ინტერვიუ Tomm Hagen_თან

Day 2,938, 12:52 Published in Georgia Georgia by H3Ctic

დღეს დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები სადაც Temsisi II-მა მეორედ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. არჩევნები ძალზედ დაძაბული გამოდგა და მის შემდგომ ოპოზიციური კონგრესის ნაწილმა კონგრესი დატოვა, მათ შორის არის ტომიც და სწორედ ამ და კიდევ რამოდენიმე საკითხის გამო გადავწყვიტე მასთან ინტერვიუს ჩაწერა.

ინტერვიუ Tomm Hagen_თან.

1) 5 მოთამაშემ კონგრესი დატოვა, რა არის ამის მიზეზი? ბოიკოტს ხომ არ უცხადებთ მთავრობას?


მიზეზი ის არის რომ ქვეყანაში მომხდარი სიტუაციიდან მაქსიმალურად ავირიდოთ პასუხისმგებლობა, პირადად ჩემი მიზეზი ქვეყნიდან წასვლაა. ბოიკოტს ნამდვილად არ ვუცხადებთ, ან როგორ უნდა გამოვუცხადოთ, გზას ვერ გადავკეტავთ და შიმშილობას ვერ დავიწყებთ. მთავრობაში შესვლაზე უარს ვაცხადებთ და ყველანაირ სამთავრობო და საზოგადოებრივი საქმის კეთებაზე.

2) ეს მოთამაშეები და მათ შორის თქვენც ქვეყნიდან წასვლას აპირებთ?

მე კი, სხვები არ ვიცი. არამგონია, მათ მაგივრად ვერ გიპასუხებთ.

3) როგორ შეაფასებდით არჩევნებს და მოსახლეობის მიერ გაკეთებულ არჩევანს?

არჩევნები ჩატარდა ისე როგორც ჩატარდა, იყო დაძაბული, ქვეყანა რაოდენობრივად თითქმის 50/50-ზეა გაყოფილი. რომელი ძალა უფრო პროგრესულია, გამოცდილია და იმსახურებს მთავრობაში მოსვლას ეს სუბიექტური და საკამათო საკითხია. ფაქტია რომ 69 ადამიანმა აჯობა 66-ს. რას ვიზავთ ესაა სწორედ დემოკრატია, მერე რა რომ ზოგიერთი იმბეცილის ხმაც ხმაა...

4) მთავრობას რას უსურვებდით?

მთავრობას წარმატებებს ვუსურვებ.

5) კონგრესიდან წასვლა იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ქვეყნისთვის საჭირო მომენტში დახმარებაზე უარს იტყვით?

ქვეყანას ომში დავეხმარები, სხვა მხრივ რაში უნდა დავეხმარო ვერ ვხვდები. მთავრობის მაგივრად მოლაპარაკებებში არ მივირებ მონაწილეობას, არც რაიმე კონკრეტული საჭირბოროტო საკითხის გადაჭრაში.

6) მარცხის მიუხედავად უგპ/ედპ-ს კავშირი ისევ გაგრძელდება?

უგპ ედპ იდეოლოგიურად ერთი მიმართულებით მიდიან და ამას არც მარცხი ცვლის და არც წარმატება. აქვთ ერთნაირი შეხედულება ცუდის და კარგის მიმართ. ჩვენი კავშირი დაფუძნებულია მიზნებზე ასე რომ ამ კავშირს არფერი შეცვლის. ჩვენი პარტიები არ გაერთიანებულან რომელიმე კონკრეტული ძალის დასამარცხებლად ან არჩევნებში მოსაგებად, ჩვენი პარტიები გაერთიანდნენ ქვეყნის სამართავად და განსავითარებლად.

7) წინა თვის მთავრობის მუშაობის უარყოფითად შეფასების მიუხედავად შეგიძლიათ რამე დადებითი გამოყოთ?

წინა მთავრობაში დადებითი ის იყო რომ არჩევნების მოგებიდან 2-3 დღის მანზილზე ყველა მინისტრმა სტატია დადო და მეგონა რომ აქტიურად იმუშავებდნენ. თუმცა იმედები გამიცრუვდა. სხვა მხრივ რაც მოხდა ყველაფერი იყო ქაოტური დაულაგებელი და გაუთვლელი. თუნდაც ისრაელის თემა. თემო პრეზიდენტი იქნებოდა თუ სკოლის დარაჯი ეგ წინადადება მასთან ყველა შემთხვევაში მივიდოდა (პირადი კონტაქტია). აი გადაწყვეტდა თუ არა პრეზიდენტი იქ გალაშქრებას ეგ უკვე მეორე საკითხია.

აბა თქვენ იცით


P.S ხმა მიეცით აუცილებლად!