სპა!

Day 2,939, 10:55 Published in Georgia Argentina by M i r M i

გამარჯობა.

საქართველოში შექმნილი არც თუ ისე მსუბუქი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მე არ უკვე მილიტარი იუნიტი სპას ხელმძღვანელი ვაცხადებ:

1. ჩვენი სამხედრო ქვედანაყოფი სრულ დაუმორჩლებლობას უცხადებს მოქმედ ხელისუფლებას. დაუმორჩილებლობა გამოიხატება შემდეგში: სხვადასხვა ზომის პენისზე გვკიდია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ბრძანება. მაგრამ აღნიშნული დაკიდება რასაკვირველია არ გულისხმობს ყოველგვარი გადაწყვეტილების დაკიდებას, ვითვალისწინებთ რა იმ ფაქტს რომ ხანდახან შეიძლება ხელისუფლებასაც გაუვარდეს და კარგი იდეა შემოაგდოს. ნებისმიერი ბრძანება გადაიხედება მილიტარი იუნიტში შექმნილი სამხედრო საბჭოს მიერ, მათი თათბირის შემდგომ გადაწყდება გავიზიარებთ თუ არა თავდაცვის სამინისტროს ბრძანებას.

2. ყველა ადამიანი, რომელიც არის სპას წევრი და არ დაემორჩილება პირველ პუნქტში მოყვანილ ბრძანებას დაუყოვნებლივ იქნება დახვრეტილი ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ჯგუფის მიერ. დამხვრეტების ვინაობა მკაცრად კონფიდენციალურია და არ გამჟღავნდება.

3. მილიტარი იუნიტი არ ემორჩილება ჩვენი ჭყინტი ხელისუფლების ბრძანებას მილიტარი იუნიტის დახურვის თაობაზე, მილიტარი იუნიტი ყველა კეთილშობილი (ხაზგასმით!) მოქალაქისთვის ღიაა. ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ამ ხელისუფლების იმედი. ახალგაზრდების ყოველდღიურ აღზრდასა და განათლებას (რასაკვირველია იმათ ვგულისხმობ ვინც სპაშია გაწევრიანებული), ასევე გამოკვებას და მწიფობის პერიოდში ბოზებში წაყვანას დანაყოფის მეთაურები სრულად ვიღებთ ჩვენს თავზე.

4. მილიტარი იუნიტი პერსონა ნონ გრატად აცხადებს თენგიზას ნახირის თითოეულ წევრს. რომელიღაც სტატიაში ამხანაგმა გამამ იკითხა თუ ვის ვგულისხმობდი თენგიზას ნახირში.

განმარტება 1: თენგიზას ნახირი კრებითი და აბსტრაქტული სახელია იმ ხალხისა, ვინც ბოჩოლასავით მოიღერს ყელს და თავისი პარტიის მეთაურის კუილის სუნს პეტელითა და თავის კანტურით, უაპელაციოდ ისე მიჰყვება, რომ ეს სუნი სულაც არ აწუხებს და ერთხელ მაინც არ ჰკითხავს კუანა მენახირეს, ცხვირში რატომ მაკუებ შე ჩემაო.

განმარტება 2: შესაბამისად აქ რასაკვირველია არ იგულისხმება მხოლოდ ფრონტელები. ან ყველა ფრონტელი. ფრონტს ჰყავს ღირსეული ხალხი, რომელიც მართლაც რომ ღირსეულ საქმეებს აკეთებს ამ ქვეყნისთვის და ჩემი მხრიდან მათთვის შეურაცხყოფის მიყენება იმდენად აღვირახსნილი საქციელი იქნებოდა, რომ არ ვიკადრებდი.

განმარტება 3: რატომ თენგიზა? იმიტომ რომ იგი ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯოგის პატრონია.

5. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული ვარ მილიტარი იუნიტიდან გავნდევნო ფრონტის, ქრისტიან სოციალისტებისა ( თუ როგორც გქვიათ) და რესპუბლიკელების წარმომადგენლები. და რამდენიმე ადამიანის მიმართ მართლა გულისტკივილით მომიწევს ამის გაკეთება, მაგრამ მაპატიეთ მეგობრებო, თქვენ იმ პარტიის და გუნდის წევრები ხართ, რომელსაც (კრებითად და არა პიროვნულად) შეუძლიათ დაიკიდონ ადამიანი, ვინც ქვეყნისთვის ერთ ბრძოლაში 27 მილიარდს დებს. და მე ვერ და არ წამოგიყენებთ თქვენ ულტიმატუმს ერთ-ერთი აირჩიოთ, არ მეყოფა თავხედობა. იუნიტიდან გაგდებაც არ მოხდება ჩემს მიერ, 2 დღის განმავლობაში, არაა ,,სპრავედლივი", უბრალოდ გთხოვთ თქვენით დატოვოთ იუნიტი.

6. მილიტარი იუნიტის კარები ყველასთვის ღიაა, გარდა ამ სამი პარტიის წევრებისა, განურჩევლად იმისა როგორია თქვენი ძალა.

7. მილიტარი იუნიტის ყველა წევრი ვალდებული იქნება ჩაიცვას თავისი ფორმა. ჩვენ აუცილებლად გვექნება ძალიან მაგარი სამხედრო წვრთნები, და ჩამოვყალიბდებით ერთ კარგ, ძლიერ და მისაბაძ გუნდად.

8. დღეისათვის სულ ეს იყო. აღშფოთების მორიგი პარტია გზაშია და ბითუმად მოგაწვდით.

9. თემო, აღარ მიყვარხარ!