებმა დააკლეს ხელი სხვების შემოდინებას საქართველოში და შედეგი სახეზეა.



მათ აქვთ საკუთარი მუ, მათ მალე ექნებათ საკუთარი პარტია.
იმედია მთელი დღეა 2 წლიანი გამოცდილების მქონე ამხანაგი დევიკო დაფაცურობს და იმისკენ მოგიწოდებთ რაც მე ეს-ესაა დავწერე - მის პარტიაში გადასვლისკენ და ხმის მიცემისკენ.



პ.ს. ხელისუფლებას მოვუწოდებ შექმნას მიგრაციის სამინისტრო, სანამ გვიან არ არის და ასე ჰარი ჰარალოზე მოქალაქეობის მიცემას უნდა შეეშვან ჩვენი ყოვლისმცოდნე კონგრესმენები.

პ.პ.ს. თუ ხვალისთვის დევიკო არჩევნებს წააგებს ეგ პარტია ტოპ ხუთიდან უნდა გამოვარდეს, რომ ახალი კონგრესმენები არ გაიყვანონ და კიდე მოქალაქეობა არ დაარიგონ და იმედია გამოცდილი, ლაღი და ბედნიერი დევიკო ამის გეგმას დადებს.

პ.პ.პ.ს. დაითვალეთ რამდენნი არიან და კიდევ რამდენი შეიძლება შემოვიდეს, მერე გადახედეთ ჩვენს რიცხოვნობას და თუ თვლით რომ არანაირი საფრთხე არ არის და ტყუილი განგაშია, დაიკიდეთ 😃